ყველაფერი დაახლოებით 1.5-2 წლის წინ დაიწყო.
მასთან (პირობითად ნინო) ტელეფონით საუბრის დროს სულ მესმოდა ეს ხმა. ოღონდ იმას არა. ლაუდსფიქერს თუ ჩავრთავდი , მაშინ შეეძლო გაეგონა ჩემივე ტელეფონიდან მისული ხმით.
შეეძლო ძალიან ხმამაღალი ყოფილიყო, ისე რომ ტელეფონს ყურთან ვერ ვაჩერებდი, ან ჩუმი. შეეძლო წუთში 10 ჯერ ან 10 წუთში ერთხელ დაეკრა. (დაკვრას ვეძახდი იმიტომ რომ გიტარის სიმის ხმა აქვს) ხან ძალიან გრძელი ექო ქონდა, დახლოებით 10 წამიანი, ხან მოკლე.
ვერ ვიტყვი გონიერი ხმა იყო , ჩემს საუბარს ისმენდა და ამის მიხედვით წყვეტდა როგორ დაეკრა თქო, მაგრამ ხანდახან ასეც მეგონა.მაშინ როცა საშინელ ხასიათზე ვიყავი, ან ნინოსთან რამე მნიშვნელოვანზე ვსაუბრობდი და ის კიდევ განუწყვეტლივ და მთელი ძალით უკრავდა.
არავის მოსწონს ორი ადამიანის საუბარში რომ მესამე ხმა ერევა, მაგრამ თავიდან არასერიოზულად ვუყურებდი, არ მაბრაზებდა, მერე და მერე უფრო და უფრო აუტანელი გახდა.
ისე მოხდა რომ მაგ პერიოდში ორივემ შევცვალეთ ტელეფონი, ორივემ ახალი ვიყიდეთ და ხმა მაინც დარჩა, მაგრამ გამოირიცხა ვარიანტი რომ ტელეფონის ხარვეზი იყო.
მერე ნომრები შევცვალეთ და ხმაც შეწყდა.
წეღან ჩემს ძმას ვურეკავდი და 1 წლის მერე პირველად გავიგონე ისევ და თან პირველად მოვახერხე ჩაწერაც. იმიტომ რომ როგორც მახსოვს ქოლ რექორდერში არ ისმოდა ეს ხმა ადრე.
აი ეს დედა#####ული გიტარის ხმა რა ჯანდაბაა ვინმემ არ იცით?
http://picosong.com/xazn/ახლა ჩუმია, უნდა ნახოთ ხანდახან რა ხმაზე უკრავს. თუ გააგრძელა ჩავიწერ კიდევ.
This post has been edited by Hawley on 6 Jul 2016, 11:34