DReamsabout
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 584
წევრი No.: 27696
რეგისტრ.: 2-January 07
|
#49073650 · 19 Oct 2016, 12:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოდვა — ავადმყოფური იდეები და წარმოდგენები, რომლებიც არ შეესატყვისება რეალურ სინამდვილეს, და რომელთაგანაც ავადმყოფის გადარწმუნება შეუძლებელია. საფუძვლად უდევს ნერვული მოქმედების დარღვევა.
განარჩევენ ბოდვას დარღვეული ცნობიერების დროს, რომელიც გვხვდება ინფექციური დაავადების განვითარების უმაღლეს სტადიაზე, აგრეთვე შხამებით და ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევებში, ბოდვას ნათელი ცნობიერების დროს. უკანასკნელი უფრო თანამიმდევრული და მყარია. ჩვეულებრივ ახლავს ფსიქიკურ დაავადებებს - შიზოფრენიას, ინვოლუციურ ფსიქოზს, ფსიქოგენურ რეაქციებს და სხვა. ბოდვითი იდეები მთლიანად იპყრობს პიროვნებას, ვერავითარი ფაქტი და არგუმენტი ვერ დაარწმუნებს ავადმყოფს მისი აზრების მცდარობაში. ბოდვას ახასიათებს ლოგიკური აზროვნების დარღვევა, აფექტური დაძაბულობა და ეგოცენტრიზმი.
გუნებ-განწყობილების მიხედვით ბოდვა დეპრესიული ან ექსპანსიურია. სტრუქტურის მიხედვით - სისტემური (გარკვეული თანამიმდევრობითი ჩამოყალიბებული აზრები) და უსისტემო (წყვეტილი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცვალებადი აზრები), კონკრეტული შინაარსით კი - დევნის, მოწამვლის, ეჭვიანობის, განდიდების გამოგონების და სხვა.
ბოდვა ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი არსებითი ნიშანია და მისი უკუგანვითარება ავადმყოფური მდგომარეობის საერთო გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.
რა არის ბოდვა, რა თავისებურებებია დამახასიათებელი მისთვის და საერთოდ, რა არის ასეთი დარღვევის მიზეზი? სწორედ ამ საკითხებზე შევაჩერებთ ქვენს ყურადღებას. სამეცნიერო ლიტერატურაში ბოდვა განმარტებულია, როგორც “მყარი რწმნეა, რომელსაც არაადეკვატური საფუძველი აქვს და არ ექვემდებარება კორექციას, ასევე, რომლის მიმართაც ადამიანი არ არის კრიტიკული." აღსაღნიშნავია, რომ ზოგჯერ ბოდვას შეცდომით პერცეპტულ დარღვევად მიიჩნევენ, თუმცა რეალურად ის აზროვნების დარღვევას წარმოადგენს. ბოდვის განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ იგი გამყარებულია რწმენით, რომლის შეცვლაც შეუძლებელია საწინააღმდეგო ფაქტებით, მასზე არ ზემოქმედებს რაციონალური არგუმენტები. მაგალითად, იმ პიროვნების გადარწმუნება, რომელსაც აქვს ბოდვა, რომ მეზობელ სახლში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მას დევნიან, შეუძლებელია იმის მტკიცებით, რომ ეს სახლი ცარიელია, საპასუხოდ მან შეიძლება თქვას, რომ მდევრებმა სახლი მანამდე დატოვეს სანამ მას შეამოწმებდნენ. ბოდვის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ მტკიცედ დაფიქსირებული ნორმალური რწმენების მსგავასად მნიშვნელოვნად ზემოქმედებს პიროვნების ქცევასა და გრძნობებზე. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბოდვითი იდეები მცირედ ზეგავლენას ახდენენ მათზე, მაგალითად, ადმიან შეიძლება სჯეროდეს რომ ის სამეფო ოჯახი წევრია, ამავე დროს კმაყოფილი იყოს საერთო საცხოვრებელში ცხოვრებით. ამგვარ გაორმაგებას, “ორმაგი ორიენტაცია" ეწოდება, რაც ჩვეულებრივ შოზოფრენიის დროს იჩენსთავს. აღმოცენების მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორად ბოდვის ტიპებს. განვიხილოთ თითოეული ვრცლად. პირველადი ანუ ავტოქტონურ იბოდვა ყოველგვარი წინმსრწრები ფსიქიკური მოვლენის გარეშე, უეცრად იჩენს თავს. მაგალითად, შიზოფრენიით დაავადებულმა შეიძლება ირწმუნოს, რომ სქესი შეეცვალა. აღსაღნიშნავია, რომ პირველადი ბოდვა ყოველთვის აზრების გაჩენით არ იწყება. რაც შეეხება მეორად ბოდვას, ის აშკარად წარსული გამოცდილებიდან მომდინარეობს და შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს. ის შეიძლება მოიცავდეს: ჰალუცინაციებს(მაგ., ადამიანს, რომელსაც ხმები ესმის, შეიძლება სჯეროდეს, რომ მასდევნიან), დაქვეითებულ გუნება-განწყობას(მაგ., ქალს, რომელსაც ღრმა დეპრესია აქვს, შეიძლება სჯეროდეს, რომ ადამიანები მას არაფრისმაქნისად თვლიან), ან ბოდვით იდეას(მაგ., პიროვნება, რომელიც დარწმუნებულია, რომ ირგვლილმყოფები მას უსამართლოდ ამტყუნებენ და გმობენ, შეიძლება სჯეროდეს, რომ მას დააპატიმრებენ). ზოგიერთ მეორად ბოდვას, შეიძლება ითქვას, რომ გააჩნია ინტეგრაციული ფუნქცია-უფრო ნათელი გახადოს ადამიანისთვის მისი პირველადი გამოცდილება (როგორც ეს პირველ მაგალითშია მოცემული). სხვა ტიპის ბოდვა კი, პირიქით, აძლიერებს დევნისა და მარცხის განცდას. განვიხილოთ ასევე სხვა ბოდვითი გამოცდილებებიც- ბოდვითი გუნება-განწყობა: როდესაც ბოდვითი იდეა პირველად იჩენს თავს ადამიანი ამ ფაქტზე ემოციურად რეაგირებს. ზოგჯერ ბოდვას წინ უძღვის გუნება-განწყობის ცვლილება. ასეთი მდგომარეობა ხშირად იმის წინასწარი განცდაა, რომ მალე დაუდგენელი, ავისმომასწავლებელი რამ მოხდება. ამგვარ წინმსწრებ განცდას ბოდვით გუნება-განწყობას უწოდებენ, თუმცა რეალურად ეს არის გუნება-განწყობა საიდანაც ბოდვა აღმოცენდება. შემდეგი არის ბოდვითი აღქმა: ზოგჯერ კარგად ნაცნობი აღქმის ობიექტისთვის ყოველგვარი მიზეზის გარეშე ახალი მნიშვნელობის მინიჭება ხდება, რაც პირველად ანომალიურ გამოცდილებას წარმოადგენს. მაგალითად, საწერმაგიდაზე წერილების განლაგება შეიძლება ადამიანის მიე რინტერპრეტირებული იქნეს, როგორც ნიშანი იმისა რომ ის მალე მოკვდება. ასეთ გამოცდილებას ბოდვითი აღქმა ეწოდება. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამ დროს თვითონ აღქმა ნორმალურია, ანომალიური მისი ბოდითი ინტერპრეტაციაა. დაბოლოს, ბოდვითი მეხსიერება: ბოდვითი მეხსიერების დროს ინტერპრეტაცია წარსულში მომხდარ მოვლენებთანაა დაკავშირებული. ბოდვითი მეხსიერების უფრო გავრცელებული ფორმის შემთხვევაში წარსულში მომხდარი ფაქტი სინამდვილეს შეესაბამება, ხოლო სიტყვა ბოდვითი მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ამ ფაქტს ახლა მინენიჭება.
ამრიგად, ბოდვა პერცეპტული დარღვევის ნაცვლად აზროვნების დარღვევაა. მაშასადამე, ბოდვა არა არასწორი აღქმა, არამედ აღქმის სობიექტისადმი მინიჭებული მნიშვნელობის ანომალიურბაა. კლინიკური მუშაობის დროს მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ბოდვითი იდეების დაჯგუფება და გაანალიზება, რადგან მათ გარკვეული დიაგნოსტიკური მნიშვნელობა გააჩნიათ.
პ.ს. რას ფიქრობთ? გამოსავალი რა არის?
This post has been edited by DReamsabout on 19 Oct 2016, 13:00
--------------------
...მოიშორე სირაქლემას სინდრომი
|