„ნათქვამია, თავხედობას საზღვარი არ აქვსო, მაგრამ სომხების თავხედობა უსაზღვრო კი არა, უკიდეგანოა. მათ ეს არაერთხელ დაამტკიცეს, როცა თავიანთ მეზობელ საქართველოს უამრავ პრეტენზიას უყენებენ: ტერიტორიები, ეკლესიები, კულტურის ძეგლები... მაგრამ ის რაც ამ დღეებში მოხდა, თავხედობის ყოველგვარ საზღვარს სცილდება“, - აღნიშნულია აზერბაიჯანულ გამოცემა „კასპიის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ბუზი და კატლეტი ერევნულად“ (ავტორი - ალი იბრაჰიმოვი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:
პუბლიკაციაშია საუბარია საქართველოს სამხედრო გზაზე შექმნილ სიტუაციაზე, როცა ღვარცოფის შედეგად გზა მნიშვნელოვნად დაზიანდა და მასზე მოძრაობა შეწყდა. რადგანაც ეს ავტომაგისტრალი სომხეთ-რუსეთის ერთადერთ დამაკავშირებელ კომუნიკაციას წარმოადგენს, სტიქიურმა უბედურებამ ხელი შეუშალა სომეხი მგზავრებისა და ტვირთების გადატანას. ამის გამო სომხური კომპანიები ზარალს განიცდიან.
„რას ვიზამთ, სტიქია სტიქიაა, ბუნებას წინ ვერ აღუდგები. გზის რემონტი მიმდინარეობს. სხვები სიტუაციას შეურიგდნენ, მაგრამ მათგან განსხვავებით, სომხები არ ისვენებენ, რომლებმაც თავიანთი სულელური პოლიტიკითა და მეზობლების ტერიტორიის სიხარბით საკუთარი თავი ბლოკადაში მოაქციეს. ჰოდა, გავრცელდა სენსაციური ამბავი - თურმე სომხებს ქართველებისთვის უთხოვიათ, ჩვენთვის ალტერნატიული გზა გახსენით, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხივალის რეგიონზე გადისო (ანუ სეპარატისტულ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე). როგორც იტყვიან ხოლმე, ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ სომხებმა ხომ კარგად იციან, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონზე გამავალი გზა მათთვის „გაუვალია“? უფრო მეტიც - „სამხრეთ ოსეთი“ არ არის ის სუბიექტი, ვისთანაც ასეთი საკითხები შეიძლება შეათანხმო, რადგან საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე ასეთ მოქმედებას კრძალავს“-წერს გამოცემა.
„საერთოდ, როცა სომხები ასეთ რაღაცეებზე ოცნებობენ და საქართველოგან შველას ითხოვენ, მათ ბევრი რამ ავიწყდებათ“, - განაგრძობს აზერბაიჯანელი ავტორი და იქვე იხსენებს გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას ქართველი ლტოლვილების აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების თაობაზე, რომელსაც სომეხმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა - წინააღმდეგი წავიდა.
„ბოლო-ბოლო, ხომ შეეძლო თავი მაინც რომ შეეკავებინა? მაგრამ რადგანაც ერევანს „მამა-მარჩენალის“ - რუსეთის გაბრაზება არ უნდოდა, ამიტომაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რუსეთმა ხომ ორივე სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებლად აღიარა.
ისე კი, სხვა გამოცემებიც ადასტურებენ, რომ სომხებისთვის სინდის-ნამუსი არ არსებობს: აი, მაგალითად, როგორ წერს „კავკაზპლუსი“: „რადგან სომხები მაინცდამაინც არად დაგიდევენ მორალს და სინდისს, ამიტომაც მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. განა რა დიდი ამბავი მოხდა ისეთი, რომ სომხეთმა ხმა არ მისცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთში? რა არის საწყენი? ლტოლვილთა საკითხი გზის საკითხს არ უკავშირდება, ანუ ქართველებმა ბუზი და კატლეტი ერთმანეთისაგან უნდა განასხვავონო. თანაც სომხების გაგებით, ბუზები ქართველები არიან, კატლეტი კი სომხეთის ინტერესები. გამოდის, რომ სომხებმა თავიანთი მეწვრილმანეობის გამო, რუსეთისაგან ოკუპირებულ ქართულ მიწაზე თავისუფლად უნდა იარონ, ქართველებს კი, იგივე სომხების პოზიციის თანახმად, იქ დაბრუნება არ შეუძლიათ. აი, სომხების ჭეშმარიტად ეგოისტური, მზაკვრული და ორსახოვანი პოლიტიკა“.
სტატიაში საუბარია აგრეთვე სომხეთის ინტერესებზე საქართველოს რკინიგზის მიმართაც: ერევანს მოუთმენლად სურს ამუშავდეს რკინიგზის ის უბანი, რომელიც აფხაზეთის სეპარატისტულ (რუსების მიერ ოკუპირებულ) რეგიონზე გადის: „დიახ, სომხები აფხაზეთის რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენასაც ითხოვენ - იმ აფხაზეთისა, სადაც მათ ამას წინათ თითქმის ავტონომია მოითხოვეს. მათ ისიც კი მოიტყუეს, რომ ქართული მხარე ამ საკითხზე სოხუმთან მოლაპარაკებას აწარმოებსო. რასაკვირველია, თბილისმა სომხების სიცრუე იქვე ამხილა და განაცხადა, რომ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
ერევანი შეეცადა აფხაზეთთან პირდაპირი კონტაქტები დაემყარებინა (იქაური სომხების დახმარებით), მაგრამ აფხაზებმა ერევანს სამაგიეროდ დამოუკიდებლად აღიარება მოსთხოვეს. გასაგებია, რომ თუ სომხეთი ამაზე წავიდოდა, მისთვის სიტუაცია ცუდად განვითარდებოდა. აბა, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ: სომხეთი თანხმდება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, აფხაზები კი რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენას... რას იზამს საქართველო? თბილისი ისე ჩაკეტავს სომხეთთან საზღვარს, რომ ერევანი ხაფანგში მოექცევა და გარე სამყაროსთან ყოველგვარი კავშირი მოესპობა“.
http://www.newspress.ge/uckhouri-presa/859...is-gavlith.html