ქვეყნის პოლიტიკური ისთებლიშმენტის ქიჩმაჩი იქითკენ მიდის, რომ გამორიცხული არაა ისევ ბედკრული საქართველოს ძველი რაინდები ვიხილოთ შპს "საქართველოს" დამფუძნებელთა სასტავში!

...ერთი წუთით უცხო თვალით შეხედეთ ჩვენს პოლიტიკურ პალიტრას - "გირჩი"... "ქინძი"..." ოცნება".... "ხაჩიშვილი და ბაწია"..."ღრესპუბლიკელები და ნაც-გვარდია"..... "ჩერნოვეცკის ღიმილი"...."ირმა, თარხანი და კოკო"..."მეჭიაური და მაროშკინა"..."ნათელაშვილი და ნაცები" და ა.შ. .........რას იტყვით, რავალია?!
...მოკლედ, პოლიტიკური გენდერებითაა ჩვენი საარჩევნო გარემო გადაჭედილი...ტელევიზორს ჩართავ, ფეისბუქში შეხვალ და მომაბეზრებელი ერთიდაიგივე ...ამან იმას რამე უთხრაო, იმან ამას რამე უქნაო! ანუ, რეალობა ერთი ფაქტის წინაშე გვაყენებს, გვინდა არ გვინდა, წინ გველის ისეთი მრავალპარტიულ-კოჰაბიტაციური არჩევნები, რომელშიც მგონი არჩევნების აზრი საერთოდ დაკარგული და გაუქმებულია!
პ.ს. იქნება და მართლა ...
...იქნება და არჩევნებს მართლაც ჯობია ერთი კაი პურმარილი და დიდი სუფრა გავშალოთ, მე თქვენ გეტყვით და "ქეთოები და კოტეები" გვაკლია, "სიკოები და ნიკოები", თუ "ხანუმები"...დაუბრუნდეთ ჩვენს მამა-პაპურ ფესვებს!
This post has been edited by Stalker2005 on 30 Jun 2016, 11:59