მოკლედ, პატრიოტული სულისკვეთების და სახელმწიფოებრივი აზროვნების აღზრდა და გაღვიძება საზოგადოებაში - ვფიქრობ, ყველას თანაბრად ევალება - პრეზიდენტიდან დაწყებული, ბაგა-ბაღის პედაგოგებით დამთავრებული
მაგრამ ამას, ხშირად ისე ანეგდოტურად აკეთებენ, უკუეფექტს იწვევს (პრეზენტაციების და ყრილობების მოწყობას ვგულისხმობ და ყველა სადარბაზოს წინ ეკლესიების ჩარჭობას)
SUPERTV - არ ვიცი, ვისი იდეაა, მაგრამ მადლობა, რომ აპიარებთ - ასეთი სასარგებლო საქმე, დიდი ხანია რ2-ს არ გაუკეთებია, იქნებ ამდენი ხნის შესვენების შემდეგ - მართლა დაადგეთ ამ გზას

მადლობა იდეის ავტორს - ხარისხიან მაისურების საშუალებით, ცოდნის და მსგავსი ხარისხიანი იდეების გავრცელება, ბევრად დიდ შედეგს გამოიღებს, ვიდრე წარმოგვიდგენია!
ტრანსპორტში, ქუჩაში, კაფეში, სკოლებში - ყველგან მიიქცევს ყურადღებას და აუცილებლად დაამახსოვრდება ყველას...
თუ ეს საქმე, სიყვარულით, ცოდნით და გემოვნებით გაკეთდება - ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ...
SUPERTV - ისე მომეწონა იდეა, რომ აღარ გავაკრიტიკებ წამყვანებს, რომლებისთვისაც, იმდენად უცხო აღმოჩნდა ვაჟას ენა და პოეზია, რომ შეცდომით კითხულობდნენ სტრიქონებს....
http://www.imovies.ge/livetv/dvr?chan=rust...6&time=12:39:06
მიმაგრებული სურათი