#48315509 · 10 Jul 2016, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ ქ&მ -ს კეთილო მომხმარებლებო
მოკლედ რაზე მინდა ვისაუბრო არის ქართველ მამრთა მრავალი ტიპი, რომელთაც მე შევხვედრივარ
არიან ჩაქვესკნელ-ჩაფანატებულები რომელთათვის საერთოდ არაქალწული მდედრის ცოლად მოყვანაზე გაფიქრებაც ზედმეტია. ისე გამოყავთ თავისუფლების ფარგლებში მოქმედი მდედრები ვითომ სახელმწიფო მტრები იყვნენ.
არიან ბეზპრიძელი, შარისმაძიებელი ბაბულიკები რომლებიც ყოველთვის პრობლემას გიქმნიან მდედრთან ურთიერთობისას. ყრიან ჩორტებს, ჭორაობენ და ყველანაირ მიზეზს გაძლევენ რომ ყელი გამოღადრო ისე რომ საერთოდ ხელი არ აგიტოკდეს.
არიან ვითომ ლიბერალები რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ "აუ გოგოები რატო ხართ ესეთი ჩაკეტილები, განთავისუფლდით კომპლექსებისგან", ანუ ყველა გოგონას მოუწოდებენ ჯანსაღი რეალური ურთიერთობისკენ, მაგრამ საკმარისია კითხო შენ რა რეაქცია გექნება შენმა დამაც რომ მზგავსი თავისუფალი ცხოვრება აირჩიოს თქო, უმალვე ტვინში სისხლი ასდით და ათასი არაფრისმომცემი და უსაფუძვლო ლოგიკით იცავენ მათ "პატიოსნებას"
კიდევ ძალიან ბევრი ტიპი არსებობს უბრალოდ მინდა გითხრათ რომ უკლებლივ ყველა მდედრს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს და ენები ჩაიგდეთ და ჩაიწყვიტეთ როდესაც საჯაროთ ყველა ღირსეულ და თავისუფალ მდედრს ცუდად მოიხსენიებთ, რადგან თქვენი პალეოლითური, შუასაუკუნეების დოგმატური აზროვნების გამო უმეტესად ყველა მამრი ერთ განუვითარებელთა ქვაბში ვიხარშებით
--------------------
♎
|