ჯერ იყო და ნაცები ჭამდნენ ჩვენს ბიუჯეტს, მერე მოვიდნენ ქოცები და გააგრძელეს ჭამა, ესაა უტვინოების და არაპროფესიონალების თავშესაყარი, უფრო სწორედ მედროშეების. ახლა დაითვალეთ და მიხვდებით თვითონ. ამას დაუმატეთ გუბერნატორების და სამხარეო უწყებების ინსტიტუტები და რა დღეშია ბიუჯეტი.
=========================================================================================================================
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, არსებობის 5 წლის განმავლობაში საწარმოს ფინანსური ზარალის ოდენობა 140 მილიონ ლარს აღწევს.
კერძოდ, 2010 წელს კომპანიის წლიურმა ფინანსურმა ზარალმა 10 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა, 2011 წელს - 8, 5 მილიონამდე ლარი, 2012 წელს - 5, 3 მილიონზე მეტი ლარი, 2013 წელს - 19,5 მილიონზე მეტი, 2014 წელს - 19,8 მილიონზე მეტი, 2015 წელს კი ზარალის ოდენობამ 76, 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. მიუხედავად მწვავე ფინანსური პრობლემებისა, 2013 წელს კომპანიაში დასაქმებულ პირთა ხელფასებზე 14,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო დანამატების სახით გაცემულ იქნა 2,9 მილიონამდე ლარი. 2014 წლის განმავლობაში ხელფასებში გაიცა 18,2 მილიონამდე ლარი, ხოლო დანამატის სახით - 2,5 მილიონ ლარზე მეტი.
აღსანიშნავია, რომ მარტო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს 2013 წლის ივლისსა და დეკემბერში ჯამში მიღებული აქვთ 219 650 ლარის დანამატი, რაც მათივე წლიური თანამდებობრივი სარგოს 99%-ს შეადგენს. წლის ბოლოს კომპანიის მაშინდელმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა საახალწლო დანამატის სახით 29 000 ლარი მიიღო, მისმა პირველმა მოადგილემ - 25 500 ლარი, ხოლო ოთხ მოადგილეს საერთო ჯამში 85 800 ლარი ერგო (თითოეულს - 21 450 ლარი). უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურების წლიურმა ოდენობამ 142 500 ლარი შეადგინა.
დასკვნაში მოყვანილია სხვა საგულისხმო ფაქტებიც:
- ახალი სათაო ოფისის შენობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე 2012-2015 წლებში კომპანიამ დახარჯა 247,5 ათასი ლარი, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ ხელშეკრულება მხოლოდ 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმდა შპს „დაგთან“;
- 2013-2014 წლებში კომპანიამ სსიპ „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას“ გადაუხადა 375 ათასი ლარი და შეისყიდა აზომვის მომსახურება, რისი მიზანიც იყო კომპანიის ძველი ქსელების დაზუსტება და საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრაცია, თუმცა ძველი ქსელები საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა;
- 2013 წლის 12 სექტემბერს კომპანიამ 128 ათას ლარად შეისყიდა იმავე წელს გამოშვებული მაღალი გამავლობის ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200“;
- მთავრობის განკარგულების საფუძველზე კომპანიამ გამარტივებული წესით შეისყიდა 1 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების წყლის მრიცხველების მოწყობის სამუშაოები. აქედან 773 ათასი ლარის სამუშაოებზე ვერ დასტურდება გამარტივებული წესით შესყიდვის აუცილებლობა.
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის თვალსაზრისით, კომპანია წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც შექმნილია მოგების მიღების მიზნით. მიუხედავად ამისა, დაფუძნების დღიდან იგი ფუნქციონირებს სახელმწიფოსგან მიღებული ფინანსური დახმარების (სუბსიდიები და კაპიტალში შეტანილი ფულადი სახსრები) მეშვეობით, რომლის მოცულობამ 2015 წლის ჩათვლით შეადგინა 91 მილიონი ლარი. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოსგან მიღებული დახმარების გარეშე კომპანია ყოველ წელს ამთავრებს მკვეთრად უარყოფითი ფინანსური შედეგით, რომლის დინამიკაც მომავალში ბუნებრივად წარმოქმნის კომპანიის ფუნქციონირების პრობლემას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციით მიმართავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განიხილოს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ უარყოფითი ფინანსური შედეგები და გაანალიზოს მათი გამომწვევი მიზეზები. ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვის მიზნით, სამინისტრომ იმსჯელოს კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციაზე და განიხილოს ყველა შესაძლო ალტერნატივა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია დაფუძნებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის ბრძანების საფუძველზე. იგი სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა სახელმწიფოს მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №978 განკარგულებით, კომპანიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი მართვის უფლებით გადაეცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისათვის ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა. კომპანიის სტრუქტურაში შედის სათაო ოფისი, 6 რეგიონული ფილიალი და 50 სერვის ცენტრი.
=============================================================
რა უჯდება თუ საიდულო არაა, მარა რის საიდუმლო, სულ კიდიათ