მოგესალმებით. მე ტორის სამყაროდან გახლავართ; დიდი ხანია ინტერნეტის ხმარების ანონიმურ მოდელებზე მაქვს წვდომა თუმცა არა იმიტომ, რომ რაიმეს არალეგალურს ვაკეთებ. უბრალოდ მოდელით დავინტერესდი.
ამ იდეით მოხიბლულს, დღეს მომაფიქრდა სახელმწიფოს მართვის ანონიმური მოდელი.
არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ზოგადად სახელმწიფო მართვის.
მოკლედ, იდეა დაახლოებით ასეთია: იქნება სპეციალური ტესტები, შემოწმებები და ა.შ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დაადგინოს, პირი რამდენად ჯანმრთელია. ასაკი, სქესი და ა.შ თავისთავად გამოიკვლევა.
ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს ჩაეწერება ავტომატურად კანდიდატურათა სიაში.
ამის შემდეგ კომპიუტერული კარგად უზრუნველყოფილი პროგრამა აარჩევს ერთს იმ რამდენიმედან.
თუმცა არც თავად მას და არც სხვა არავის ეცოდინება თუ ვინაა, სიტყვაზე, მმართველი.
როდისაც რაიმეს გადაწყვეტაზე მივა საქმე, შეირჩევა ვარიანტები და ის ვარიანტი ამოირჩევა, რომელსაც რენდომად არჩეული მმართველი (ან უბრალოდ რაიმე განხრის მინისტრი სიტყვაზე) აირჩევს. თუმცა, კვლავ შეუძლებელი იქნება იმის გაგება, ვინაა, რადგან ვერც თვითონ ვერ გაიგებს, ვინაიდან იგივე ვარიანტი შეეძლო ათას სხვასაც აერჩია.
ან სხვა შემთხვევებში, გაკეთდება ის, რასაც ხმების უმრავლესობა გადაწყვეტს. რაღა თქმა უნდა, ესეც ანონიმურად.
როდესაც უშუალოდ რაიმეს გადაწყვეტაზე მიდგება საქმე, პირი ეჭვის ქვეშ იქნება, რომ ეს არა მარტო სხვას დააზარალებს, არამედ თვითონაც იგივენაირად დაზარალდება რაიმე კანონით, ვინაიდან გარედან ისიც უბრალო მოქალაქე და პეშკაა.
ეს თავისთავად ხელს შეუწყობს კორუფციის, ჩაწყობის აღკვეთას.
იქნება ანონიმური ელექტრონული მარკეტი: კონკრეტულად, ტავარი გაიყიდება ერთი ანონიმისგან მეორე ანონიმისთვის. გარკვეული პროცენტი გამყიდველს დარჩება გარკვეული კი სახელმწიფოს ობშიაკში წავა, რაც შემდგომ თითო მოქალაქეზე პაპალამ გაიყოფა და ხაზინა ყველას ერთნაირად დაეხარჯება.
ყველა ის საქმე, რაც შესაძლოა ვინმეს დაზარალებას და ვინმეს ხეირს უზრუნველყოფდეს იქნება იმ ანონიმურობამდე დაყვანილი, რომ ვერანაირი სუბიექტური აზრი ვერ იქონიებს გავლენას და ყველაფერი ობიექტურად მოხდება.
საჭიროა საკმაო ფულის ჩადება ამის პროგრამულ უზრუნველყოფასა და რაც მთავარია უსაფრთხოების შენარჩუნებაში.
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.