სერიალი მოგვითხრობს ვარსკვლავური ოჯახის და მათი კომპანიის "Empire"-ის შესახებ. მას შემდეგ რაც ოჯახის უფროსი გაიგებს რომ სასიკვდილოდაა ავად და მხოლოდ 3 წელი დარჩა, გადაწყვეტს მემკვიდრე აირჩიოს. სწორედ ამ დროს იწყება დაუნდობელი ბრძოლა მის სამ შვილსა და ციხიდან ახლახანს გამოსულ მეუღლეს შორის ძალაუფლების მოპოვებისათვის.თრეილერისერიალმა შარშანდელ ბროდქასთ არხებში ყველანაირი რეკორდი მოხსნა და წინა სეზონის ჰიტი გახდა...
გამიკვირდა ფორუმზე თემა რომ ვერ აღმოვაჩინე...
თავიდან მეც ცანცარობა მორიგი მუსიკალური სერიალი მეგონა და ამიტომაც არ ვუყურე წინა წელს, მაგრამ ამხელა ამბავი რომ გამოიწვია და ყველა ამ შოუზე ალაპარაკდა, პილოტი ჩავრთე და ძალიან კარგი დრამა აღმოჩნდა.
მეორე სეზონი 23 სექტემბერს იწყება...
This post has been edited by ჩარლი on 23 Aug 2015, 01:29