ეხლა გადავხედე ამინდის გრძელვადიან პროგნოზს და შევამჩნიე, რომ მომავალი დაახლოებით 10 დღე მთელ საქართველოში წვიმიანი იქნება.
იწყება აქტიური საკურორტო სეზონი და ბევრი მოქალაქე გადაადგილდება თბილისიდან და სხვა დიდი ქალაქებიდან ავტომობილებით, ტრასების გავლით, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და პირიქით.
გამახსენდა ერთი პრობლემა, რომელსაც მუდმივად ვაფიქსირებ ჩვენს გზებზე და ყოველთვის მინდოდა ხმამაღლა მეყვირა, ააანთეთ ფარებიიიიიიიიი
მოკლედ, განსაკუთრებით დამწყები მძღოლები და ბევრი სტაჟიანიც, ვერ ათვითცნობიერებს, რომ ავტომობილით მოძრაობისას, მეტეოროლოგიური (ან სხვა) პირობების გამო, მხედველობის გაუარესებისთანავე უნდა აანთოს ფარები.
ის პირობა, რომ "მე მაინც ვხედავ გზას და რა საჭიროა?!", არ კმარა და არ მუშაობს.
წარმოიდგინეთ სიტუაცია, მიდიხართ ტრასაზე (კანონით დასაშვები, მაგრამ მაინც დიდი სიჩქარით, თუნდაც 90 კმ/სთ), წვიმს, წინ მიგყვებათ ტრაილერი და გინდათ გასწრება. ამ დროს ეს ტრაილერი წვიმის შხეპებს ასხვას ისე, რომ წინ ფარდასავით გიდგათ და შემხვედრ მანქანებს პრაქტიკულად ვერ ხედავთ (წვიმიან ამინდში ტრასაზე ყოველთვის ესეა), გასწრებაზე ფაქტიურად ბრმად გადიხართ და შემხვედრზე არ ჩანს მანქანა, რომელსაც არ უნთია ფარები. ასევეა იმ შემთხვევაშიც, როცა თქვენ არ ასწრებთ, უბრალოდ მიდიხართ თქვენს გზაზე ფარებჩამქრალი, ამ დროს შემხვედრზე მოდის ტრაილერი, რომელსაც ასწრებს სხვა მანქანა და ის სხვა თქვენ ვერ გხედავთ, იმიტომ რომ ფარები არ გინთიათ. ამიტომაც, ავარიის ალბათობა დიდია.
დააკვირდით, შებინდებისას ფარებ ანთებული მანქანა შორიდანვე რა კარგად ჩანს და ჩამქრალი კი ბოლო მომენტამდე შეიძლება ვერც შეამჩნიოთ.
ასევე, თქვენ ფარებჩამქრალი უკან თუ მიყვებით მანქანას, შეიძლება წინა მძღოლმა ვერც შეგამჩნიოთ და უშნოდ ჩაგიჭრათ გზა. ამაში რო დარწმუნდეთ თქვენ თვითონ დაუკვირდით სარკეში თქვენს უკან მომავალ ფარებ ჩამქრალ მანქანს და მიხვდებით რასაც ვამბობ.
და ა.შ. გაუთავებლად შეგვიძლია ვისაუბროთ და ბევრი მაგალითი მოვიყვანოთ.
P.S. - იარეთ ფრთხილად და ყურადღებით. ყველას მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ.
This post has been edited by spider77 on 29 Jun 2016, 17:16