გიდების გადამზადების კურსები
სახელმწიფო პროგრამა "გახდი შენი ქვეყნის გიდი" აცხადებს გიდების გადამზადების 2 თვიან კურსს.
მსმენელები გაივლიან გიდის ხელოვნების როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კურსს. მიიღებენ ცოდნას, გამოცდილებას, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ტურიზმის სფეროში. კურსდამთავრებულები შეძლებენ დამოუკიდებლად გაუძღვნენ ჯგუფებს, თავად დაგეგმონ და გაუკეთონ ორგანიზება ტურისტულ მარშრუტებს.
სასწავლო გეგმა:
** ტურის დაგეგმვა;
** ტურიზმის სახეობები;
** ტურიზმის მენეჯმენტი;
** გიდების პროფესიული დახელოვნება(კულტურული, ღვინის, სათავგადასავლო, მთის, ეკო ტურების გიდებისთვის);
** ტურიზმი და უსაფრთხოება;
** გუნდური მუშაობა და ლიდერობა;
ტრენინგ-კურსში გათვალისწინებულია პრაქტიკული მეცადინეობები გუგულის და ეკას ხელმძღვანელობით.
ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე, კვირაში 3 მეცადინეობა.
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 800 ლარი სახელმწიფო დაფინანსებით.
ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი. წარჩინებული მსმენელები დასაქმდებიან სახელმწიფო პროგრამით.
ჯგუფის დაკომპლექტება მიმდინარეობს, პირველი ჯგუფი მეცადინეობას დაიწყებს 12 ივლისს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტო-სურათთან ერთად ელ-ფოსტაზე: guguli&eka@yahoo.com ან მობრძანდეთ ჩვენთან სამსახურში, მისამართზე: პარლამენტი(ქუთაისი).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "გიდების გადამზადება". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გახდი შენი ნქვეყნის გიდი!
წარჩინებული კურსდამთავრებული
https://www.facebook.com/khatuna.iosava/vid...01961385392958/