ის ხალხი სადაა ლაფანყურის ოპერაციაზე რო ვიშვიშებდა საჯიშე ბიჭები ჩახოცესო?
ამერიკელი კონგრესმენი - სტამბოლის ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი იყო
15:08 02-07-2016
ამერიკელი კონგრესმენი - სტამბოლის ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი იყო სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყო, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა მაიკლ მაკოლმა CNN-ს განუცხადა.
„ის სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის ნომერ პირველი მტერია. სირიაში უამრავჯერ იყო ჩასული და „ისლამური სახელმწიფოს“ ომის სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი გახდა, რომელიც ოპერაციების ჩატარებისთვის იყო პასუხისმგებელი“, - განაცხადა მაკოლმა.
მისივე ინფორმაციით, ჩატაევის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩატაევი, ამ თავდასხმის განსახორციელებლად, კოორდინირებას სამ თვითმკვლელ ტერორისტთან ახდენდა“, - განაცხადა მაკოლმა.
როგორც CNN აღნიშნავს, გასულ წელს აშშ-ის ფინანსურმა უწყებამ აჰმედ ჩატაევი ტერორისტების სიაში შიეყვანა. უწყების ცნობით, ის გეგმავდა თავდასხმებს ამერიკულ და თურქულ ობიექტებზე.
თავის მხრივ, გაერო-ში იტყობინებიან, რომ ჩატაევი 130 ბოევიკისგან შემდგარ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენ მაიკლ მაკოლის ცნობით, ინფორმაცია აჰმედ ჩატაევის სტამბოლის ტერაქტთან კავშირზე აშშ-ს თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა მიაწოდა, თუმცა თურქულ მხარეს ჩატაევის ტერაქტთან კავშირი ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/38...ataevi-iyo.htmlჩეჩნეთის შსს-ს წარმომადგენელი - სირიაში გამგზავრებამდე აჰმედ ჩატაევმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
11:51 02-07-2016
ჩეჩნეთის შსს-ს წარმომადგენელი - სირიაში გამგზავრებამდე აჰმედ ჩატაევმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო სირიაში გამგზავრებამდე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვედენოს რაიონული განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილემ აბუფეტ მუჰადინოვმა განუცხადა.
„ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ ჩატაევი არაერთხელ დააკავეს ევროპაში, ავსტრიაში, უკრაინაში. უკრაინამ ის საქართველოს გადასცა, სადაც ცხოვრობდა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. 2015 წელს კი ის სირიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა“, - განაცხადა ჩეჩენმა სამართალდამცავმა.
მისივე ინფორმაციით, რუსულ მხარეს თურქი კოლეგებისთვის მიწოდებული აქვთ ინფორმაცია, რომ აჰმედ ჩატაევი თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდების გადაბირებას ახდენდა.
ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვედენოს რაიონული განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, აჰმედ ჩატაევის ძმა, 1991 წელს დაბადებული მანსურ ჩატაევი ჩეჩნური იატაკქვეშეთის წევრი იყო, 2008 წლიდან ის ძებნაშია გამოცხადებული და რუსული სპეცსამსახურების ცნობით, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
თურქულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი შესაძლოა, ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყოს, თუმცა თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...oba-miigho.html This post has been edited by The13thFloor on 2 Jul 2016, 16:21