ვივარგეთ
http://rugby.worldsport.ge/ge/page/5338_xa...-da-nariashviliამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი Rugbyrama-ს მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგად, ტოპ 14-ის 2015/2016 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
გამოკითხვის შედეგებს თუ გადავხედავთ, სიმბოლურის დანარჩენ წევრებთან შედარებით ქართველებმა ხმათა ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობა მიიღეს - გორგოძემ 58%, ჩილაჩავამ 54% და ნარიაშვილმა 44%. ინდივიდუალურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, გორგოძემ „ტულონის“ შემადგენლობაში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლ;ობაში იყო, მოედანზე 1300 წუთი გაატარა და 2 ლელო გაიტანა, მათგან ერთი „კამპ ნოუზე“ ფინალში.
„ტულონის“ ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ტოპ 14-ის 20 შეხვედრიდან 14 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე ჯამში 966 წუთი გაატარა. „მონპელიეს“ მარცხენა ბურჯმა ნარიაშვილმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 შემთხვევაში სასტარტო იყო და ჯამში 1178 წუთი მოუგროვდა.
გამოკითხვის შედეგად სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: 15. გაეტან ჟერმეინი (ბრივი, 23%), 14. ჯოშუა ტუისოვა (ტულონი, 37%), 13. გაელ ფიკუ (ტულუზი, 31%), 12. ლევანი ბოთია (ლა როშელი, 18%), 11. ტიმოსი ნაგუსა (მონპელიე, 12%), 10. კოლინ სლეიდი (პო, 35%), 9. ბატისტ სერინი (ბორდო, 32%). 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 44%), 2. გილემ ჟირადო (ტულონი, 38%), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი, 54%), 4. ჟაკ დუ პლესი (მონპელიე, 20%), 5. პოლ ვილემსი (მონპელიე, 24%), 6. მამუკა გორგოძე (ტულონი, 58%), 7. კამილ ჟერონდო (კლერმონი, 12%), 8. ლუი პიკამოლი (ტულუზი, 19%).
This post has been edited by Lаki on 4 Jul 2016, 16:11