#48241917 · 1 Jul 2016, 18:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sulo თემა კი საინტერესო და დროულია, მაგრამ არსებული სახელმწიფო სიტემის პირობებში ყველაფერი მომართულია საიმისოდ, რომ ვერ და არ ჩაისახოს-შეიქმნას ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება და უკვე დაბადებული პოტენციური გიორგი ბრწყინვალეები, დავითები და ილიები ვერ უნდა განათლდნენ საამისოდ, არ უნდა რეალიზირდნენ ერისკაცებად და საამისოდ ასევე საკმაოდ ოსტატურად იღვწიან სასულიერო ხელისუფალნიც. მთავარი ინტერესები გადატანილოა კლანურ ინტერესებზე, რაც მკვეთრ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოებრივად სტრატეგიულ ინტერესებთან.
კლანური ,,მე და ჩემი ნაბადის" ხედვა-ინტერესები უპირისპირდება კიდეც ,,ჩვენი ქვეყნის" ძირეულ ინტერესებს.
მე-ს სიხშირის ცნობიერება მტრობს ჩვენი-ს მართებულ ცნობიერებას ჟამიდან ჟამამდე და მხოლოდ ჟამთა შორის შუალედებში იყენებს ჩვენ სიხშირეს ,,არჩევნების" შედეგების სალეგიტიმაციოდ, რის შემდეგ უარესად იღვწის შუალედის ფინანსური დანაკარგების მრავალგზის ამოღებას კლანური ნეპოტიზმის და შერჩევითი სამართალის ბერკეტებით და სასულიერო ხელისუფალთაგან ნაყიდი კურთხევებით.
სახეზეა სისტემური რეციდივიზმის უმძიმესი ფორმაცია ფაქტობრივად დინასტიური მენშევიკურ-ბოლშევიკური კლანით. სხვაობანი ნაწითლარ-ნაყვითლარ კლანსა, მოქკავშირსა, ნაცმოძრაობასა და ოცნებას შორის მხოლოდ იერარქიულია : პაპა-ბებიები, შვილები და შვილიშვილები.
მონანიების მსგავსად: ბაბუა ვარლამი, აბელი და თორნიკე, სადაც შანსი დიდია უარესი სცენარებისათვის --- მოუნანიებლად.
თემას რაც შეეხება ეკონომიკური თვალსაზრისით: დოტაციური რესპუბლიკა რუსეთმა გარდაქმნა მისთვის მომგებიან კოლონიად და მასშტაბისდა მიხედვით იღებს ჩვენგან მოგების დიდ წილებს, ფლობს საკონტროლო სტრატეგიულ ქონებას და ოკუპაციის რეჟიმში განკარგავს, აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიას ამერიკულ მხარესთან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში.
ასევე აშკარაა ამ ორმხრივი პოლიტიკის შედეგები შიდა პოლიტიკაზეც, სადაც ყვავის მარიონეტიზმი შიდა ჩაურევლობის წაქეზებებით, რაც მათგანვე საზღვრულია და საბოლოოდ ცვლადი და არამყარია, რაც ასევე დიდი სტიმულია მედროვეთათთვის --- მოასწრონ მეტის და მეტის მიტაცებანი დაუსჯელობის ხელოვნური სინდრომის სასათბურე პირობებში.
ზუსტად არ ვიცი და სავარაუდოდ მთლიანი მოგების მესამედი მიაქვთ ,,მეზობლებს".... ინვესტორ-ნიღბოსნებს კი ცალკერძ.... წაგება ვალების ზრდით გამოიხატება --- სტრატეგიულად და კომპლექსურად უმდიდრესი ქვეყანა პერმანენტულად ღარიბდება....მტრული სისტემით სისტემურად.
ხისტარიანი ცულის და ხის იგავივითაა, სადაც ხისმჭრელნი ვაი-მოყვარენი არიან ბატონის მონა-მსახურთა ფრაკებსა და პეპელა ჰალსტუხების სამოსელნით.... გინდაც ჩოხა-ახალუხი იყვნენ გარედან ქამელეონურად შემოცმულნი...
სარწმუნოებრივად: რად უნდა სიკეთეს მონანი, როდესაც მისი არსი თავისუფლებაა? არაფრად! მონა სჭირდება ბოროტებას --- სამართავად. ლეგიონის ყვითელ სუბმარინს თავისი მგზავრები ჰყავს...
ამ ყველაფრის ფონზე ფრიად სამწუხარო და საეჭვოცაა სტრატეგიული მოკავშირის და პარტნიორის ხელშეკრულების პუნქტობრივი რეალობანი და უმოქმედობანი, რაც შეცდომებად ვერ ჩაითვლება შედეგებიდან გამომდინარე და ეს იმ დროს, როდესაც უამრავი ვარიანტი არსებობს --- ეკონომიკური, მშვიდობიანი ზონის, სატრანზიტო დერეფნის და თუნდაც ნეიტრალიტეტის მძლავრი სამხედრო სისტემით, მჭიდრო კოოპერაცით და ა.შ. --- მოგვარების გზები და გარანტიები, რომელსაც შეთანხმებული პოლიტიკური ნება უდავოდ აგვარებს გავლენის ,,დაკარგვის საფრთხისას".
ამ კლანის პირობებში ქვეყნის წინსვლა გამორიცხულია უკუსვლების სიავით... მხარე, რომელიც მიმტევებელი და ტოლერანტულია --- მეორე მხარე, რომელიც საპირისპიროდ ულმობელი და დაუნდობელია. ესაა სამოთხეში ღრმა მყრალი ჭაობი, რის დაუშრობლად ვერ დაიწმინდება თვით ჰაერიც კი. მოწონება-არმოწონებაზე არაა საქმე --- საარსებოზეა, რაც საზოგადო გენოციდს ქმნის...
გაცნობიერება და დანახვა უნდა ამ ყველაფერს სათანადო მასშტაბიდან ღია ცნობიერებით და მიუკერძოებლად.
აგერ, იტყვის ახრევაც თავის მკურნალ სიტყვას ფიზიკურზედ და სხვანი კი სულიერზედ, რადგან სრული კურნება ორივეს კეთილად თანხვედრაშია. ვნახოთ.... ,,ვინ შეჭამა ვენახი?"
This post has been edited by triumpi on 1 Jul 2016, 21:47
|