"დარწმუნებული ვარ, ეს სია იქნება გადამოწმებული უცხოეთში"- მეჭიაური "ოცნების" საარჩევნო სიაზე საუბრობს
დღეს, 15:55
http://rustavi2.com/ka/news/51603დეპუტატი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ოცნების საარჩევნო სია ერთი კაცის შედგენილი არ არის და ის გადამოწმებულია უცხოეთში.
მეტიც, მეჭიაურს მიაჩნია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სია მისაღები არ იქნება.
"მე არ მგონია, რომ სია ისეთი იყოს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ეს სია იქნება გადამოწმებული უცხოეთში, რამდენად მისაღებია დასავლეთისთვის, განსაკუთრებით ამერიკისთვის და ა.შ. არ იქნება ერთი კაცის შედგენილი. ზოგი ერთი გუნდის იქნება, ზოგი მეორის ზოგი ელჩის და ა.შ."- აცხადებს მეჭიაური