#48268847 · 4 Jul 2016, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკოსები ხშირად იცვლიან ხოლმე პოზიციებს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ შალვა ნათელაშვილის გრადაცია მაინც გამორჩეულია. ჯერ იყო და ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლაზე საერთოდ არ ფიქრობდა და ქველმოქმედებით იყო დაკავებული, ნათელაშვილი მას მისი პარტიის სახელით კენჭისყრას და პრემიერ მინისტრობას "სთავაზობდა", ხოლო როგორც კი ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე, პირველი სწორედ ნათელაშვილი იყო, რომელიც მის წინააღმდეგ ხმალამოღებული გამოვიდა და მას შემდეგ, დღემდე არ წყვეტს ივანიშვილის ლანძღვას. ასევე, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე ნათელაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ს ერთ–ერთი პირველი ლანძღავდა და სიცრუის გამავრცელებელს, საძულველს და სააკაშვილის ტელევიზიას უწოდებდა, დღეს კი ამ ტელევიზიას იგი ლამის დემოკრატიის მექად ასაღებს. აი ნახეთ, რას ამბობდა "რუსთავი 2"–ზე ნათელაშვილი 2012 წელს.
"ვარდების რევოლუციის დროს, ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომელიც ამზადებდა მიხეილ სააკაშვილის მოყვანას ხელისუფლებაში, ჩვენს სალანძღავ "მესიჯებს" უშვებდა ეთერში," – აცხადებს ნათელაშვილი "კავკასიის" ეთერში. აქვე "ლეიბორისტების ლიდერი" ამბობს, რომ ხალხს სძულს "რუსთავი 2"–ი. "დღევანდელი სატელევიზიო სივრცე რა არის? ბოლო თვეების განსაკუთრებით, ე. ი. სააკაშვილის ტელევიზიები: "რუსთავი 2", "იმედი", "პირველი არხი" მიხეილ სააკაშვილზე და ცოტა ამინდზე. აღნიშნული განცხადებები ნათელაშვილმა 2012 წლის დასაწყისში "კავკასიის" ეთერში გააკეთა.
2007 წელს ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას დიდი სიამოვნებით ამცნო, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა შალვა ნათელაშვილი – ჯაშუშობისთვის და ასევე შეთქმულებისთვის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. უკვე 2015 წელს კი გვრამია ამბობს: "არ დავმალავ, ძალიან მიყვარს შალვა ნათელაშვილი მართლა. ყველას გვიყვარს შალვა ნათელაშვილი, რადაგან მართლაც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მემარცხენე რომ არ იყოს, მას მივცემდი ხმას აუცილებლად."
ანალოგიურ "სიყვარულს" აფიქსირებს ნათელაშვილი დღეს გვარამიას მიმართ, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იგი ლანძღვა–გინებას არ აკლებდა. და ეს ხომ ზღვაში წვეთია ნათელაშვილის ასეთი ურთიერთგამომრიცხავი და უთავმოყვარეო განცხადებებიდან. ასეთი პოლიტიკოსის მიმართ რა ნდობა უნდა გქონდეს, არც არაფერი და ეს რომ ასეა თვით "რუსთავი2 "–ის დაკვეთით GfK-ის მიერ ამას წინათ გამოქვეყნებული გამოკითხვაც აჩვენებს, სადაც ნათელაშვილს, მისმა საყვარელმა ტელევიზიამაც კი ვერ გადაალახვინა 5%–იანი ბარიერი. აი, რატომაა გაცოფებული შალვა. კვლავ პარლამენტს მიღმა რჩება და საერთოდ, როგორც ჩანს, ასეთი პოლიტიკოსები ქართველმა ამომრჩეველმა დიდი ხანია წარსულს ჩააბარა.
--------------------
absolute soul
I'm sentimental, if you know what i mean, I love the country but i can't stand the scene. And i'm neither left or right. I'm just staying home tonight, Getting lost in that hopeless little screen
An enemy in the shape of a friend.
|