მაგალითად მარიხუანაზე ხომ ასეა (გამომშრალზე) ; მცირე ოდენობა 5 გრამამდე, დიდი 50 და განსაკუთრებით დიდი 500 გრამამდე. საინტერესოა განსაკუთრებით დიდი ოდენობის მაქსიმალური რაოდენობა რატომაა მითითებული? 502 გრამზე როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს დავუშვათ?
და კიდევ ერთი მაინტერესებს:
სსკ 265 მუხლი
1. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი;
ა) დიდი ოდენობით;
ვერ ვხვდები დამამძიმებელ გარეომბად რატომ აქვს დიდი ოდენობა? ეს დანაშაული ხო ისედაც დიდი ოდენობისთვის უნდა იყოს განკუთვნილი იმიტო რო ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის თანახმად " მუხლი 100 2 . მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით "
ბოლო ბოლო, მცირე ოდენობით დათესვა/მოყვანა/კულტივირებისთვის ადმინისტრაციულად აგებს პირი პასუხს თუ სსკ 265 მუხლის 1 ნაწილით?
This post has been edited by Xashursky on 19 Jul 2016, 13:18