ტერეზა მეი - დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი ხდება. ოთხშაბათიდან მას დევიდ კემერონის ნაცვლად კონსერვატორული პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცებენ. იგი "ბრექსითის" შედარებით სწრაფი, მაგრამ ბრიტანეთისათვის სასურველი პირობებით აღსრულების მომხრეა. დღემდე ტერეზა მეი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრის (home secretary) პოსტს იკავებდა.
დღეის მონაცემებით ტერეზა მეი 60 წლისაა (დ. 1956 წლის 1 ოქტომბერი).
დაბადებულია ინგლისში, სასექსის მხარეში.
აღმსარებლობით ანგლიკანია.
დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი.