რომ ჩამოართვეს სააკაშვილს მოქალაქეობა ეგ სააკაშვილის ბრალია, მე მას მივმართე 2010 წელს წერილობით, რომ გაეუქმებინა საქართველოს მოქალაქეობის კანონში - საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ფორმა, ანუ ამოეღო ის მუხლი, რომლითაც პირი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას -
კანონი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" აგერ დეტალურად დავაფიქსირე.
მაშინ უნდა ამოეღო ეგ მუხლი და თვითონაც არ დაზარალდებოდა! ის მუხლი ამოიღეს - საქ. მოქ. დაკარგვა თუ არ დადგა პირი საკონსულო აღრიცხვაზე, და ბარემ ეგიც უნდა ამოეღოთ - და საქ. მოქ-ბა შენარჩუნდებოდა......... არ დამიჯერა და იყოს ისე

2010 წლის ჩემი ინიციატივა:
მოგესალმებით,
საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდზე დეტალურად გავეცანი საქართველოს ორგანულ კანონს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ", რომელიც იყო მიღებული 1993 წლის 25 მარტს ედუარდ შევარდნაძის მიერ. საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებ გვერდზე: www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=7
ჩემი აზრით, საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საჭიროებს გარკვეულ ცვლილებას, იმიტომ რომ:
1. ორგანული კანონის – (თავი III, მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, პუნქტი: დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას) ამ პუნქტის საფუძველზე, ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში) მოსახლეობას (ანუ იგივე საქართველოს მოქალაქეებს) დაურიგეს რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსური პასპორტები და ძალით ან ნებით მიაღებინეს დამატებით რუსეთის მოქალაქეობა, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საფუძველზე ყველა ასეთი ადამიანი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, ანუ გამოდის, რომ ეს ადამიანები აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები. მაგალითისთვის: მათ შორის საჩხერის რაიონის სოფელ „პერევის“ მოსახლეობაც, რომლებსაც დაურიგეს „რუსული პასპორტები“. ჩემი აზრით ეს პუნქტი (დ) (თავი III, მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, პუნქტი: დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას) საერთოდ არის ამოსაღები ამ კანონიდან. საქართველოს მოქალაქე არ უნდა კარგავდეს საქართველოს მოქალაქეობას თუ მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა (ძალით თუ ნებით). დეტალურად არ დავაკვირდით კანონის პუნქტებს და ვკარგავთ საქართველოს მოქალაქეებს.
2. საქართველოდან უცხოეთში (ამერიკაში, რუსეთში, თურქეთში, კანადაში, ევროპაში) არის წასული ძალიან ბევრი ქართველი და ცხოვრობს იქ, ასეთი საქართველოს მოქალაქე არის დაახლოვებით 1–2 მილიონი და უცხოეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ლეგალურად ანუ აქვთ მიღებული ამ ქვეყნების მოქალაქეობა, ჩვენი ქვეყნის კანონით მათ უნდა შეუწყდეთ საქართველოს მოქალაქეობა, დაახლოვებით 2 მილიონ ეთნიკურ ქართველ, რომელიც ცხოვრობს უცხოეთში და აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქეობა. უმეტესობა ასეთი პირებისა, რომლებსაც აქვს რამოდენიმე მოქალაქეობა არ აცნობებს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს, რომ მას აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმისათვის რომ არ შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა, ასევე საქართველოს საზღვარზეც არ აჩენენ სხვა ქვეყნის პასპორტს იმისათვის, რომ არ შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა, ასეთი ადამიანი ძალიან ბევრი, მათ შორის ვისაც აქვს: საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა, საქართველოს და ამერიკის მოქალაქეობა, საქართველოს და თურქეთის მოქალაქეობა და სხვა. თქვენ თუ ნახავთ ამერიკის, კანადის, რუსეთის, რუმინეთის, ისრაელის, თურქეთის მოქალაქეობის შესახებ კანონს, ეს ქვეყნები არ უწყვიტავენ თავის მოქალაქეობას თავის მოქალაქეებს. მაგალითად კანადა აღიარებს ორმაგ მოქალაქეობას, ამერიკა მარტო კრძალავს სხვა ქვეყნის პასპორტის გამოყენებას თავის ტერიტორიაზე, რუსეთი აღიარებს ასეთ პირებს მარტო რუსეთის მოქალაქეებათ, თურქეთში და ისრაელში ნაკლებათ აინტერესებს რამდენი მოქალაქეობა აქვს თურქეთის მოქალაქეს და აღიარებს მას მარტო თავის მოქალაქედ. ჩემი აზრით საქართველოს ინტერესში მგონი არ შედის ის რომ 1–2 მილიონ ეთნიკურ ქართველს შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა, მგონი პირიქით უნდა იყოს. თქვენ თუ ნახავთ კანონს უკრაინის მოქალაქეობის შესახებ – კანონში წერია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამარტივებული წესით აიღოს უკრაინის მოქალაქეობა თუ უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობდა მისი ბებია, ბაბუა, მამა, დედა, და, ძმა, შვილი ან შვილიშვილი. ჩემი აზრით ჩვენს კანონშიც უნდა იყოს მსგავსი პუნქტი და საშუალებას აძლევდეს ეთნუკურ ქართველებს, რომლების წინაპრები ცხოვრობდნენ „დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე, 1921 წლის საზღვრებში, სოჭი, ყარსი, ტაო–კლარჯეთი, ლორე“ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ცნობისათვის: რუმინეთი აძლევს რუმინეთის მოქალაქეობას მოლდოვის მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს, რომლის წინაპრები ცხოვრობდნენ „ბუკოვინა“ და „ბესარაბია“–ში, ტერიტორიაზე, ეს ტერიტორიები შედიოდა რუმინეთის შემადგენლობაში და მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა მიითვისა და გადასცა მოლდოვეთს. მოლდოვეთის 30% აქვს უკვე მიღებული რუმინეთის მოქალაქეობა, თუ ნახავთ მოლდოვეთის დროშას, თითქმის იგივეა, როგორც რუმინული. პოლონეთი, გერმანია, უნგრეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნები აძლევენ თავის მოქალაქეობას ეთნიკურ პოლონელებს, გერმანელებს, უნგრელებს, რუმინელებს. ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ეს პრინციპი და ეთნიკურ ქართველებს უნდა ავუღდგინოთ საქართველოს მოქალაქეობა, რათგან 1921 წელს „დამოუკიდებელი საქართველო“ იყო ოკუპირებული და ძალით იყო შეყვანილი საბჭოთა კავშირში და ამის მერე საბჭოთა ხელისუფლებამ დაურიგა საქართველოს ტერიტორიები თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და რუსეთს (სოჭი, ლორე, ყარსი). ჩვენ უნდა აუდგინოთ საქართველოს მოქალაქეობა იმ პირებს (ბევრმა პატრიოტმა დატოვა 1921 წელს საქართველო, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილი), რომლის შთამომავლები ცხოვრობენ ამ ტერიტორიებზე და არიან ჩვენი ენის და კულტურის მატარებელი, ასე აკეთებს უკრაინა, რუმინეთი, თურქეთი, ბელორუსია, პოლონეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები.
3. საქართველოს მოქალაქეობა და ინვესტიციები, ბევრი ქვეყანა აძლევს თავის მოქალაქეობას თუ განახორციელებს პიროვნება ამ ქვეყანაში დიდ ინვესტიციებს, მაგალითად: პანამა, დომინიკანა, ამერიკა აძლევს გრინ კარდს, სალვადორი, სინგაპური და ასე შემდეგ. მაგალითად სინგაპური არის ძალიან განვითარებული ქვეყანა და აძლევს თავის მოქალაქეობას თუ პირი განახორციელებს ამ ქვეყანაში ინვესტიციებს, ოღონდ ამ პიროვნებამ უნდა იცხოვროს სინგაპურში 2 წელი, კარგი იქნება ჩვენს კანონში თუ ჩაიდება ასეთი პუნქტი: უცხოეთის მოქალაქეს, რომელიც განახორციელებს ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში (მაგალითად სოფლის მეურნეობის დარგში) 1 მილიონი დოლარის ფარგლებში და იცხოვრებს საქართველოში 1.5–2 წლის განმავლობაში, ივლის ქართული ენის და ქართული კულტურის კურსებზე – მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას.
4. კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ მიღებულია 1993 წელს და არის უკვე ძველი.
5. ჩემი აზრით ამოსაღებია ასევე ეს პუნქტიც (ბ): (თავი III, მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, პუნქტი: ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაშიwink.gif იმიტომ, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც აკონტროლებს ჯერ არასაპატიო მიზეზს და ასევე პერიოდს რომლის განმავლობაში მოქალაქე არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, პრაქტიკაზე ამ მუხლს არ გამოიყენებენ.
6. თუ ბავშვს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და ჰყავს ერთი მშობელი – საქართველოს მოქალაქე და მეორე მშობელი – მაგალითად უკრაინის მოქალაქე, ბავშვი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას ამ მუხლის საფუძველზე (თავი III, მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, პუნქტი: დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას), რათგან მიიღო ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მეორე მშობლისგან.
7. საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც მიიღეს თურქეთის ან ამერიკის ან ისრაელის მოქალაქეობა აფორმებენ ჯერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, შემდგომ მიმართავენ მოქალაქეობის მინიჭებაზე (ორმაგ მოქალაქეობა–ზე), ჯერ გააკეთე გასვლა/დაკარგვა და შემდგომ მოქალაქეობის მინიჭება/აღდგენა, რატონ უნდა იყოს სამმაგი პროცედურები როცა საქართველოს მოქალაქეობა აქვს უკვე.
8. ასევე კარგი იქნება თუ მივცემთ ეთნიკურ ქართველებს, რომლებსაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და შემოდიან საქართველოში ვიზით სპეციალურ ბროშურებს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, როგორ უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის მოწმობა, რათგან ბევრი მათგანი არ ერკვევა კარგად მსგავ საკითხებში.
9. საქართველოს საზღვარზე არ უნდა აძლევდნენ ვიზებს აფრიკის ქვეყნების მოქალაქეებს, არც ერთი ქვეყანა ასე მარტივად მათ არ უშევებს, ერთხელაც შემოიტანს ვინმე საქართველოში აფრიკულ ვირუს ან რაიმე უცნობ დაავადებას.
10. ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე და დემოკრატიულ ქვეყანაში და შესაბამისათ მოქალაქეობის კანონი უნდა ასახავდეს დემოკრატიულ რეფორმებს, მაგალითისთვის: ამერიკაში, კანადაში, იტალიაში, თურქეთში, ისრაელში, ბრაზილიაში არ თხოვენ გასვლას სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან და ასე არ უწყვიტავენ მოქალაქეობას თუ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
იმედი მაქვს, რომ პარლამენტი (ან თქვენი ინიციატივით) ამ კანონში შეიტანებ ცვლილებებს.
This post has been edited by freecooler on 13 Jul 2016, 22:16