ნაკრებში "ფულის აღება" და საკუთარ არასამთავრობოში ვიღაცის ფიქტიურად გაფორმება ერთი და იგივე გგონია?
თუ მართლა იღებდა ნაკრებში ფულს და ეს ფედერაციამ იცოდა, დაეჭირათ კონკრეტულ ფაქტზე..
აქ შპს-ზეც კი არ არის საუბარი..საუბარია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ანუ არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი კომერციულ მოსყიდვაზე დაიჭირეს...ასე რო ჩაუჯდე, რაც ვიცნობ ამ სფეროს, ნახევარ ენჯეოებში, შეიძლება დარღვევების ამოყრა..
საერთოდ არ მგონია ავსაჯანიშვილი ფრთიანი ანგელოზი, არ ვამართლებ, მაგრამ
ლოგიკური კითხვები იბადება..
...მაგალითად
1.ზარალი ვის მიადგა ამ , "კომერციული მოსყიდვით"? იმ მოქალაქეს, რომელმაც გადაიხადა ეს ფული, და რომელიც დიდი ალბათობით სუს-ის აგენტი იყო და კამერა ჰქონდა დამაგრებული? სახელმწიფოს? თუ თავად ამ არასამთავრობოს - 35-ე სკოლის გუნდს, რომლის დამფუძნებელი ავსაჯანიშვილთან ერთად, არის მისი ძმა და სოსო ჭედია..ანუ ამათგან იჩივლა ვინმემ?
2. ენჯეო-ზეა საუბარი და სუს-ი რა შუაშია? ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს პრეროგატივაა
და თუ ასეთ სავარაუდო დანაშაულთან, კლუბებში ფიქტიურ გაფორმებებთან ბრძოლას კამპანიური ხასიათი აქვს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ რომ უახლოეს მომავალში "მარკ სტარსი", "ვარკეთილი" და მისთანანი სამუდამოდ გაქრებიან საქართველოს საფეხბურთო რუქიდან
აღდგომა და ხვალეო..
ქედა-ხობზე რატომღაც "ვერ დადგინდა" კომერციული მოსყიდვა
რაც შეეხეეება ავსაჯანას მოხსნას 17 წლამდელებში.. მე პირადად იმიტომ გავაკრიტიკე ეგ გადაწყვეტილება - თავიდანვე ჩანდა რო ვასკა მაისურაძე ვერ მოასწრებდა ნაკრების გადაწყობას და ციკლს ჩააგდებდა..და ზუსტად ეგრე მოხდა..ახლაც იმ აზრზე ვარ რომ ავსაჯანასთვის უნდა ეცლიათ..
და თუ ახალი პოლიტიკა ის იყო რომ წინა ფედერაციის დანიშნულ მწვრთნელებს საერთოდ არ ტოვებდნენ: მაშინ ავსაჯანასთან და ცხადაძესთან ერთად ვასკაც უნდა გაეშვათ..
მაშინ კიდე აბსოლუტურად გაუგებარი როქი გაკეთდა
This post has been edited by guriaaa on 2 Jul 2016, 13:39