შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
14:29 07-07-2016
შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიიდან“ აცნობეს, ამ დროისთვის, გზის 700-მეტრიან მონაკვეთზე სანიღვრე ქსელი იცვლება; პარალელურად, იხსნება ძველი საფარი და მიმდინარეობს მისი გადამუშავება.
შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, 4 კმ-მდე სიგრძის გზაზე განახლდება სანიაღვრე ქსელი, მოეწყობა ახალი სათვალთვალო და წყალამიმღები ჭები, დამაგრდება ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდება ტროტუარები; მოეწყობა საგზაო სამოსი, საფუძვლით, დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, გაკეთდება ეზოებთან მისასვლელები.
ამ ეტაპზე, სამუშოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...mdidareobs.htmlვასილი რომ შფოტავდა აგია იგი?