"არ არის პრობლემა, მე გავხსნი ახალ პარტიას"- ნუკრი ქანთარია
დღეს, 16:03
http://rustavi2.com/ka/news/51605 გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების პროპორციული სია სრულად გადახალისდება. ძველი სახეები, ნუკრი ქანთარია, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე მომავალ პარლამენტში აღარ იქნებიან.
პარტიის ლიდერები გავრცელებული ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
„სადაც გუნდს დავჭირდები, მე მზად ვარ იქ ვიმუშაო. აბსოლუტურად არ მაქვს სხვა აზრი და განაწყენება. მე ვფიქრობ, პოლიტიკოსს არ უნდა ჰქონდეს რეაქციები ნებისმიერ შემთხვევაში. მე ვიცი, რომ გუნდის მუშაობაში მოვიაზრები,“- განაცხადა ნანა ყეინიშვილმა.
სიის მიღმა დარჩენის შესახებ კომენტარს აკეთებს ნუკრი ქანთარიაც.
„ვაიმე, ასე უცბად არ უნდა გეთქვათ, ცოტა მომზადება სჭირდება თუ ეს არის ნამდვილია, არ ვიცი. ნუ არ არის პრობლემა მე გავხსნი ახალ პარტიას,“- აცხადებს ნახევრად იუმორით ქანთარია.