#48259558 · 3 Jul 2016, 20:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყურადღება მიიქცია იმან რომ თურმე ჯანმომ ზიკას ვირუსის გადამტანის Aedes aegypti სამშობლოდ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი: საქართველო და რუსეთი დაასახელეს, მართალია კოღო იშვიათად დაფიქსირებულა საქარველოში მაგრამ წელსაც და შარშანაც დაიჭირეს ეს კოღოები პაატა იმნაძე სუბრობდა ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუში, ამასთან ზიკას ვირუსი ფლავირუსთა ოჯახს ეკუთვნის რომელში შედის ასევე დენგეს ცხელების გამომწვევი ვირუსი რომელიც ამავე კოღოთი გადაეცემა (სხვა კოღოებითაც), დენგეს ცხელება საქართველოში არასდროს დაფიქსირებული მთელ ისტორიაში - ამ რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა ორ ინდოელ მუშას ზუგდიდში!
შეგახსენებთ რომ მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებას ჯერ სრულყოფილად არ შეუსწავლია ზიკას ვირუსი! თუმცა რა ინფორმაციებიც შემხვდა გეტყვით იმას: - ზიკას ვირუსი მოზრდილ მამაკაცებში და არაორსულ ქალებში სიმპტომებს იშვიათად იწვევს, და ძალიან ნაკლებად სახიფათოა! უმეტესად სიმპტომები არ ვლინდება ან მიმდინარეობს ვლინდება მსუბუქი გამოვლინებებით და ჰგავს დენგეს ცხელების სიმპტომებს. სიმპტომები მოიცავს ცხელება, წითელი თვალების სიმპტომს, ართრალგიას, თავის ტკივილი, და მაკულოპაპულურ გამონაყარს. - ორსულებში საშიშია იმიტომ რომ არის ზიკას ვირუსსა და ახალშობილთა მიკროცეფალიას შორის კავშირი! - ასევე არის ვარაუდი მოზარდებში გილენბარეს დაავადებასთან კავშირზე. ასერომ გაითვალისწინეთ და კარგი იქნება რომ ყველა ინფორმირებული იქნება!
დილაობით და მოსაღამოებისთანავე ჩაიცვით გრძელსახელოებიანი და სხეულის კოჭებამდე დამფარავი ტანსაცმელი (გრძელი კაბა ან შარვალი). სასურველია ტანსაცმელი იყოს ღია ფერის. • გამოიყენეთ კოღოს დამაფრთხობელი კანზე წასასმელი საშუალება - რეპელენტი. • შენობის კარ-ფანჯარაზე უნდა აეკრას დამცავი ბადე (ან დოლბანდი). ოთახებში შემოფრენილი კოღოების განადგურება შეიძლება ელექტროფუმიგატორით ან ინსექტიციდური აეროზოლით. • მოსპეთ წყლის ხელოვნური საგუბარები, რომლებიც კოღოს გამრავლების რეზერვუარად შეიძლება იქცეს.
This post has been edited by martvileli on 3 Jul 2016, 22:07
--------------------
c'est à notre tour!
|