http://barcamania.ge/index.php?newsid=33277ლიონელ მესის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით საინტერესო დეტალები ხდება ცნობილი. Sport-ის ინფორმაციით, შტატის პროკურორს, რომელიც მესისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნის ინიციატორი იყო, მადრიდის "რეალთან" სერიოზული კავშირები აქვს.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ რაიონის პროკურორმა მესისთვის საპატიმრო სასჯელის მოთხოვნაზე უარი განაცხადა. თუმცა, მოგვიანებით, საქმეში შტატის პროკურორი მარია სილვა ლაპიედრა ჩაერია და სწორედ მან მოითხოვა არგენტინელისთვის საპატიმრო სასჯელი. აღსანიშნავია, რომ სხვა მსგავს შემთხვევებში, იგივე პროკურორი საპატიმრო სასჯელის მოთხოვნაზე უარს აცხადებდა. ესპანელ ჟურნალისტებს, მაგალითისთვის, Noos Case-ის სახელით ცნობილი კორუფციული სკანდალი მოჰყავთ.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მარია სილვა ლაპიედრა, 2000-2006 წლებში, მადრიდის "რეალის" დირექტორი იყო. 2003-2009 წლებში კი ის ფლორენტინო პერესს პირადი კომპანიის საქმიანობაში ეხმარებოდა. 2014 წელს, ლაპიედრა "ელ კლასიკოს" სწორედ პერესის მიწვევით დაესწრო.
ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მარია სილვა ლაპიედრა არის ნეიმარის საქმის პროკურორიც.
პროკურორები დაიმატა რეალმა? კაი ტრანსფერია