დღეს Sound-ის ტესტირების შედეგად, საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ დასრულდა ორიგინალი CD ხარისხის და კომპრესირებული mp 3 -ხარისხს შორის, დიდი სხვაობის შესახებ აუდიოფილური შეხედულება! უბრალოდ, სოც ქსელებში აუდიოფილების დავის საფუძველზე , მომინდა თვითონ გამეტესტა და გამეგო, არის თუ არა სხვაობა! მაგრამ აქ არის ერთი პირობა , ანუ აუცილებელია კარგი ხარისხის SOUND კარტა ან საშუალო და HI-END ხარისხის რესივერი, ხარისხიანი DAC-ით , DSP-ით და შიდა კომპონენტებით მაგალითად ONKYO, MARANTZ,DENON და ა.შ ! რაც შეეხება ჩემს ტესტს, გავტესტე სტაციონარ კომპიუტერში : Intel xeon e5-2670, ხმის კარტა Creative Sound Blaster X-fi Elite Pro , ყურსასმენები: პროფესიონალური 250 ომიანი Beyerdynamic DT 770 PRO! გაიტესტა ერთი და იგივე პლეიერში ორიგინალი CD და კომპრესირებული MP3, ისიც ყველაზე დაბალი ბიტრეიტის ანუ 128 კილობიტამდეც ვერ ურტყამდა MP3

. გაიტესტა ერთი და იგივე სიმღერა, სპეცილაურად შერჩეული მდიდარი ინსტრუმენტალური კომპოზიციით. 20 ჯერ მაინც მოვუსმინე თითოეულს და აზრი 0 ! ბეთჰოვენი და მოცარტი თუ გაარჩევდა ამ სხვაობას არ ვიცი და 99,9 % გარტყმაშიც არ იქნება რას უსმენს

! შემდეგ მაინც დავეჭვდი და მოვასმენინე სერიოზულ მუსიკოსს (პიანისტს) რომ ჩემს თავში ვყოფილიყავი დარწმუნებული და შედეგი იგივე მივიღეთ

! ასე,რომ დღეს არსებულმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა აკუსტიკის სფეროში განსაკუთრებით ხარისხიანი DAC-ების წარმოებით, იმის საშუალება მოგვცა,რომ დაბალი ხარისხის mp3 ფორმატიც კი ვუსმინოთ მაღალ ხარისხში! ამის საშუალება მანამდე არ არსებობდა ,რადგანაც ტექნიკური მახასიათებლები და პროგრამული უზრუნველყოფა ვერ იძლეოდა ამ ფუფუნებას! არავის დაჟინებით არ ვახვევ ჩემს აზრს, და ეს არის მხოლოდ ჩემი, და ერთი მუსიკოსის მიერ გატესტილი თემა, არსებული აპარატურით! ასევე არ გამოვრიცხავ ,რომ სხვამ, განსხვავებულ სისტემაზე რაღაც სხვაობა იპოვოს. გმადლობთ მოსმენისათვის
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)