მეცნიერებმა ძროხის შარდში ოქრო აღმოაჩინეს
ოთხწლიანი კვლევის შემდეგ, ჯუნგადაჰის (ინდოეთი) სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მკვლევრებმა გირის ძროხის შარდში ოქრო აღმოაჩინეს. ამის შესახებ New Indian Express-ი იუწყება.
ბიოლოგებმა 400 ძროხის შარდის ნიმუში შეამოწმეს გაზური ქრომატოგრაფიისა და მასიური სპექტრომეტრიის მეთოდების გამოყენებით. ოქროს კონცენტრაცია ლიტრ შარდში 3-7 მილიგრამი აღმოჩნდა. თუმცა, ძვირფასი მეტალი სითხეში იონურ მდგომარეობაში იყო; მეცნიერთა აზრით, ჩვეულ მდგომარეობაში მისი გადაყვანა ელექტროლიზის მეთოდითაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, ინდოელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში შეისწავლეს ბუფალოს, აქლემის, ცხვრისა და თხის შარდი, თუმცა არც ერთ მათგანში ძვირფასი მეტალი არ აღმოჩნდა.
გარდა ოქროსი, ძროხის შარდში სამედიცინო თვალსაზრისით გამოსადეგი კიდევ სხვა 388 ნივთიერება აღმოჩნდა.
„ამ დრომდე, ძროხის შარდში ოქროს შემცველობისა და მისი სამედიცინო თვისებების შესახებ მხოლოდ უძველესი ტექსტებიდან ვიცოდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სამეცნიერო კვლევის ჩატარება“, - აღნიშნავს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ბალუ გოლაკია.
გირის ძროხა ზებუს ჯიშის წარმომადგენელია (ზებუ - ინდური ძროხის ერთ-ერთი სახეობა). მათი სამშობლო გუჯარატის შტატია. ცნობილია მეგობრული თვისებებით და მაღალი სარგებლიანობით.
ისე ის "მტკაველა" რო გყავთ,ერთი მამალი ძროხა რომ უყიდოთ ორ-ორი ლარის ჩარიცხვას, აა?
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო!
"გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!"
"10 მილიონ დოლარად ნებისმიერი ფორუმელი გოგო დათანხმდება ჩემთან სექსს"