მაგნოლია გრანდიფლორა.

/////////////////
* * *
ეს სულანჟია, ფოთოლმცვენი მაგნოლია.
ადრე გაზაფხულზე, სანამ ფოთოლს გამოიტანს, სულ ყვავილებით გადაიპენტება და ძალიან ეფექტურია.
მაგრამ არა ისეთი დახვეწილი და რომანტიული როგორიც გრანდიფლორა.

////////////////////////////////
* * *
მოეცხვი მიმოზაა Mimosa Pudica.

/////////////////////
* * *
წითელი ნემსიწვერა. მრავალწლიანია.
ხასხასა მწვანე ფოთლებით და მარტივი ლამაზი ყვავილებით.
ადვილად უძლებს გვალვას. ძირითადად მას მშრალ, კირქვიან მიწაზე თესავენ. (ამითაც არის უნიკალური).
თუ ნემსიწვერა მზის გულზეა დარგული, მაშინ შემოდგომზე მისი ფოთლები ლამაზ ნარინჯისფერ ფერს იღებს.
ნემსიწვერა არსებობს თეთრი, ღია ვარდისფერი, მუქი ვარდისფერი, იასამნისფერი,ჟოლოსფერი.
ყვავილობს ივნისიდან ივლისის ბოლომდე.
ძალინ ჰაეროვან და ლამაზ ბუჩქს ქმნის.
ნელა იკავებს ახალ ტერიტორიებს.
ბუჩქის ზომები 40х50სმ, კარგია ბორდიურების გასამწვანებლად.

////////////////////////////////
ფუოპსისი - ამ მცენარეს ქართულად სხვა სახელი ექნება, რადგან კავკასიისთვის ენდემურია. (მაგრამ მე არ ვიცი)
მრავალწლიანია.
ესეც პატარ დამპყრობელია, ოღონდ ნემსიწვერასგან განსხვავებით ძალიან სწრაფად ვრცელდება.
ფუმფულა, ღია მწვანე, არომატული, ლამაზი ვარდისფერი ყვავილებით და ძალიან უპრეტენზიო მცენარე.
მისი სიმაღლე 15-20სმ-ია. ვისაც გსურთ ვარდისფერი ხალიჩა, ეს მცენარე საუკეთესო არჩევანი იქნება. ფუოპსის იყენებენ ალპინარიუმების გასაფორმენლადაც.
ყვავის ივნისისდან სექტემბრამდე.
თუ სექტემბერში მიწიდან 2-3სმ-ზე გაკრიჭავთ, მაშინ სექტემბერი -ოქტომბერიც დატკბებით მისი სილამაზით.
ცოტა შხამიანი კია. ნუ მაინცდამაინც პირში ნუ გაიქანებთ. biggrin.gif

////////////////////////////