საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებთან წარმოებს მოლაპარაკებები გზის გახსნისა და რუსეთში სომხური ტვირთების გატარების თაობაზე» - ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა აცნობა.
ცნობისთვის: 23 ივნისს მეწყრის ჩამოწოლის გამო ამჟამად ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოძრაობა ჩაკეტილია. შედეგად ათობით სატვირთო და სამგზავრო ავტომანქანა საცობშია ჩარჩენილი. რუსეთისკენ ერთადერთი მარშრუტის დახურვის გამო შეიქმნა სერიოზული პრობლემები სომხური მალფუჭებადი საქონლის, უმთავრესად ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტთან დაკავშირებით. სომხეთის ხელისუფლება მძღოლებს ფოთი-ნოვოროსიისკის საბორნე გადასასვლელით სარგებლობას ურჩევს.
«არსებობს ალტერნატიული მარშრუტი სამხრეთ ოსეთის გავლით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაიკეტა. ეს გზა კარგ მდგომარეობაშია და ამჟამად რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს თბილისსა და ცხინვალთან ამ მარშრუტის თუნდაც დროებით გახსნის შესახებ» - განაცხადა ბეგლარიანმა და იქვე დასძინა, რომ «სომხეთზე აქ ცოტა რამ თუა დამოკიდებული».
===========================================================================================================================
ჩახალიანის გათავისუფლების შემდეგ ეს გზაც რომ გახსნან არ გამიკვირდებაა.....
########თ პატრიოტიზმიიიი და სუფრის ტრადიციები გრუზინებოოო