მოდი, სანამ არჩევანს გააკეთებ კვადროზე და უკანა ამძრავზე, ჯერ დაფიქრდი რა გინდა მგ მანქანისგან. სასწორზე გექნება სტარტისას ბუქსაობა, "დრიფტი", "დონატები" და "პორწიალი" ცალ პინაზე, მერეზე კიდევ წარმოუდგენელი სტაბილურობა ადგილიდან დაძვრისასაც, მოსახვევშიც და მანევრის ყველა კომპონენტში + შედარებით მაღალი კლირენსი (რედუქტორი აქვს წინ დამატებული და შესაბამისად აწეულია მანქანა).
რაც შეეხება აბესას კომენტარს, მყოლია კვადრო ე60 და დამიჯერე, 2 ყუმბარაა დამატებული კარობკიდან გამომავალი და ამოს აქვს სხვა ფორმა, დალშე დიდი არაფერი სხვაობა არაა. საკმაოდ გამძლეა, არანაირად არაა გაცილებით რთული შესანახი, ვიდრე უკანა ამძრავი. ნაწილებიც იშოვნება უპრობლემოდ

პროსტო, ძაან თუ გაატუნინგებ და 500+ ცხენს ააცილებ, ვერ იქნება უკვე საიმედო უკანა ამძრავთან შედარებით რათქმაუნდა (მაინც ყუმბარაა, პაჩებნიკია რა)

ახლა რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს. N54 ძრავთან, რომელსაც უდიდესი რესურსი აქვს და ორ ტურბინასთან გექნება შეხება სტოკს ტუ იყიდი... 306 ცხენი სტოკზე, მაგაღალი თორქი და 4X4 სისტემა... კამფეთ შეგრძნება აქვს მაგის ტარებისას მძღოლს!!! აქვს რამდენიმე რესურსიანი ნაწილი, რაც საკმაოდ დისკომფორტია (ფარსუნკა, პომპა, მაღალი წნევის ნასოსი), თუმცა გარბენის მიხედვით მაგის "ვარგისიანობის" დადგენის შანსი არაა. ანუ, 0 გარბენზეც უფრო გახეთქავ პომპის პლასტმასის ნაწილს, თუ ადგილზე დაუძრავად 6+ აბაროტზე ამუშავებ მანქანას, ვიდრე 60K გარბენზე დაბალაბაროტიანი გორაობისას... აქაური ლოგიკით "2 ლიტრი ანტიფრიზი 6 ლიტრ წყალზე საკმარისია" ან "ზაფხულია, მარტო გამოხდილი წყალი ჩაასხი" კიდევ ერთი სასიკვდილო დარტყმა იქნება პომპსთვის... მეწი წილი ანტიფრიზი უნდა ესხას, ბლოკში ტემპერატურა გახსნილ ტურბინებზე და დატვირთვაზე ლამის 700+ გრადუსზე ადის და წყლის დუღილის ტემპერატურა კიდევ 100ია ყველამ იცის

დუღილისას კიდე ფართოვდება და ხეთქავს პომპასაც და შლანგებსაც... რაც მეტია ანტიფრიზის წილი, მით ნაკლებია დუღილის ტემპ, ასე რომ... ეგ არ გამოგეპაროს მხედველობიდან

ფარსუნკები 6 ცალი უდგას, არ რემონტდება და მაგათი გაფუჭების მთავარი მიზეზი საწვავის ფულტრის შეუცვლელობაა... 20 და 30 ლარი არ ღირს და ყველა იკიდებს, შესაბამისად ხლამი შეაქვს შეფრქვევის სისტემაში და ეჭედებაკიდეც...
ახლა რაც შეეხება პლიუსებს... N54!!! უმაგრესი ძრავი უდიდესი რესურსით! ძალიან დიდ ტუნინგს უძლებს გაუხსნელად. დიდი ხანი დარჩება ეგ ძრავი ლეგენდად ბმწ ისტორიაში... ეგ მომხმარებლისთვის + და მწარმოებლისთვის - N55ში გამოასწორეს უკვე
პერედოკი მარტივია საკმაოდ (მყავდა და მაქვს გამოცდილება). ყველაფერი იპრესება და დიდი ხანი არ ფუჭდება მერე... ნუ, ისეთი არ უნდა ჩაათხლიშო, რომ დაღუნო ყველაფერი

კომფორტი!!! ყველაზე კომფორტული მანქანა იყო ე60, რაც მყოლია მათ შორის... არადა, საკმაოდ ბევრი (რამდენიმე მაგაზე მაღალი კლასის) მანქანა გამოვიცვალე უკვე...
ვიზუალიც მე პირადად მაგრად მომწონს
ჯამში, მაგარი მანქანაა, რომელსაც ყურადღების მიქცევა დაჭირდება, რომ არ გაგაწვალოს... ჯობია თავიდანვე კარგი იყიდო. 8ად შტატებში ახლოსაც ვერ გაეკარები კარგ 535-ს. შესაბამისად, მიზეზიც იარსებებს აქ მაგ ფასად გაყიდვის... ეგ ან "გამყიდველის" პრობლემა იქნება, უჭირს და უნდა გაყიდოს, ან კიდე "მანქანის" პრობლემა, რაღაც ჭირს და მეტად ვერ გაიყიდება...
ყიდვისას კარგად შეამოწმე (ჯონდო და ბონდო ხელოსანთან არა ოღონდ). სპეციფიური მანქანაა და მცოდნე ადამიანი გჭირდება ორიგინალი სოფტით

ამწუთას 335 მყავს, 4X4 E60იც მყოლია და შესაბამისად, რაც დაგიწერე, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეა ყველაფერი... ლეგენდებს ნუ აყვები, მფლობელებში გამოიკითხე...
წვით 13-14ზე ნაკლებს ვერ დააწვევინებ ფიზიკურად. ეგეც რომ მოახერხო, ძეგლი დაუდგი მანქანას

ზედა ზღვარი გაზის პედლის ჩაჭერაზე იქნება დამოკიდებული

წარმატებები (რამდენი ვწერე

)
აგია ცხოვრება სიმონ???...