beqashelo
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4068
წევრი No.: 153498
რეგისტრ.: 30-August 12
|
#48337729 · 13 Jul 2016, 14:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდა მოგიყვეთ ჩემ ლიფტზე...
დიახ, ეს სწორედ ის ლიფტია, რომელშიც არასოდეს არაფერი ეტეოდა. ლიფტის ამ კაბინაში არ ეტეოდა არანაირი გარდერობი. არანაირი საწერი მაგიდა, თუ ტახტი. ვერაფრით შეტენიდი საწოლს, ვერც მაცივარს და პიანინოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეტეოდა პატარა ზომის სავარძელი. ველოსიპედი ხან ეტეოდა, ხან ვერა. თუ შეძლებდი და დიდ ველოსიპედს სწორი კუთხით ააყირავებდი, მაშინ ეტეოდა. თუ არადა, კარი, რომელიც შენს უკან, ძალიან სწრაფად, თავისით იხურებოდა, არ მოგცემდა ექსპერიმენტის გაგრძელების საშუალებას. კარს თუ დიდხანს დაიჭერდი გაღებულ მდგომარეობაში, ისე გაიჭედებოდა - საერთოდ აღარ დაიხურებოდა. ახლა წარმოიდგინეთ ჩვენი გაკვირვება, როცა მე-5 სართულმა როიალი მოათრია. გავშტერდით... ლაშა ახლოს მივიდა და ჰკითხა: აბა, ერთი ნახე, კარგად ნახე უკან, შიგ ხომ არ გაქვსო? თავიდან როიალის პატრონი უარზე იყო, მაგრამ ორსაათიანი ტანჯვის მერე, როიალის ქვეშ მოყოლილი რამდენიმე თავისივე ძმაკაცის შემყურე, იძულებული გახდა, გამოტყდომოდა ლაშას რაღაც-რაღაცეებში. როცა ბიძაჩემის გასვენებაზე, ვიღაცამ იკითხა, ლიფტით ხომ არ ჩაგვეყვანაო, ამ მოულოდნელი ექსპერიმენტის მოლოდინში, ჩემდა უნებურად, თვალები ამენთო და ცნობისმოყვარეობისგან ავცმუკდი. ცხადია, ცდა უშედეგო გამოდგა, რადგან კუბო კი როგორღაც შეატიეს, მაგრამ სხვა ვეღარავინ შეეტია და გარდაცვლილის ეული მოგზაურობა ლიფტით, მერვედან პირველამდე, სატანისტურ რიტუალს თუ არა, ცხედრის თავიდან მოშორებას დაემსგავსებოდა. წარმოიდგინეთ, გარდაცვლილი მოძრაობს ზევიდან ქვევით, მარტოკა, ლიფტის კაბინით, რომლის კედლებიც აჭრელებულია სხვადასხვა რეკლამებით და უხამსი სიტყვებით: „მარიშა ბოზია, დედას გეფიცებით, მე და ჩემი ძმაკაცი ვხმარობდით... აი ტელეფონი...“ - უხერხულია რაღაცნაირად. მკვდრისთვის სულერთია, უბრალოდ - ნეშტის, უხეშ გარე სამყაროსთან შეტოვებაზეა საუბარი. როგორც წესი, რეკლამები ლიფტში არ სჭირდებოდათ არც მკვდრებს და არც ცოცხლებს: თუ ამგვარად ნაპოვნი, სანტექნიკოსის ტელეფონი ხანდახან ამართლებდა, მეძავის ნომერზე დარეკვისას, ხელში გვრჩებოდა ძალიან წესიერი ქალიშვილი: მსხვერპლი თავისი ვიგინდარა შეყვარებულისა, რომელსაც, მორიგი წაკინკლავების შემდეგ, გადაეწყვიტა შური ეძია გოგონაზე და ექცია ის წარმოსახვით ბოზად: მიეწერა რა მისი სახელი და ტელეფონის ნომერი კედელზე. ლიფტში შესვლა და იმწამსვე, ძირს, კუთხეში დაფურთხება, კიდევ ერთი, ძალიან უცნაური რიტუალი იყო. ვფიქრობ, ამდაგვარი საქციელის საფუძვლები, მამაკაცთა დაუკმაყოფილებელ სექსუალურ გრძნობებში უნდა გვეძებნა. ის წყვილი კი, რომელიც ნამდვილ სექსზე იყო წამსვლელი, საქმიანად იყენებდა ჩვენი ლიფტის კაბინას, სანამ ღილაკი „STOP“ მუშაობდა. აწვები „STOP“- ს, ლიფტი ჩერდება სართულებს შორის (ამას გამოთვლა სჭირდებოდა) და გაქვს სექსი. არ მუშობს „STOP“ და არ გაქვს სექსი - ერთგვარი პარადოქსია. სულაც არ იყო აუცილებელი, რომ ლიფტში სიმღერა სექსუალური აქტის ერთგვარ გაგრძელებად წარმოგვედგინა. მღეროდნენ ყველანი. დაიმარტოხელებდნენ თუ არა საკუთარ თავს ლიფტში, იწყებოდა ჭყავილი ედი მერფის სტილში. მიაქციეთ ყურადღება, ლიფტში როკი, სოული და რეგი დომინირებდა, ხანდახან - რითმ-ენდ-ბლიუზიც; მაშინ, როცა აბაზანაში ადამიანები მკაცრად საოპეროს აწვებოდნენ. დროის მოგების მიზნით, მომღერალი შესვლისთანავე წაუსტივუანდერებდა: ა ჯასთ ქოლ.... თუ სეი ... აი ლავიუ... ბოლომდე იხარჯებოდა და ამთავრებდა ერთი სართულით ადრე... კაბინიდან კი დასტოინი ჯენტლმენის სახით გამოდიოდა. ახლა ჭიდაობის შესახებ. ამისთვის ორი ან სამი ადამიანი იყო საჭირო. ოთხი ბევრი იყო, სივიწროვისგან ვეღარ გაინძრეოდი და მხოლოდ თავებს თუ დასცხებდით ერთმანეთს. ორი მოჭიდავე იდეალური იყო. აქაც ჭიდაობა შესვლისთანავე იწყებოდა და მებრძოლნი თავს არ ზოგავდნენ - ეს იყო საკუთარი თავის ერთგვარი გამოცდა, და ჩაკეტილ სივრცეში ტანსაცმლის შემოხევის საუკეთესო ვარიანტი. არ გეგონოთ, მარტო პატარა ბიჭები იყვნენ ამ სირობით დაკავებულნი - არა. დიდებიც მინახავს 50-50 წლის მამაკაცები რომ ებღლარძუნებოდნენ ერთმანეთს ვაკუუმში. გოგონების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კისკისს და ჩქმეტებს. ვინც პარტნიორს ვერ პოულობდა, - იშვიათად, მაგრამ ასეთიც ხდებოდა, - ის მუშტს ურტყამდა ლიფტის კედელს გამწარებული, ხანდახან თავსაც - არ ვაჭარბებ. საოცარ, რაღაც კუთხით გაუგებარ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ლიფტში მხტომარე ადამიანი. წავიდა ლიფტი და წავიდა ხტომა ადგილზე... ამ დროს გარეთ მყოფს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ლიფტით რაღაც ცხოველი ამოდიოდა. ლიფტი ხშირად ტუალეტის ფუნქციასაც ითავსებდა. მთავარი იყო, შეზარხოშებულ მამაკაცს ლიფტამდე მიესწრო და კაბინაში დაიცლიდა შარდის ბუშტს. სტატისტიკურად იკვეთება, რომ მამაკაცები უფრო თავისუფალნი იყვნენ ცხოველურ ქმედებებში. და მაინც, თუ ამ ადამიანთა მდგომარეობაში კიდევ რამენაირად შევდიოდით, ნამდვილად რთული გასაგები იყო იმ მგზავრთა ქმედება, სანთებელათი სართულების ღილაკებს რომ წვავდნენ. დედუქციური მეთოდის გამოყენებით, მე და ლაშამ აღმოვაჩინეთ, რომ ბოროტმოქმედს ამოძრავებდა სხვისი საკუთრების გაფუჭების სურვილი. ანუ, დამნაშავეს, ჩვენივე მეზობელს, ისევ და ისევ მამაკაცს, წარვუდგინეთ ბრალი იმის საფუძველზე, რომ ის წვავდა სხვა სართულების ღილაკებს, ხოლო უვნებელს ტოვებდა საკუთარი სართულის ღილაკს. მაგრად ვურტყით. გაფუჭებული იყო პირველი სართულის გარეთა ღილაკიც - შუქი არ ინთებოდა მასში. ამიტომ ვერ იგებდი, ლიფტი შენ გამოიძახე, თუ სხვა ჩამოდიოდა თავისი ხოდით. ლიფტი ჩამოდის და ჩაფიქრებული სწრაფად შედიხარ. შეტაკება გამომსვლელსა და შემსვლელს შორის წამიერად ხდებოდა და უფრო შეშინებული შემსვლელი რჩებოდა. (არ ამახსევინოთ, ცოტათი დაფიქრდით და მიხვდებით). ლიფტში გაჭედვები ურთულესი თემაა და ღრმა ანალიზს ითხოვს. გაჭედილები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფოდნენ: რომლებიც იტრუნებოდნენ და რომლებიც წიოდნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გატრუნულები უშიშარნი იყვნენ, - ბევრ მათგანს სწორედ შიშისგან უვარდებოდა ხმა. ის კი, ვინც წიოდა - შესაძლოა თავს იმხნევებდა. ლიფტში გაჭედვის და იქ არსებობის საუკეთესო მაგალითი გვიჩვენა გვერდითა სადარბაზოელმა ოთარამ. ის გაიჭედა ღამის 12-ზე, როცა სახლში ბრუნდებოდა, ოდნავ გამობრუჟული... იქვე დაწვა, დაიძინა... დილით შუქი მოვიდა, წამოდგა და უკან დაბრუნდა სამასახურში, ისე რომ სახლშიც არ შეუვლია... მაშინ მობილურები არ იყო. გატრუნულთათვის დამახასიათებელი ფრაზა იყო: „ხომ გამომიყვანთ?“ მაშინ როცა, მყვირალთა ფრაზა იყო: „გამომიყვანეთ, თქვენი დედას ######!“ აქ, ამ ლიფტში, 90-იან წლებში, მე და ლაშამ საუკუნის სანაძლეო მოვიგეთ. ჩვენ დაგვენიძლავა ჩვენივე უბნელი დიდი დოძიკა, რომ მოასწრებდა დანძრევას მანამდე, სანამ ლიფტი პირველიდან მერვემდე ავიდოდა. დიდი დოძიკა პროფესიონალი მოთამაშე იყო და სანაძლეოს იგებდა, როგორც სპორტულ თამაშებში, ასევე ბანქოში, კამათელში და მრავალ, თავისსავე გამოგონილ ასპარეზობებში. როგორც ჩანს, დიდ დოძიკას ფანტაზია კიდევ უფრო გახსნოდა. ადრე ყველანი იგროკები ვიყავით, მაგრამ ასეთი რამ, უცხო ხილი იყო. ამიტომ მე და ჩემმა ძმაკაცმა გამოწვევა მივიღეთ. პირველიდან მერვემდე ლიფტი ნახევარ წუთში ადიოდა და აბა, როგორ უნდა წაგვეგო? იქნებ თავისი ამდაგვარი სისუსტის - სწრაფი ორგაზმის - იარაღად ქცევა უნდოდა? ამან დაგვაფიქრა. ჩვენი გამოთვლებით, ყველა ვარიანტში ნაფიქრი და აღგზნებული უნდა მოსულიყო საასპარეზოდ - ისე ცოტა შანსი ჰქონდა მაინც. მისი მხრიდან ეს არ იქნებოდა პატიოსანი საქციელი, მაგრამ სექსუალურ ფანტაზიებს ვერანაირად გავუკონტროლებდით. ასეც მოხდა, ჩვეულებრივზე წითელი სახით და უშნოდ აცმუკებული გვეახლა: აბა, სწრაფად დავიწყოთო. სამივენი ლიფტში შევედით. კარი დაიხურა და დოძიკამ დაუბერა ელვისებურად. პირველ სართულს ავცდით თუ არა, დოძიკამ ისეთი ხმების გამოშვება იწყო, წაგების წინაშე დავდეგით: სუნთქვა გაუხშირდა და თვალებიც მიენაბა. მაგრამ ლაშა რის ლაშა იქნებოდა საიდუმლო იარაღი რომ არ ჰქონოდა: ეს იყო სტვენა. ლაშამ დაიწყო ნაზად სტვენა კინოფილმიდან „კარგი, ცუდი, ბოროტი“... შესავლის მერე მონოტონური რიტმი მისცა, ოსტატურად ჩაახუჭუჭა და სასაფლაოს სცენაზე გადავიდა... მე-4 სართულამდე კვლავ ფრე იყო, მე-5-ზე დოძიკამ თვალი გაახილა და ლაშას ისე გახედა, რომ მივხვდი: ვეღარ ხვდებოდა, რა ეჭირა ხელში: თავისივე სხეულის ნაწილი, თუ „კოლტი“? დიახ, ეს იყო ჩვენი მიზანი: მისი ფალოსი კოლტად ვაქციეთ: COLT 1851 Navy Revolver, ფროიდს გადავუჯოკრეთ, ფალოსს პირიქითი დატვირთვა მივეცით. ატრიალე ეხლა ეგ ბარაბანი დოძიკ და ეცადე არ გაგივარდეს... ის დაგვნებდა და მოგებული ფული, იქვე, პავლოვზე დავამღერეთ, ლუდის ბარში. დიდი დოძიკა არ წაგვიყვანია... თავი დაგვანებე რა ერთი ძმაო... სახლში მჯდომი, კედლის იქითა მხრიდან გამომავალი ლიფტის ძრავის ხმაზე, მე ვიგებდი, რომელ სართულზე ამოდიოდა ის და რომელი მეზობელი ამოჰყავდა. ცხადია, ყველაზე კარგად ბიძა და დედის ამოსვლას ვგებულობდი (სანამ ბიძა გარდაიცვლებოდა და დედა ლოგინად ჩავარდებოდა)... და სახლის კარს მანამდე ვუღებდი, სანამ ლიფტი ამოვიდოდა. მეგონა არაფერი ეტეოდა და რამდენი რამე ჩატეულა.
This post has been edited by beqashelo on 13 Jul 2016, 14:28
|