ნატოს შემდეგი მოქმედება - როგორ გავუმკლავდეთ რუსეთსა და სხვა საფრთხეებს
07.07.2016
http://oxygen.org.ge/Details/NewsDetails.aspx?fid=50302013 წლის მაისში, როდესაც გავხდი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული ძალაების მეთაური და ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაური ევროპაში, აღმოვაჩინე, რომ ამერიკისა და ნატოს ძალები ამ პერიოდის მოთხოვნილებებს შეესაბამებოდა, მაგრამ არიყომზად მომავალი გამოწვევებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნა ევროპაში, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა 1990-იანი წლების შემდეგ, არ იყო ორიენტირებული კონკრეტული საფრთხისაკენ. ნატო, თავის მხრივ, უმეტესად ჩართული იყო კონტინენტის გარეთ ოპერაციებში, პირველ რიგში, ავღანეთში.
ახლა, რაც ჩემი თანამდებობაზე ყოფნის ვადა დასრულდა, მაქვს შანსი, ავსახო ის, თუ როგორ განვითარდა აშშ-ს ევროპული ძალაუფლება და ნატო მას შემდეგ, რაც თანამდებობა დავიკავე. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა და ალიანსმა ყურადღება გადაიტანეს ევროპის გულში არსებულ საფრთხეებზე - კერძოდ, რუსეთის აგრესიაზე და არასასიამოვნო გამოწვევებზე ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე არასტაბილურობასთან დაკავშირებით. ეს საფრთხეები არის იმ ხარისხისა და სირთულის, რომელიც კონტინენტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ნატო დღეს უკეთ არიან მომზადებულნი მათთან დასაპირისპირებლად, ვიდრე იყვნენ 2014 წლის დასაწყისში, როდესაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია და აწარმოა დე-ფაქტო შეჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში, ბევრად მეტი აქვს გასაკეთებელი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს - პირველ რიგში, რუსეთისგან წამოსული საფრთხის შესაჩერებელი უნარების გასაუმჯობესებლად და ევროპის საზღვრებზე რეგიონულ არასტაბილურობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად, კერძოდ, შიდა ეროვნული გადაადგილება და ტრანსნაციონალური ტერორიზმი. ამ გამოწვევებისთვის უკეთ მოსამზადებლად, შეერთებულმა შტატებმა უნდა გაზარდოს ევროპაში თავისი ძალებისთვის რესურსების ხელმისაწვდომობა და აღიაროს, რომ რუსეთი არის ნამდვილად მტკიცე, გლობალური საფრთხე.
გზა აწმყოსკენ
იმისათვის, რომ დავაფასოთ პოზიცია,რომელიც ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა დაიკავეს რუსეთის უკრაინაში ჩარევის დროს, დაგვეხმარება ცივი ომის გახსენება. ამ კონფლიქტის უკანასკნელ წლებში, ნატოს ძალები და ვარშავის პაქტის წევრები სარგებლობდნენ თანასწორობით. ნატოს დაახლოებით 2,3 მილიონ კაციანი არმია ჰყავდა ევროპაში; ვარშავის ხელშეკრულების ერებს კი 2,1 მილიონიანი. მიუხედავად იმისა, რომ ვარშავის პაქტის ქვეყნებს ნატოზე მეტი ტანკები, არტილერიის ნაწილები და რეაქტიული თვითმფრინავები ჰყავდა,გაერთიანება ახერხებდა დაპირისპირებოდა ამ რიცხობრივ უპირატესობას თავისი თანამედროვე სამხედრო ტექნიკით. ნატოს მისია ადვილი არა, მაგრამ შედარებით მკაფიო იყო. დასავლეთმა იცოდა, როგორ გამკლავებოდა ვარშავის პაქტის მიერ წამოწყებულ პოტენციური შეჭრას და თანასწორობა ნატოსა და კომუნისტურ ბლოკს შორის, ორმხრივად გარანტირებული ნგრევის დოქტრინასთან ერთად გარანტიას იძლეოდა, რომ ასეთი შემოჭრა ნაკლებად სავარაუდო იყო.
1991 წელს, როდესაც ვარშავის პაქტი და საბჭოთა კავშირი დაიშალა, ნატო უკვე ანვითარებდა სტრატეგიულ ხედვას ევროპის უსაფრთხოების ახალი გარემოსთვის, რაც ნაკლებ აქცენტს აკეთებდა დაშინების ბირთვულ საშუალებაზე და მოკავშირე ძალების ვადამდელ განთავსებაზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოს მოკავშირეებმა მკვეთრად შეამცირეს თავიანთი ძალების რაოდენობა ევროპაში. ამასობაში, საბჭოთა ძალის უეცარმა დაცემამ, რომლის წყალობითაც აღმოსავლეთ ევროპაში ათწლეულების განმავლობაში იყო ნაციონალიზმი და არასტაბილურობა, შესაძლებელი გახადა დემოკრატიზაცია ახლად დამოუკიდებელ ქვეყნებში, მაგრამ გამოიწვია სამოქალაქო არეულობაც, განსაკუთრებით ბალკანეთში. ნატომ, მაშინ ერთადერთი მრავალეროვნული ძალების მქონემ, მშვიდობისმყოფელები გაგზავნა იქ კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტილების დასაბალანსებლად. 9/11-ის შემდეგ გასული წლების მერე კი, ალიანსი ჩაერია ავღანეთში, შემდეგ ლიბიაში, სადაც კვლავ გამოწვევების წინაშე იყო განვითარებული სამხედრო შესაძლებლობების გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცივი ომიდან ათწლეულების შემდეგ, ნატომ თავისი არსებობის ახალი მიზეზი იპოვა სტაბილურობის ოპერაციებსა და საფრთხეებთან დასაპირისპირებლად. მან შესაბამისად დაარეგულირა თავისი ძალის სტრუქტურა.
ყველაფრის მიუხედავად, არც შეერთებული შტატები და არც ნატო არ აქცევდნენ საკმარის ყურადღებას თავიანთ ძველ მოსისხლე მტერს აღმოსავლეთით: რუსეთს, რომელიც თავისი ზეგავლენის განმტკიცებას ცდილობდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. 1998 წლის შემდეგ, რუსეთი ყოველ წელს ზრდიდა თავის სამხედრო ხარჯებს, ამავე დროს, უფრო და უფრო მეტად ერეოდა თავისი მეზობლების საქმეებში, მაგალითად,2004-5 წლებში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ,უკრაინას რამდენჯერმე შეუწყვიტა გაზის მიწოდება. 2008 წელს,რუსეთის საქართველოში შეჭრამ გვიჩვენა, თუ რაზე იყო მოსკოვი წამსვლელი თავისპერიფერიაზე მდებარე ქვეყნების დასასჯელად დასავლეთთან დაახლოების გამო. სიჩქარემ, რომლითაც რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დაასაბუთა, რომ ოპერაცია დიდი ხნის წინ დაიგეგმა. რუსეთმა ხელსაყრელი შემთხვევა დაინახა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ორიენტირებული იყო ავღანეთისა და ერაყის ომებზე და გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაზე.
რუსეთის ოპერაციამ საქართველოში ჩამოაყალიბა მისი უკრაინაში მოქმედების გეგმის ნაწილი. ყირიმის დაპყრობით, დონბასში სეპარატისტი მეამბოხეების დაბრუნებითა და კიევში პრო-დასავლური ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებისთვის მხარის დაჭერით რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სურდა საერთაშორისო ქცევის დადგენილი ნორმებისთვის ძირის გამოთხრა საკუთარი მიზნების მისაღწევად. დასავლეთმა რუსეთის საპასუხოდ სანქციები დააწესა, რომელიც მოიცავდა ნავთობის დაბალფასებს, ამან კი გამოიწვია ეკონომიკის სწრაფი ვარდნა, მოსკოვი უფრო გაბედული გახდა და გაზარდა პროვოკაცია ნატოს გემებისა და თვითმფრინავების საერთაშორისო ტერიტორიაზე მოქმედებასთან დაკავშირებით, ჩაერია სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად და არქტიკის უფრო მეტად მილიტარიზაცია მოახდინა.
მოსკოვს გადაწყვეტილი აქვს, აღადგინოს ის, რასაც მიიჩნევს, რომ კანონიერად მისი გავლენის ქვეშ უნდა იყოს, დაშალოს ნატო და დაიბრუნოს თავისი დიადი სახელმწიფოს სტატუსი. ეს სურვილი ცხადია 2005 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას უწოდა „საუკუნის (მეოცე) ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ - აბსურდული განცხადება იმ საუკუნის ორი მსოფლიო ომის ფონზე. ამ ჭრილში უნდა განიხილოს დასავლეთმა რუსეთის აგრესია.
კომბინირებული პრობლემები
მიუხედავად რუსეთის მზარდი აგრესიული განწყობისა, არც შეერთებული შტატები და არც მისი მოკავშირეები არ არიან ადეკვატურად მომზადებულნიღია სამხედრო აგრესიაზე სწრაფად რეაგირებისთვის. აგრეთვე, არ არიან საკმარისად მზად, დაუპირისპირდენ ერთგვარ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც მოსკოვი ანხორციელებს აღმოსავლეთ უკრაინაში. გახურებული ცივი ომის დრის ამერიკას ჰყავდა 400 000-ზე მეტი ჯარისკაცი ევროპაში, დღეს კი კონტინენტზე 100 000-ზე ნაკლები ჯარისკაცია დანიშნული, მათგან 35 000-ის მდებარეობა კი ბრუნვადია. მართლაც, კონტინენტზე ამერიკის სამხედრო ყოფნა ნატოს ძალებთან ერთადაც კი ძნელად შეძლებს მონდომებული რუსეთის შეკავებას. ნატოს კავშირის სწრაფად დამარცხებით რუსეთი შეძლებს უდავო ფაქტის წარდგენას, რომლისთვის წინააღმდეგობის გაწევაც ამერიკის შეერთებულ შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის სასტიკად ძვირი და რთული იქნება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიუჯეტის სავალდებულო გადასახადების შემცირებამ გააერთიანა ეს გამოწვევები თავდაცვის დეპარტამენტის მომავლის დაგეგმვის უნარების შეზღუდვით და ამერიკის ძალების უნარისა და შესაძლებლობების სარისკო შემცირებით.ამასთან ერთად, 2010 წლის შემდეგ, სერიოზულად შემცირდა აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი, ქვეყნის საერთაშორისო მოთხოვნილებების გაზრდასთან ერთადაც კი. ამასობაში, შეერთებული შტატების ოპერაციებმა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტად დატვირთა ევროპის აქტივები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ამ რეგიონში შეერთებული შტატების მხარდასაჭერად. „ხელახლა დაბალანსების“ შედეგად გაზრდილი ყურადღება აზია-წყნარ ოკეანეზე ნიშნავს, რომ ამერიკას ნაკლები რესურსები აქვს სხვაგან ოპერაციების ჩასატარებლად.
ნატოს სხვა წევრებიც მსგავსი პრობლემების წინაშე არიან. ნატოს ერებიდან მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია სრული სპექტრის საბრძოლო ოპერაციების ჩატარება, და არც ერთს შეუძლია ამის გაკეთება დიდი ხნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ზოგიერთმა წევრმა თავდაცვის ხარჯები შეამცირა, უმეტესობა კვლავ ვერ აღწევს კავშირის მიზანს თავიანთი შიდა პროდუქტის დანახარჯების ორი პროცენტის დასაცავად. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლიდან ნატოს 12 ახალი წევრი შეემატა, მისი მთლიანი სამხედრო ხარჯები, შეერთებული შტატების გამორიცხვით, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით,1990 წელს 332$ ბილიონიდან 2014 წელს 303$ ბილიონამდე შემცირდა. და ალიანსი კვლავ პასუხისმგებელია ზოგიერთ მისიაზე, რომელიც ცივი ომის შემდეგ წამოიწყო: კოსოვოში, სადაც 4800 ჯარისკაცი განალაგა და ავღანეთში, სადაც ნატო გარკვეული ფორმით დარჩება ჩართული 2020 წლამდე.
ამერიკამ უნდა სცადოს რუსეთის კალკულუსის შეცვლა მანამ, სანამ მოსკოვი აგრესიულად მოქმედებს.
სირიის სამოქალაქო ომმა და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მუდმივმა არასტაბილურობამ კიდევ უფრო გაართულა საკითხები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისის პროვოცირებით. რესურსები, რომლებსაც ნატოს წევრები იყენებენ ამ გამოწვევებისა და შიდა ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ, არ არის ხელმისაწვდომი სხვაგან გამოსაყენებლად.
მართლაც, ეკონომიკური ზრდის ნელი ტემპის ფონზე, წევრებმა უნდა ცადონ სამხედრო ხარჯების შემცირება და უნდა აირჩიონ, სად მოახდენენ ძალის კონცენტრაციას. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს მდებარე ნატოს ქვეყნები, როგორებიცაა პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთს თავიანთი უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხედ ხედავენ, ხოლო ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე არეულობასთან ახლოს მყოფი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია და თურქეთი, უფრო დიდ გამოწვევად მიგრანტების კრიზისს მიიჩნევენ. მიუხედავად ასეთი გამოწვევებისა, განვითარებისა და შეძენისთვის მაღალხარჯებთან ერთად, ნატოს ბევრი ქვეყანა ინვესტიციას დებს შეზღუდული ტერიტორიული თავდაცვისა და შინაგანი უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ ძალებში. ნატოს უფრო ფართო სამხედრო მოწყობა მოითხოვს 28-ვე წევრის ერთსულოვან შეთანხმებას, ამიტომ, ძალის რეფორმირება ნელი პროცესია.
ადრეული ნაბიჯები
კარგი ამბავი ის არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ აღიარეს, რომ ევროპული სამეზობლო შეიცვალა და დაიწყო მოქმედება. 2014 წლის ივნისში, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა ევროპის დარწმუნების ინიციატივა, შეერთებული შტატების ვალდებულება ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისდემონსტრირებისა, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის ფონზე. 2015 წელს ხაზინაში 985$ მილიონიანი ბიუჯეტითა და დამატებით 2015 წლის ხაზინაში 789$ მილიონით, ინიციატივამ დააფინანსა ახალი ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო წვრთნები და კონტინენტზე ამერიკული ძალების უფრო ფართოდ განლაგება, ამერიკის სამხედრო აღჭურვილობის მხარდაჭერით, მათ შორის არტილერიით, ტანკებითა და სხვა ჯავშნიანი საბრძოლო მანქანებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.ეს სვლები არა მხოლოდ ზრდის აშშ-ს საბრძოლო მზადყოფნას, არამედ აღარ დაიხარჯება მილიონობით დოლარი, რასაც გამოიწვევდა მსგავსი საშუალებების რამდენჯერმე გაგზავნა.გაზრდილი დაფინანსება, 3,4$ ბილიონი, რომელიც ობამამ მოითხოვა ინიციატივისთვის 2017 წლის ბიუჯეტიდან, უფრო გააუმჯობესებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს შესაძლებლობებს რუსეთის შესაკავებლად, ნაწილობრივ, ამერიკისთვის ნების მიცემით, რომ გაზარდოს საწვრთნელი პროგრამები თავის მოკავშირეებთან, უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა განალაგოს ევროპაში, გაზარდონ ამერიკის პარტნიორების სამხედრო შესაძლებლობები, და ინვესტირება მოახდინოს ინფრასტრუქტურაში, რომელიც საჭიროა ყველა ამ ზომის მხარდასაჭერად. ის აგრეთვე მხარს დაუჭერს შეიარაღებული ძალების განლაგებულიმარაგის განვითარებას, რომლებიც არის სრული კომპლექტი ჯავშანსატანკო და მექანიზებული ბრიგადისა; ეს საშუალებას მისცემს ამერიკას და მის მოკავშირეებს, სწრაფად განათავსოს დამხმარე ძალები კრიზისის შემთხვევაში.
ამავდროულად, 2014 წლის ზაფხულში, ამერიკა-ევროპის განკარგულებით დაიწყო ატლანტიკური პრობლემის გადაწყვეტის ოპერაცია, ფართო სამოქმედო პროგრამა ევროპის დარწმუნების ინიციატივის მხარდასაჭერად.აშშ ინარჩუნებდა თანმიმდევრულ ბრუნვით განლაგებას პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში თითქმის ორი წლის განმავლობაში. ხმელთაშუა და შავი ზღვის რეგიონში, თითქმის უწყვეტად იყო ბრუნვაში ამერიკის საზღვაო კორპუსი, რომელიც 2010 წელს დაიწყო, და ამერიკის საზღვაო ძალებმა თავიანთი ყოფნა გაზარდეს ბოსფორში. ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზარდა მებრძოლთა მცირე გუნდების და სამხედრო ავიაციის ე.წ. მიკრო განლაგებები ნატოს სხვა ქვეყნებში, სადაც თავიან მასპინძლებთან ერთად მუშაობენ ტაქტიკების გაცვლასა და ფუნქციონალური თავსებადობის გაუმჯობესებაზე.
ნატოც იცვლება. 2014 წელს, ალიანსი შეთანხმდა მზადყოფნის სამოქმედო გეგმაზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ სწრაფად მოახდინონ რეაგირება აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე უსაფრთხოების გამოწვევებზე. გეგმა მოიცავს რიგ გადაუდებელ ზომებს, როგორიცაა გაზრდილი სამხედრო წვრთნები და საჰაერო პატრულირება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომელთა მიზანიც არის ნატოს ქვეყნების მოსახლეობის დაზღვევა, რუსეთის აგრესიის შეკავება და ეროვნულ ძალებს შორის თავსებადობის გაუმჯობესება. უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიანი რეფორმები, რომელთა მიზანიც არის ალიანსის ძალების მზადყოფნისა და რეაგირების გაუმჯობესება. უპირველეს ყოვლისა, ნატომ შექმნა უმაღლესი მზადყოფნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ბრიგადა, რომელსაც შეუძლია მყისვე მოახდინოს კრიზისებზე რეაგირება.შემდეგ, გასულ ზაფხულს, ნატომ განაცხადა, რომ გააასამმაგებდა კონტინენტის მშობელ ძალას, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ჯგუფს - ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს, დაახლოებით 40 000 ჯარისკაცამდე.
ალიანსმა აგრეთვე გააუმჯობესა თავისი მართვის ოპერატიული სტრუქტურა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ექვს დაუცველ ქვეყნებში, ნატომ დააარსა პატარა შტაბ-ბინები, ცნობილი როგორც ძალთა ინტეგრაციის ერთეულები,რომლებიც დაეხმარება გაერთიანებულ მოკავშირე ძალებს მასპინძელი ქვეყნების თავდაცვის სტრუქტურებში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ შეეძლებათ შეთანხმებულად მუშაობა ბრძოლაში უკვე ჩართულ ძალებთან, როდესაც ნატოს ძალები გადანაწილდება კონფლიქტში, რომელშიც ჩართულნი არიან მისი წევრები. 2015 წელს, ნატომ დააარსა ორი ახალი ტაქტიკური შტაბ-ბინა პოლონეთსა და რუმინეთში. მსგავსი გაუმჯობესებები განაახლებს ნატოს ძალების მზადყოფნას, როგორც პოტენციური მტრების ეფექტურ შემკავებელს, და ალიანსს დაეხმარება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე არასტაბილურობის უკეთესად კონტროლში. ჯამში, ნატოს მზადყოფნის სამოქმედო გეგმაში გატარებული ზომები წარმოადგენს ცივი ომის დასრულების შემდეგ ალიანსის მიერკოლექტიური თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან მხარდაჭერას.
რა მოხდება მომავალში
ეს ქმედებები ძლიერი დასაწყისია, მაგრამ არ არის საკმარისი. ევროპაში ნებისმიერი სტრატეგიის საფუძველი უნდა იყოს იმის აღიარება, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს ამერიკისთვის, მისი მოკავშირეებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. რუსეთი მონდომებულია, რომ კიდევ ერთხელ გახდეს გლობალური ძალა - ამბიცია, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა, მაგალითად, ამერიკის ძალებზე კონფრონტანციული იმიტირებული თავდასხმებით,ის, რაც აპრილში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა გაუკეთეს USS Donald Cook-ს ბალტიის ზღვაში, და ცივი ომის ეპოქის სტრატეგიული ბომბდამშენის ფრენებით აშშ-ს სანაპიროზე. უფრო მეტიც, რუსეთის სირიაში ინტერვენციის დემონსტრირების შემდეგ, მოსკოვი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს თავისი გავლენის გასაფართოებლად. იმის გამო, რომ კრემლი აშშ-სა და ნატოს სხვა წევრებს ძირითად მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს, ის დასავლეთთან ურთიერთობას არაფრად არ მიიჩნევს და ასე გაგრძელდება უახლოეს მომავალშიც.
პუტინის ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ მისი ბერკეტების ქვეშ მყოფმა ნებისმიერმა ერმა მჭიდრო კავშირები დაამყაროს დასავლეთთან - კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირთან, - და იგი ყველაფერს გააკეთებს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არასტაბიულურობის დასათესად. პუტინმა, ეჭვგარეშეა, იცის, რომ ევროკავშირსა და ნატოს ისეთი წევრის მიღება არ ენდომებათ, რომელიც ე.წ. გაყინულ კონფლიქტში იქნება.
ამავდროულად, რუსეთი გააგრძელებს სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რათა ნატოს ტექნოლოგიური უპირატესობა დააბალანსოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ამჟამად ვერ უტოლდება დასავლეთისას, ქვეყნის მოწინავე საჰაერო თავდაცვის, სანაპირო საკრუიზო რაკეტების, გემთსაწინააღმდეგო შეიარაღებისა და ჰაერში გაშვებული საკრუიზო რაკეტების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად მატულობს. თუ მოსკოვმა ის მოახერხა, რომ ამერიკის ძალები არ ჩარია რუსეთსა და ნატოს შორის პოტენციურ კონფლიქტში და თავიდან აიცილა დასავლეთის საბრძოლო თვითმფრინავების მათ სამიზნეებზე დარტყმა, იგი სერიოზულად შეამცირებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების უპირატესობებს. ამ მიზნით, რუსეთი აარსებს „ანტი-მისაწვდომ/სივრცის უარყოფის“ ზონებს თავისი პერიფერიის მასშტაბით, მათ შორისაა ბალტიის და შავი ზღვები, არქტიკა და რუსეთის შორეული აღმოსავლეთი. უფრო მეტიც, რუსეთის მზარდი კვალი სირიაში მოსკოვს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, საფრთხე შეუქმნას ამერიკასა და მის მოკავშირეებს, რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და სირიის ცაში მოქმედებენ.
რუსეთმა აჩვენა, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო მღელვარება ვაშინგტონში და მის მოკავშირეებში მინიმალური ძალისხმევითა და შედარებით მცირე ღირებულებით. ამ დრომდე, აშშ და ნატო თანხვედრილად რეაგირებდნენ რუსეთის პროვოკაციებზე, ნაცვლად მათი თავიდან აცილებისა. ამის მაგივრად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა დაიკავონ პრევენციული პოზიცია, რათა შეცვალონ რუსეთის კალკულუსი მანამ, სანამ მოსკოვი აგრესიულად იმოქმედებს. მსგავსი სტრატეგიის ქვეშ აშშ და მისი მოკავშირეები წინასწარ გაარკვევენ და შემდეგ განსაზღვრავენ, როდის გაუწიონ წინააღმდეგობა რუსეთის სვლებს, როდის არ მიაქციონ ყურადღება და როდის შეეცადონ თანამშრომლობას.
რა თქმა უნდა, არსებობს რუსეთთან მუშაობის შესაძლებლობები, რადგანაც ვაშინგტონი და მოსკოვი საერთო ძალისხმევით ცდილობენ, ირანთან წამოიწყონ მოლაპარაკებები ეკონომიკური სანქციების გამოყენებით. ჩრდილოეთ კორეასთან გამკლავება, ცენტრალურ აზიაში ნარკოტიკებით ვაჭრობის მართვა, ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში მეთევზეობის კონტროლი, არქტიკაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დაწყება - ამათ გარდა, კიდევ ბევრი პოტენციური შესაძლებლობა არის ამ ორი ქვეყნის ერთად სამუშაოდ საერთო ინტერესებზე.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები, რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე, სათანადოდ არ არის მომზადებული რეაგირებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა რუსეთთან მუშაობს მსგავს საკითხებზე, არ უნდა დაუშვას, რომ მისი პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ შერბილდეს. კრემლი მხოლოდ ძალას სცემს პატივს და შესაძლებლობებს ხედავს სხვების სისუსტესა და უყურადღებობაში, ასე რომ, აშშ და ნატო მტკიცედ უნდა იდგნენ, მხედველობაში განსაკუთრებით უნდა მიიღონ რუსეთის საზიზღარი და იძულებითი მცდელობები, ხელი შეუშალოს მის პერიფერიაზე მდებარე ქვეყნებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაში. ვაშინგტონის სტრატეგიამ უნდა დაიყოლიოს შეერთებული შტატების მოკავშირეები და უზრუნველყოს, რომ კრემლს გაიგოს ის სპეციფიკური შედეგები, რომლების მოტანაც დაპირისპირებას შეუძლია.
იმისათვის, რომ მსგავსი სტრატეგია ეფექტური იყოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირებმა უნდა აჩვენონ, რომ მათი ძალები ევროპაში სანდო შემკავლებელს წარმოადგენს. რესურსების შემცირების ორი ათწლეულის შემდეგ, ეს მეტ ძალისხმევას მოითხვოს. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების კადრები ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვან ქონებას წარმოადგენს, ქვეყანამ უნდა იმუშაოს სამხედრო პერსონალის ხარჯების დაბალანსებაზე, რათა განვითარდეს და განათავსოს უფრო განვითარებული და უნარიანი იარაღები. თავდაცვის დეპარტამენტმა, რომელსაც არ შეუძლია ხარჯების გაზრდასა და არაეფექტურობასთან გამკლავება, უნდა განაგრძოს მიწოდების უზრუნველყოფის პროცესის რეფორმირება. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წერტილი უნდა დაუსვას კონფისკაციის დეფორმირებულ ეფექტებს და თავიდან აიცილოს სამხედრო მოთხოვნებსა და ხელმისაწვდომი იარაღებს შორის არსებული სხვადასხვაობა. ნატოს სხვა ქვეყნებსაც მოუწევთ გარკვეული ტვირთის ტარება. მათ ავღანეთში განვითარებული ცოდნა სამხედრო კონფლიქტზე მხარეთა სტატუსების აღდგენის გამო და სტაბილურობის ოპერაციები უნდა გაამყარონ უფრო ძლიერი საბრძოლო და ანტიტერორისტული შესაძლებლობებით.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ფულს აბანდებს ახალ ტექნოლოგიებში, პოტენციური მოწინააღმდეგეების ძალის გრძელვადიან პერსპექტივაში დასაბალანსებლად, მან დამატებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. მუდმივად წინასწარ განლაგებული და როტაციული ძალების ეფექტური ნაზავი წინასწარ გამზადებული აღჭურვილობასა და უნართან, სწრაფად განამტკიცოს ევროპაში მყოფი ამერიკული ძალები ჯარებით, შეაკავებს რუსეთს და დაარწმუნებს შეერთებული შტატების ვაშინგტონის ვალდებულების მოკავშირეებს, რომ ასე მოიქცნენ. გენერალმა ჯეიმს ამოსმა, საზღვაო ქვეითთა ყოფილმა მეთაურმა ყველაზე კარგად აღნიშნა ეს: „წინასწარი ყოფნა წარმოშობს ნდობას, რაც კონფლიქტის გამოჩენისას არ მოხდება.“ რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით უნდა იყოს ეს გაზრდილი ყოფნა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინასწარ უნდა გაამზადოს აღჭურვილობა ორი ან სამი დამატებითი ჯავშანსატანკო ბრიგადებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში, მომარაგებასთან ერთად, რათა მხარი დაუჭიროს ამ ძალებს ინტენსიური კონფლიქტის მინიმუმ ორი თვის განმავლობაში. ამერიკის ბირთვული ძალებიც არსებით შემკავებლად რჩება, ასე რომ, ქვეყანამ ისინი უნდა შეინარჩუნოს, გაზარდოს ბირთვული წვრთნები, რომლებსაც ამერიკის ძალები ანხორციელებენ თავის ნატოს მოკავშირეებთან თავიანთი გადაწყვეტილებისა და შესაძლებლობების რუსეთთან სადემონსტრაციოდ.
მომავალი გზა
მიუხედავად იმისა, რომ აშშ და მისი ნატოს მოკავშირეები ფოკუსირებულნი არიან რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე, მათ მხედველობის არიდან არ უნდა დაკარგონ ისლამური ტერორიზმითა და მოსახლეობის გადაადგილებით გამოწვეული სირთულეები, რაც ფესვებს იღებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ ევროპის მმართველობის არასტაბილურობასა და სიღარიბეში. შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს ისლამურ სახელმწიფოსთან (ცნობილი როგორც ISIS), ალ ქაიდასა და სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლის გასაგრძელებლად.თუმცა, ამ ძალისხმევით, ამერიკის ძალებმა მხარდამჭერი როლი უნდა ითამაშონ: მთავარი სტრატეგია უნდა იყოს დაწესებულებების აშენებასა და განათლებაში ინვესტირება, სხვა ზომებთან ერთად, რათა სტაბილური გახდეს ცუდად მართული ადგილები, რომლებიც ხელს უწყობს ტერორიზმის ზრდასა და მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას. კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს თანამშრომლობა უცხოეთის მთავრობებთან, რომელთა კეთილსინდისიერებაც სრულყოფილებასთან ახლოს არის. ამერიკის დისკომფორტმა ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ მთავრობასთან არ უნდა შეაჩეროს მისი ძალისხმევა ამ გამოწვევებთან დასაპირისპირებლად.
რა თქმა უნდა, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც არის ის, თუ რა უნდა გააკეთონ ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა არის ის, თუ რა არ უნდა გააკეთონ მათ. შეერთებულმა შტატებმა სანქციების რეჟიმი არ უნდა შეარბილოს, რათა რუსეთს გააგებინოს, რომ ყირიმის უკანონო ანექსია და დონბასში შეჭრა არ შეიძლება გაგრძელდეს. მან შუა ადგილი არ უნდა აირჩიოს სირიაში, ერაყში, ლიბიაში და სხვა უმართავ ადგილებში, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს ხელმძღვანელი: მეტი უნდა გააკეთოს, რათა გაზარდოს თავისი ყველაზე დაუცველი პარტნიორების თავდაცვა და სამოქალაქო საზოგადოება, და მან უნდა შესძლოს რთული გადაწყვეტილების მიღება, გამოიყენოს ძალა, როდესაც საჭირო იქნება.
აშშ-ს სახელით უმოქმედობისა და გაუბედაობის შედეგები გასცდება იმ გადაუდებელ პრობლემებს, რომლების მოგვარებასაც ცდილობს. თუ ქვეყანა არ ცხადყოფს თავის გადაწყვეტილებას და არ გააკეთებს საჭირო ინვესტიციებს, მისი მოწინააღმდეგეები გააგრძელებენ ამერიკისთვის ძირის გამოთხრას, სხვები კი ამერიკის ძალის პატივისცემას დაკარგავენ. ის მსხვერპლი, რაც მოჰყვება ამერიკის შეერთებული შტატების დაცვასა და ამერიკის მოკავშირეების დახმარებას, რომელთა ნდობაც ათწლეულების განმავლობაში საერთო თავგანწირვით გაიზარდა, უფრო დიდი იქნება მომავალში, თუ აშშ ახლავე არ იმოქმედებს.
ავტორი: ფილიპ ბრიდლავი (NATO-ს კოალიციური ჯარების ყოფილი მხედართმთავარი)
იხილეთ სტატია ორიგინალში შემდეგ ბმულზე
https://www.foreignaffairs.com/articles/eur.../natos-next-act
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)