#48231350 · 30 Jun 2016, 15:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს პოსტი ეხლა წავიკითხე და საკმაოდ რეალური მეჩვენება , ფორუმს დააგრუზინა და ვიღაცამ იხეირა.
ამ ტიპს ერთიანზე არ დაუდია. ამ ტიპმა (თუ ჭკვიანი ადამიანების რაღაც გუნდმა) დადო სამივე შედეგზე - ერთიანი, იქსი, და ორიანი. ოღონდ სხვადასხვა დროს! ორიანზე მაშინ როცა მაქსიმალური კუში ქონდა, და ერთიანზე ბოლოს - როცა მაქსიმალურად აიწია. სხვადასხვა თანხები, კოეფიციენტებზე გადანაწილებით ისე, რომ სამივე შედეგის შემთხვევაში(!) მოგებული საერთო თანხა აჭარბებდა დანარჩენ ორ შედეგზე წაგებულს, რაღაც "მცირე" პროცენტით. ჩვეულებრივ ისეა კოეფიციენტები შერჩეული რო სამივე შედეგზე თანხას ისე ვერ გადაანაწილებ რომ ნებისმიერი ერთის მოგება დანარჩენი ორის წაგებას გადაფარავდეს, მაგრამ ამდაგვარი მანიპულაციით შესაძლებელია ისე გაანაწილო ფსონები (სხვადასხვა დროს) რომ ნებისმიერ შედეგზე(!) მოგება აღემატებოდეს ჯამურ წაგებას. სამ შედეგზე კეთდება თუ 1x და x2 არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთავარია რომ ტოტალიზატორების მიერ უფრთხილესად გამოყვანილი სამი კოეფიციენტის მაგივრად ამ კაცს გამოუდის სათავისოდ "გამრუდებული" კოეფიციენტები!
მოგება ამ შემთხვევაში არის პროცენტულად საკმაოდ მცირე, მაგრამ 100 პროცენტიანი! და ასიანი მოგებისთვის, რაც არ უნდა მცირე იყოს პროცენტულად, ძალიან დიდი თანხების ჩადება შეიძლება!
მეორე საქმეა რო ეს ამ ყლიფონას არ დაუგეგმავს და განუხორციელებია. ეს სავარაუდოდ უფრო სერიოზულმა ხალხმა დაგეგმა, და მილიონები(!) გააკეთა, მარტო ამ ერთი ნებისმიერი მატჩის ერთერთი შედეგის ხელოვნური (ვითომ "გაჟონა") გაბაზრებით! არადა ნებისმიერი შედეგი შეიძლებოდა დამჯდარიყო, შეიძლება მოეგო კიდეც ამ გუნდს, ამით გეგმაში არაფერი იცვლება. ეს ყლიფონა შეიძლება ძალაუნებურად მონაწილეა დიდი (სინამდვილეში ტრივიალური!) გეგმის. შეიძლება ნახევარ შემთხვევებში მართლა ყიდის მიუნხენ1860 თამაშებს, და ეს ხალხი ამაზეც დიდ ფულს (და რაც მთავარია - სანდო წყაროს რეპუტაციას!) შოულობს, მარა მეორე ნახევარ შემთხვევებში იგივე ან სხვა სასტავი ასეთი social engineering-ით ოოოდნავ "ამრუდებს" კუშებს, მცირე მცირე პროცენტს, მაგრამ გარანტირებულ პლიუსს აფიქსირებს, და ასობით ათასს აკეთებს - როგორც არ უნდა დამთავრდეს იგრა wink.gif
--------------------
რაც არ გკლავს, გბერავს..
|