#48338274 · 13 Jul 2016, 15:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
beqaber
მოკლედ, ორი ოფციაა - საქმიანობის შეჩერება და კომპანიის გაუქმება/ლიკვიდაცია. თუ საქმიანობის შეჩერება გინდა, მაშინ მიხვალ საგადასახადოში და დაწერ განცხადებას, ოღონდ კომპანია ამ დროს ისევ რჩება, უბრალოდ 0ოვან დეკლარაციებს აბარებ.
თუ ლიკვიდაცია გინდა, უნდა მიხვიდე იუსტივიის სახლში და დაიწყო ლიკვიდაცია. თუმცა ამ დროს უნდა გაითვალისწინო, რომ სანამ ლიკვიდაცია მოხდება, იქამდე საგადასახადო გადაამოწმებს შენი კომპანიის ყველა დოკუმენტაციას რომ ნახოს რაიმე საგადასახადო დავალიანება ხომ არ გაქვს. თუ რამეს აღმოაჩენენ, დაგაკისრებენ გადასახდელად. თუ დარწმუნებული ხარ რომ ბუღალტერია და ფინანსები კარგად გაქვს გაკეთებული და ყველა გადასახადი გადახდილი გაქვს, მაშინ თამამად მიდი და დაიწყე ლიკვიდაცია. თუ აღმოგიჩინეს დავალიანება - გადაიხდი და მერე დაალიკვიდირებს იუსტიციის სახლი. ან თუ ვერ აღმოგიჩინეს ვერაფერი, პირდაპირ დაალიკვიდირებს იუსტიციის სახლი. ნებისმიერ შემთხვევაში 1-2 თვე დასჭირდება ალბათ ამ ყველაფერს.
წარმატებები!
This post has been edited by ინაველ on 13 Jul 2016, 15:22
|