მადამ ფისუნია
ველური კნუტი

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5568
წევრი No.: 152755
რეგისტრ.: 7-August 12
|
#48233823 · 30 Jun 2016, 20:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გეტო
QUOTE | ასტრალში ვინც ყოფილხართ თუ ვინმეა ეგეთი აქ აღწერა შეგილიათ როგორია და რამდენად რეალურია? |
მე ვყოფილვარ და შემიძლია კიდევაც დეტალებში აღწერა, ადრე უფრო ხშირად მემართებოდა, ბოლო დროს არცისე,,, უფრო სკოლის პერიოდში ,, მეტროში ესკალატორზეც დამმართნია,,, ცოტა ძნელი აღსაწერია ის შეგრძნებები რაც მაგ დროს გაქვს,,, თავიდან თვალები გიშტერდება, ან გეხუჭება,,, როცა გიშტერდება შეიძლება ვინმეს პირდაპირ თვალებში უყურებდე, ხვდები, რომ უხერხულია, მაგრამ გახედვა გეზარება,,, ამ დროს ნელ-ნელა ყველა გრძნობა ქრება და ძალიან მსუბუქი ხდები,, უცებ აღმოაჩენ რომ შენი თავის გვერდზე დგახარ, ან ზემოდან,, უყურებ გვერდიდან შენს თავს, და სხვა ადამიანებსაც, არაფერი არ ხარ თითქოს, ერთი ჭიანჭველის წონაც არ გაქვს, გგონია რომ ფრენაც კი შეგიძლია, უყურებ ხალხს და ისინი გეჩვენება პატარა მექანიკურ რობოტ თოჯინებად, რომლებიც მოძრაობენ შენს ირგვლივ,,, გრძნობ რომ შენც მათნაირი პატარა სათამაშო ხარ, გრძნობ რომ სიცოცხლე თითქოს არც არაფერია,,, გრძნობ რომ ეს წვერაფერი რაც ხდება შენს ირგვლივ წამიერია,,, ერთი პატარა ჭიანჭველა ხარ და ყველაფერს ზემოდან უყურებ,,, მაგ დროს მიფიქრია კიდეც, რომ ღმერთი ვარ და ეს ადამიანები აქეთ იქით ასე უაზროდ რომ დადიან შესაძლოა ერთ წამში გაქრნენ,,, აღარაფერია ფასეული მაგ დროს შენთვის,,, უბრალოდ მჩატე ხარ და არაფერი გაწუხებს, ვერაფერს გრძნობ, შეხებასაც კი,,, შენს სხეულს რომ შეეხნონ ვერ გრძნობ, თითქოს ის სხვაა და ვიღაც ეხება მაგრამ შენ არაფერს გრძნობ, აი საერთოდ არაფერს,,, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, მაგრამ სხეულში დაბრუნების თანავე შიში გეუფლება და ყველა ადამიანური გრძნობაც მასთან ერთად, გულისცემა ჩქარდება და ყველა სისხლძარღვში გრძნობ, რა სიჩქარით მოსჩქეფს სისხლი,,, მძიმდები და გინდა ისევ ჭიანჭველის წონა გქონდეს,,, აუ კიდევ არის რაღაც სასწაული შეგრძნებები მაგრამ ყველას ვერ ვხსნი,,, მთაფარი ალბათ უფრო ისაა, რომ ყველაფერს ფასი ეკარგება, აი ყველაფეერს, სიყვარულითაც კი აღარავინ გიყარს, გეცოდებიან რომ ესეთი უსუსური არსებები არიან, არაფრის მაქნისი ყველანი,,, გეღიმება მათზე, მათ უაზრო, მექანიკურ ქმედებებზე, დასაქოქი რობოტებივით გეჩვენება ყველა,,, უკლებლივ ყველა საკუთარი სხეულის ჩათვლით,,, და შენს სხეულსაც კი უცხო ადამიანივით აღიქვამ, არ გეგონოს იგივე შეგრძნება იყოს რაც სარკეშ ჩახედვისას, არა,,, ისეთი საცოდავი და უსუსური გეჩვენება ,,, სახის ყველა ნაკვთი გაღიზიანებს და გეცინება მასზეც კი,,, გაშტერებული თვალებით რომ იყურება, გაყინული თვალებით,,, ისიც და ყველა დანარჩენიც,, თითქოს ყველას აზრებში ქექვა შეგიძლია, მაგრამ იმდენად უსუსური გეჩვენება მათი აზრებიც კი რომ ფიქრობ საერთოდ არ გააჩნიათ უნარი ფიქრისა, ამ დროს შენ ვერავინ გამჩნევს და შეგიძლია ყველგან იმოძრაო, სადაც კი მოგესურვება, მაგრამ არც ამის საჭიროებას გრძნობ, რადგან ერთი წერტილიდანაც კი ყველაფრის დანახვა შეგიძლია,,, ძირითადად ჩემი სხეულის გვერდიდან ვიდექი ხოლმე, ზემოდან მხოლოდ მაშინ როცა ძილში მემართებოდა,,, ჩემი ნებით გასვლა არ შემიძლია, თავისთავად ხდება ხოლმე, ძირითადად მაშინ, როცა რაღაც ფსიქოლოგიური ტრამვა მაქვს,,, მოკლედ, ძალიან მაგარი შეგრძნებაა,,, და ნერვები მეშლება რომ სრული სიზუსტით ვერ ვხსნი...
--------------------
-ვეგანი ვარ ყველის ჩიფსებს ვერ შევჭამ ©sanfol -პიდარასტი ხარ ბიჭო? :drug: © ფისო
https://www.youtube.com/user/madamefisunia/videos დამაშვანცკაიბეთ ბიწო! :drug:
*** ჩამოყალიბებული მადრიდისტა ^_^
|