აქ არის პროგნოზები რეგიონების მიხედვით:
ევროპა
რუსეთი
აშშ
ჩინეთი
კავკასია
თურქეთი
ახლო აღმოსავლეთი
აღმოსავლეთი აზია
საინტერესოა, რა ვარაუდები აქვთ ამერიკელ ანალიტიკოსებს
ეს ორიგინალი, რომელიც სამწუხაროდ, ფასიანია -
https://www.stratfor.com/sample/forecast/de...ecast-2015-2025ეს ქართულად -
http://oxygen.org.ge/Details/NewsDetails.a...32#.V4TpBNJ97ctათწლეულის პროგნოზი: 2015-2025
11.07.2016
ეს არის Stratfor-ის მიერ მეხუთედ გამოქვეყნებული ათწლეულის პროგნოზი. 1996 წლიდან Stratfor ყოველ ხუთ წელიწადში ამზადებს პროგნოზებს. საერთო ჯამში, ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით. ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ ევროპის უუნარობა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, ჩინეთის დასუსტება და აშშ-ჯიჰადის ომი. ჩვენ გარკვეული შეცდომებიც დავუშვით. ვერ განვჭვრიტეთ 9/11, და უფრო მნიშვნელოვანი, ამერიკის პასუხის მასშტაბი. მაგრამ - 2005 წელს, ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ ის სირთულეები, რომლის წინაშეც აშშ იქნებოდა და უკანდახევა ისლამურ სამყაროში სამხედრო ჩარევისგან.
ჩინეთის დასუსტება კი ნაადრევად ვივარაუდეთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მუდმივად ვპროგნოზირებდით ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ძალას. ეს პროგნოზი არ მომდინარეობს პატრიოტიზმიდან ან შოვინიზმიდან. ის წარმოიშვა ჩვენი მოდელიდან, რომელიც შეერთებულ შტატებს ხედავს, როგორც განსაკუთრებულ ძალას.
ჩვენ არ ვპროგნოზირებთ ყველაფერს, არამედ ფოკუსირებას ვახდენთ ძირითად მიმართულებებსა და ტენდენციებზე მსოფლიოში. ამგვარად, ქვევით ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ პროგნოზს ჩვენი 2010-20 ათწლეულის პროგნოზიდან:
ჩვენ ვხედავთ აშშ-ჯიჰადის ომის ჩაცხრომას. ეს არ ნიშნავს, რომ ისლამისტური საომარი განწყობილება ჩაცხრება. თავდასხმის მცდელობები გაგრძელდება და ზოგჯერ, წარმატებითაც. თუმცა, რეგიონში ორი ძირითადიომი, მკვეთრად შესუსტდა და 2020 წლისთვის დასრულდება. აგრეთვე ვხედავთ, რომ ირანის სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება. უცნობია, იქნება ეს სამხედრო ზემოქმედებით და ირანის იზოლაციით, თუ პოლიტიკური საშუალებებით ამჟამინდელ თუ მომდევნო რეჟიმთან, მაგრამ იქნება არა-რელევანტური უფრო ფართო მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ საკითხთან. ირანს შეაჩერებენ, რადგანაც მას უბრალოდ არ ჰყავს ძალა იმისთვის, რომ რეგიონში იყოს ძირითადი მოთამაშე უშუალო ჰორიზონტებს მიღმა.
ევროპის სისტემებისა და დემოგრაფიის მრავალფეროვნება, ევროკავშირის ინსტიტუტებს დიდი დაძაბულობის ქვეშ დააყენებს. ვვარაუდობთ, რომ ინსტიტუტები გადარჩება და ძალიან ეფექტურად იმუშავებენ. მთავარი პოლიტიკური ტენდენცია შორს იქნება მრავალეროვანი გადაწყვეტილებებისგან უფრო ფართო ნაციონალიზმამდე, რომელიც იმართება განსხვავებული და ცვალებადი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ძალებით. ელიტები, რომლებმაც შექმნეს ევროკავშირი, აღმოჩნდებიან მზარდი ზეწოლის ქვეშ მოსახლეობის უფრო ფართო ფენების მხრიდან. სიტუაციას ევროპაში, განსაზღვრავსარსებულიდაძაბულობა მის ეკონომიკურ ინტერესებსა და კულტურულ სტაბილურობას შორის. შესაბამისად, ევროპის შიდა ურთიერთობები იქნება უფრო არაპროგნოზირებადი და არასტაბილური.
რუსეთი - 2010-იან წლებს დახარჯავს საკუთარი თავის უზრუნველყოფაში, მანამ, სანამ დემოგრაფიული გაუარესების წინაშე აღმოჩნდება. იგი შეეცდება გადაინაცვლოს ნედლეულის ექსპორტიდან - პროდუქციის ექსპორტზე, რაც გაზრდის და განამტკიცებს მის ეკონომიკას, სანამ დემოგრაფიული მონაცემები ამის საშუალებას აძლევს. რუსეთი, აგრეთვე, შეეცდება ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების რეინტეგრაციას ერთ შეთანხმებულ ერთობად, რათა შეაფერხოს დემოგრაფიული პრობლემები, გააფართოვოს ბაზარი და რაც მთავარია, ხელახლა შთანთქას ტერიტორიული ბუფერები. რუსეთი, საკუთარ თავს იარაღში ხედავს და ჩქარობს. აქედან გამომდინარე, გამოჩნდება იმაზე უფრო აგრესიული და საშიში, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, 2010-იან წლებში, რუსეთის ქმედებები გამოიწვევს აშკარა შფოთვას მის სამეზობლოში, ეროვნული უსაფრთხოებისა და სწრაფად ცვალებადი ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით.
ყველაზე მეტად შეშფოთებული და დაზარალებული, ცენტრალური ევროპის ყოფილი სატელიტი ქვეყნები იქნებიან. რუსეთის მთავარ საზრუნავად რჩება ჩრდილოეთ ევროპის ვაკე, რუსეთში შეჭრის ტრადიციული მარშრუტი. ეს ფოკუსი ევროპის პოლიტიკურად არაპროგნოზირებადობასთან ერთად გაიზრდება. რუსეთის ზეწოლა ცენტრალურ ევროპაზე არ იქნება გადაჭარბებული სამხედრო ზეწოლა, მაგრამ ცენტრალური ევროპის ცნობიერებაში, საბოლოოდ მუქარებად გარდაიქმნება. მიგვაჩნია, რომ ეს მუდმივი და მზარდი ზეწოლა, ცენტრალური ევროპის ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო განვითარების სტიმულირებას გამოიწვევს.
ჩინეთის ეკონომიკა, იაპონიისა და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნების მსგავსად, მკვეთრად შეამცირებს ზრდის ტემპს ფინანსური სისტემის დასაბალანსებლად. ამისათვის, მას მოუწევს სოციალურ და პოლიტიკურ დაძაბულობასთან გამკლავება. ამერიკის თვალსაზრისით, 2010-იანი წლებში გაგრძელდება ეკონომიკური და სამხედრო ძალების გრძელვადიანი ზრდა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყო. აშშ რჩება უძლეველი - მაგრამ არა ყოვლისშემძლე სამხედრო ძალა მსოფლიოში და ყოველწლიურად, მსოფლიოს სიმდიდრის 25% აწარმოებს.
მომდევნო ათწლეული
მსოფლიო რესქტრუქტურიზდება 2008 წლის შემდეგ, რუსეთის საქართველოში შეჭრისა და სუბსტანდარტული ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ.
მას შემდეგ, სამი მოდელი წარმოიშვა:
პირველი, - ევროკავშირი ჩაერია კრიზისში, რომელიც ვერ გადაჭრა და რომლის ინტენსივობაც გაიზარდა. ვპროგნოზირებთ, რომ ევროკავშირი აღარასდროს დაუბრუნდება ძველ ერთიანობას, და თუ გადარჩება, უფრო შეზღუდული და ფრაგმენტული გზით იმუშავებს მომდევნო ათწლეულში. ჩვენ არ მოველით, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონა მუშაობას გააგრძელებს გაზრდილი პროტექციონიზმის გარეშე. ჩვენ ველით, რომ გერმანია გადაიტანს მძიმე ეკონომიკურ ცვლილებებს მომდევნო ათწლეულში და შედეგად, პოლონეთის რეგიონალური ძალაუფლება გაიზრდება.
არსებული დაპირისპირება რუსეთსა და უკრაინას შორის საერთაშორისო სისტემის ყურადღების ცენტრში იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაციაშესძლებს მსგავსი ფორმით არსებობას მთელი ათი წლის განმავლობაში. მისი გადამეტებული დამოკიდებულება ენერგიის ექსპორტზე და არარეალური მოლოდინები ფასებთან დაკავშირებით, შეუძლებელს ხდის მოსკოვმა შეინარჩუნოს ინსტიტუციონალური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის მასშტაბით. ჩვენ ველით, რომ მოსკოვის ხელისუფლება არსებითად დასუსტდება, რაც გამოიწვევს რუსეთის ფორმალურ და არაფორმალურ ფრაგმენტაციას.რუსეთის ბირთვული არსენალი მთავარი საზრუნავი გახდება, რადგანაც მოგვიანებით ეს პროცესი აჩქარდება.
ჩვენ შევედით პერიოდში, სადაც ჩქარდება ერი-სახელმწიფოების შემცირება, რომელიც გამოიწვია ევროპამ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ბევრ ქვეყანაში, ძალაუფლება აღარ იმართება სახელმწიფოს მიერ, გადაიზარდა შეიარაღებულ ფრაქციებად, რომლებიც ვერც სხვებს დაამარცხებს და ვერც თვითონ დამარცხდება. ამან სტიმული მისცა შიდა ინტესიური ბრძოლების პერიოდის დაწყებას. აშშ მზად არის, შეამსუბუქოს სიტუაცია საჰაერო ძალებითა და შეზღუდული სახმელეთო ძალებით, მაგრამ არ შეეძლება და არ ისურვებს საკითხის მოწესრიგებას. თურქეთი, რომლის სამხრეთ საზღვარი არის მოწყვლადი ამ ბრძოლის წინაშე, ნელ-ნელა ჩაერთვება ბრძოლაში. ამ ათწლეულის ბოლოსთვის, თურქეთი წარმოჩნდება, როგორც მთავარი რეგიონალური ძალა და შედეგად, თურქულ-ირანული კონკურენცია გაიზრდება.
ჩინეთმა თავისი ციკლი დაამთავრა, როგორც სწრაფადმზარდმა, დაბალი ხელფასების ქვეყანამ და შევიდა ახალ ფაზაში, რომელიც უკვე ნორმალურად ითვლება. ეს ფაზა შეიცავს უფრო მეტად ნელ ზრდასა და უფროდაუფრო ძლიერ დიქტატურას, ნელი ზრდით გამოწვეული წინააღმდეგობრივი ძალების შესაჩერებლად. ჩინეთი კვლავ იქნება ძირითადი ეკონომომიკური ძალა, მაგრამ აღარ იქნება გლობალური ზრდის ძველებურად აქტიური ძრავა. ამ როლს მიიღებენ საკმაოდ გაფანტული ქვეყნები, რომლებსაც „პოსტ-ჩინეთი 16-ს“ ვეძახით და მოიცავს სამხრეთ აზიის უმეტეს ქვეყანას, აღმოსავლეთ აფრიკასა და ლათინური ამერიკისნაწილებს. ჩინეთი, არც აგრესიული სამხედრო ძალა იქნება. იაპონია რჩება აღმოსავლეთ აზიის დომინანტური პოზიციის მთავარ პრეტენდენტად თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და მოთხოვნადი იმპორტის გამო.
ამერიკის შეერთებული შტატები ისევ იქნება მთავარი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალა მსოფლიოში, მაგრამ წარსულთან შედარებით მათში ნაკლებად ჩართული. მისი ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი, მზარდი ენერგეტიკული თვითკმარობა და მისი გამოცდილება გასული ათწლეულის განმავლობაში, გამოიწვევს მის გაზრდილ სიფრთხილეს მსოფლიოს ეკონომიკური და სამხედრო საქმეების ჩარევაში. შტატებმა ისწავლეს, თუ რა მოსდითდიდ ექსპორტიორებს, როდესაც მომხმარებელს არ შეუძლია ყიდვა, ან არ ყიდულობს მათ პროდუქტს. მანისწავლა ძალების ლიმიტირება მტრული ქვეყნების დამშვიდების მცდელობაში. მან ისწავლა, რომ ჩრდილოეთ ამერიკა არის არენა, რომელზეც მას წარმატების მიღწევა შეუძლია თავისი ტერიტორიის გარეთ შერჩევითი საქმიანობებით. იგი დაუპირისპირდება მთავარ სტრატეგიულ საფრთხეებს პროპორციული ძალებით, მაგრამ არ ითამაშებს ძველებურად პირველი მოპასუხის როლს.
მსოფლიო იქნება უწესრიგო. ერთადერთი, უცვლელი იქნება ამერიკის უწყვეტი, განვითარებადი ძალა - ძალა, რომელიც გაცილებით შეუმჩნეველი და ნაკლებად გამოყენებული იქნება მომდევნო ათწლეულში.
ევროპა
ევროკავშირი ვერ შეძლებს ფუნდამენტური პრობლემის გადაჭრას, რომელიც არის არა ევროზონა, არამედ თავისუფალი სავაჭრო ზონა.
გერმანია - ევროკავშირის მიზიდულობის ცენტრია; მას მთლიანი შიდა პროდუქტის 50% გააქვს საზღვარგარეთ, ამის ნახევარი კი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მიდის. გერმანიამ შექმნა პროდუქტიული შესაძლებლობა, რომელიც ბევრად უსწრებს მისი მოხმარების შესაძლებლობას, შიდა ეკონომიკის სტიმულირების შემთხვევაშიც კი. იგი დამოკიდებულია ამ ექსპორტებზე, რათა შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდა, სრული დასაქმება და სოციალური სტაბილურობა. ევროკავშირის სტრუქტურები - მათ შორს ევროს ფასის დადგენა და ბევრი ევროპული წესი - განკუთვნილია ექსპორტის დამოკიდებულების ხელშესაწყობად. ამან ევროპა, სულ მცირე, ორ ნაწილად გაყო: - ხმელთაშუა ევროპასა და ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია და ავსტრია, სრულიად განსხვავებული ქცევითი ნიმუშები და საჭიროებები აქვთ. არც ერთი პოლიტიკა არ ერგება მთლიან ევროპას. ეს თავიდანვე იყო მთავარი პრობლემა, მაგრამ ახლა უკიდურეს წერტილს მიაღწია. იმას, რასაც ევროპის ერთი ნაწილისთვის სარგებლობა მოაქვს, მეორეს ზიანს აყენებს.
ნაციონალიზმი უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი ნაწილია უკრაინის კრიზისი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რუსეთიდან წამოსულ აშკარა საფრთხეზე კონცენტრირდებიან. აღმოსავლეთ ევროპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, კიდევ ერთ ევროპას ქმნის - მთლიანობაში ოთხს, თუ დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიას დანარჩენი ევროპისგან გამოვყოფთ. თუ გავითვალისწინებთ ევროსკეპტიკოსი პარტიების გამრავლებას, ძირითადი პარტიების მზარდ დელეგიტიმიზაციას და ევროპის ქვეყნებში სეპარატისტული პარტიების მერყეობას, აშკარად ჩანს ფრაგმენტაცია და ნაციონალიზმი, ისე, როგორც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ 2005 წელს და მანამდეც.
ევროპაში, ეს ტენდენციები გაგრძელდება.
ევროკავშირი - რაღაც მხრივ შეიძლება გადარჩეს, მაგრამ ევროპის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობები უმთავრესად მართული იქნება ორმხრივი, ან შეზღუდული მრავალმხრივი ურთიერთობებით, რომლებიც იქნება მცირე მნიშვნელობის და არასავალდებულო. ზოგიერთ ქვეყანას შეეძლება დარჩენილი შემადგენლობის შენარჩუნება უაღრესად შეცვლილი ევროკავშირის სახით, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს ევროპას.
მომავალი ათი წლის განმავლობაში ევროპას განსაზღვრავს ერი-სახელმწიფოს ხელახალი გამოჩენაკონტინენტის ძირითად პოლიტიკურ მანქანად. მართლაც, ერი-სახელმწიფოების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგანაც სხვადასხვა მოძრაობები უპირატესობას ანიჭებენ შემადგენლობიდან გამოსვლას, ან სახელმწიფოების შემადგენელ ნაწილებად დაშლა გაზრდის მათ ძალას.ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რადგანაც ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა ძლიერდება ევროპის კრიზისის შუაგულში.
ამ ერი-სახელმწიფოებს შორის, გერმანია, ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე გავლენიანი გამოჩნდა. მაგრამ გერმანიაც ძალიან დაუცველია. ეს არის მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ეკონომიკური ძალა, მაგრამ ამ სტატუსს მიაღწია ექპორტზე დამოკიდებულებით. ექსპორტის ძალას ჩაშენებული აქვს დაუცველობა. ისინი დამოკიდებულნი არიან მომხმარებლის სურვილებზე და შესაძლებლობაზე, რომ იყიდონ მათი პროდუქტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გერმანიის ეკონომიკა მძევალია ეკონომიკური კეთილდღეობისა და კონკურენტუნარიანი გარემოსი, რომელშიც ის მუშაობს.
ამ კუთხით მრავალი ძალა მუშაობს გერმანიის წინააღმდეგ. პირველ რიგში, ევროპის მზარდი ნაციონალიზმი გამოიწვევს პროტექციონისტულ კაპიტალსა და შრომის ბაზარს. შედარებით სუსტი ქვეყნები კი, სავარაუდოდ, აითვისებენ კაპიტალის კონტროლის სხვადასხვა სახეებს, ხოლო ძლიერი ქვეყნები შეზღუდავენ უცხოელების მოძრაობას - მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისას - თავიანთი საზღვრების მიღმა.
ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ, რომ არსებული პროტექციონისტული პოლიტიკა ევროკავშირის შიგნით, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაზე, გაძლიერდება მომდევნო წლებში სავაჭრო ბარიერების გამო, რაცგამოიწვია სამხრეთ ევროპის შედარებით სუსტი ეკონომიკამ, რომელსაც სჭირდება ეკონომიკური ბაზის ხელახალი აშენება არსებული დეპრესიის შემდეგ. გლობალურ საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ევროპის ექსპორტები, გაზრდილი კონკურენციისა და უაღრესად ცვალებადი მოთხოვნის წინაშე იქნება გაურკვეველ სიტუაციაში. ამიტომ, ჩვენი პროგნოზია, რომ გერმანიაში დაიწყება გაზრდილი ეკონომიკური ვარდნა, რომელიც მივა შიდა სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისამდე და შეამცირებს გერმანიის გავლლენას ევროპაზე მომდევნო ათი წლის განმავლობაში.
ეკონომიკური ზრდისა და მზარდი პოლიტიკური გავლენის ცენტრში პოლონეთი იქნება. პოლონეთმა შეინარჩუნა ერთ-ერთო ყველაზე შთამბეჭდავად მზარდი პროფილი გერმანიისა და ავსტრიის გარეთ. ამასთანავე, იმის მიუხედავად, რომ მისი მოსახლეობა, სავარაუდოდ, შემცირდება, ეს შემცირება ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრად ნაკლები იქნება. მაშინ, როდესაც გერმანიაში დიდი ცვლილებები იქნება ეკონომიკასა და მოსახლეობაში, პოლონეთი საკუთარ სავაჭრო ურთიერთობებს გაამრავალფეროვნებს, რათა დომინანტი ძალა გახდეს სტრატეგიულ ჩრდილოეთ ევროპის ვაკეზე. უფრო მეტიც, ჩვენ ველით, რომ პოლონეთი იქნება ანტირუსული კოალიციის ლიდერი და კოალიციაში, ათწლეულის პირველ ნახევარში, მრავალმნიშვნელოვნად იქნება რუმინეთი.
ათწლეულის მეორე ნახევარში, ეს კავშირი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რუსეთის სასაზღვრო ზოლებისთვის ახალი ფორმის მისაცემად და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში ფორმალური და არაფორმალური საშუალებებით. საბოლოოდ, მოსკოვის დასუსტებასთან ერთად, ეს კავშირი გახდება დომინანტი ძალა არამხოლოდ ბელორუსიასა და უკრაინაში, არამედ კიდევ უფრო აღმოსავლეთითაც. ეს კი უფრო მეტად გაზრდის პოლონეთისა და მისი მოკავშირეების ეკონომიკურ და პოლიტიკურ პოზიციებს.
პოლონეთს სარგებელს მოუტანს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც წამყვანი გლობალური ძალა ურთიერთობას იწყებს სტრატეგიულ პარტნიორთან, მის ინტერესებშია, გახადოს პარტნიორი რაც შეიძლება ეკონომიკურად ძლიერი ორი მიზეზის გამო - დაასტაბილუროს მისი საზოგადოება და გახადოს სამხედრო ძალის შექმნის უნარიანი. აშშ ამ პოზიციაში იქნება უკრაინასთან, ისევე როგორც რუმინეთთან. ვაშინგტონმა თავისი ინტერესი რეგიონში ნათელი გახადა.
რუსეთი
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ამჟამინდელ ფორმაში გადარჩება. მისმა მარცხმა, გარდაექმნა ენერგიის შემოსავალი თვითმართვად ეკონომიკად, გახადა იგი მოწყვლადი ფასების ცვლილებებისადმი. მას არანაირი დაცვა არ აქვს ამ საბაზრო ძალების წინააღმდეგ. თუ გავითვალისწინებთ ფედერაციის მოწყობილობას, რომ შემოსავალი მიდის მოსკოვში სანამ პირდაპირ ან რეგიოონალური მთავრობების მეშვეობით იქნება განაწილებული, რესურსების ნაკადიც მკვეთრად ცვალებადი იქნება.
გამეორდება საბჭოთა კავშირის სიტუაცია 1980-იან წლებში და რუსეთის 1990-იანებში, როდესაც მოსკოვის უნარი, მხარი დაეჭირა ეროვნული ინფრასტრუქტურისთვის, დასუსტდა. ამ შემთხვევაში, რეგიონები, საკუთარი თავის დასაცავად ჩამოაყალიბებენ ფორმალურ და არაფორმალურ ავტონომიურ გაერთიანებებს. რუსეთის პერიფერიის მოსკოვთან დამაკავშირებელი ეკონომიკური კავშირები დაიშლება.
ისტორიულად, რუსები მსგავს პრობლემებს წყვეტდნენ საიდუმლო პოლიციით - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტით და მისი მემკვიდრე, უშიშროების ფედერალური სამსახურით. მაგრამ ისევე, როგორც 1980-იან წლებში, ამ ათწლეულშიც ვერ შეძლებს საიდუმლო პოლიცია შეაჩეროს ცენტრიდანული ძალები, რომლებიც რეგიონებს მოსკოვს აშორებს. ამ შემთხვევაში, უშიშროების ფედერალური სამსახურის ძალას დაასუსტებს მისი ხელმძღვანელობის ჩართულობა ეროვნულ ეკონომიკაში. ეკონომიკის მერყეობასთან ერთად უშიშროების ფედერალური სამსახურის ძალაც მერყეობს. მისი რეალური ტერორის გარეშე რუსეთის ფედერაციის ფრაგმენტაცია გარდაუვალია.
რუსეთის დასავლეთით პოლონეთი, უნგრეთი და რუმინეთი შეეცდებიან რუსებთან დაკარგული ტერიტორიების აღდგენას. ისინი იმუშავებენ ბელორუსიისა და უკრაინის დასახმარებლად. სამხრეთით, რუსეთის უნარი, აკონტროლოს ჩრდილოეთ კავკასია, შემცირდება და ცენტრალური აზია დესტაბილიზირდება.
ჩრდილო-დასავლეთით, კარელიის რეგიონი შეეცდება ფინეთთან ხელახლა შეერთებას. შორეულ აღმოსავლეთში, საზღვაო რეგიონები, რომლებიც ჩინეთთან, იაპონიასთან და აშშ-სთან უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ვიდრე მოსკოვთან, დამოუკიდებლად განაგრძობენ მოქმედებას. მოსკოვს გარეთ სხვა ტერიტორიები, აუცილებლად არ შეეცდებიან ავტონომიის მოპოვებას, მაგრამ მათი წახალისებით ექნებათ. ეს არის საქმის არსი. არ იქნება აჯანყება მოსკოვის წინააღმდეგ, მაგრამ მოსკოვის დასუსტებული უნარი, აკონტროლოს და ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციას, შექმნის ვაკუუმს. ხოლო ვაკუუმში რუსეთის ფედერაციის ინდივიდუალური ნაწილები იარსებებს.
ეს მომავალი ათწლეულის უდიდეს კრიზისს წარმოშობს. რუსეთი არის მასიური ბირთვული დარტყმის ძალის ადგილი, რომელიც გადანაწილებულია ღრმა ზურგში. მოსკოვის ძალაუფლების შემცირებასთან ერთად გაჩნდება კითხვები, თუ ვინ აკონტროლებს ამ რაკეტებს და რა გარანტიაა, რომ მათ არ გამოიყენებენ. ეს იქნება შეერთებული შტატების მთავარი გამოცდა.
ვაშინგტონი არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლება ხელი მოჰკიდოს ამ საკითხს, მაგრამ ბევრ ადგილზე ვერ შესძლებს სამხედრო კონტროლის დამყარებას და გარანტირებას, რომ პროცესში არც ერთი რაკეტა არ აფეთქდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს ან სამხედრო გადაწყვეტის მოფიქრება, რომელიც ამ დროისთვის რთულად წარმოსადგენია რაკეტის გასროლის საფრთის გათვალისწინებით, ან ცდა, რომ შექმნას სტაბილური და ეკონომიკურად ეფექტური მთავრობა რეგიონებში, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩართულნი არიან რაკეტების ნეიტრალიზაციაში. რთული წარმოსადგენია, თუ როგორ ჩაივლის ეს პრობლემა. როგორც არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს პროგნოზსს რუსეთის ფედერაციის დაშლასთან დაკავშირებით, ეს საკითხი მომავალ ათწლეულში მოგვარდება.
ათწლეულის პირველ ნახევარში საკითხი იქნება, თუ რა დონეზე გაფართოვდება ბალტიისა და შავ ზღვას შორის გადაჭიმული კავშირი. ლოგიკურად, იგი მიაღწევს აზერბაიჯანამდე და კასპიის ზღვამდე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პროგნოზი გვაქვს ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთზე.
ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა
ახლო აღმოსავლეთი - განსაკუთრებით ლევანტსა და ირანს შორის ტერიტორია, ჩრდილოეთ აფრიკასთან ერთად - განიცდის ეროვნულ რღვევას. ამით ჩვენ იმის თქმა გვსურს, რომ მე-19 და მე-20 საუკუნეში ევროპული ძალებით დაარსებული ერი-სახელმწიფოები იშლებიან მათ შემადგენელ ნაწილებად ნათესაობის, რელიგიის ან ცვალებადი ეკონომიკური ინტერესების მიხედვით. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცა ლიბია, სირია და ერაყი, ჩვენ ვნახეთ ერი-სახელმწიფოს დეგენერაცია ფრაქციებად, რომლებიც ერთმანეთს ეომებიან და ეს, ქვეყნების ძველ საზღვრებს სცდება.
ეს პროცესი,ლიბანის მოდელს ჰგავს 1970-იან და 1980-იან წლებში, როდესაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეწყვიტა ფუნქციონირება და ძალაუფლება გადაეცა მეომარ ფრაქციებს. წამყვანი ფრაქციები სხვებს ვერ ამარცხებდნენ და არც თვითონ მარცხდებოდნენ. მათით მანიპულირებდნენ და მხარს უჭერდნენ გარედან, ასევე თვითონაც ინახავდნენ თავიანთ თავს. ამ ფრაქციებს შორის ბრძოლა გადაიზარდა სამოქალაქო ომში - რომელიც ჩაწყნარდა, მაგრამ არ დასრულებულა. რაც ძალაუფლების ვაკუუმები არსებობს რეგიონში, ჯიჰადის ჯგუფები მოქმედებისთვის ადგილს იპოვიან, მაგრამ საბოლოოდ მათ შიდა დანაყოფები შეაჩერებენ.
ამ სიტუაციას, გარე ძალები ვერ ჩაახშობენ. საჭირო ძალის რაოდენობა და განაწილების სიგრძე ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლებლობებს აღემატება, მკვეთრადგაფართოების შემთხვევაშიც კი. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში არსებულ სიტუაციებს, განსაკუთრებით რუსეთში, - შეერთებულ შტატები, ვეღარ შესძლებს მხოლოდ ამ რეგიონზე ფოკუსირებას.
ამავდროულად, ეს ევოლუცია, განსაკუთრებით თურქეთის სამხრეთით მდებარე არაბულ სახელმწიფოებში, საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას. აშშ იმოქმედებს კონკრეტული ფრაქციების მხრიდან საფრთხის შესამსუბუქებლად, რაც დროთა განმავლობაში შეიცვლება შეზღუდული ძალის გამოყენებით. მაგრამ შეერთებული შტატები არ განათავსებს მულტიდივიზიურ ძალებს რეგიონში. ამ ეტაპზე, ქვეყნების უმეტესობა ელის, რომ ამერიკა იმოქმედებს, როგორც გადამწყვეტი ძალა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ათწლეულში მისი მარცხი იხილეს ამ როლში.თუმცა, მოლოდინები უფრო ნელა იცვლება, ვიდრე რეალობა.
დროის მსვლელობასთან ერთად გამოჩნდება, რომ თავისი ადგილმდებარეობის გამო, მხოლოდ ერთი ქვეყანაა დაინტერესებული სირიისა და ერაყის სტაბილიზაციით, შეუძლია ფართოდ მოქმედება - ისევ მისი ადგილმდეობარეობის გამო - და აქვს საშუალება, რომ სულ მცირე, მიაღწიოს შეზღუდულ წარმარტებას რეგიონში. ეს ქვეყანა არის თურქეთი. ამ ეტაპზე, თურქეთი გარშემორტყმულია არაბულ სამყაროში, კავკასიაში და შავი ზღვის აუზში მიმდინარე კონფლიქტებით. მაგრამ, საჭირო დრომდე, თურქეთი თავს არიდებს რისკის თავის თავზე აღებას.
თურქეთს დასჭირდება ამერიკის დახმარება პოლიტიკური და სამხედრო მიზეზების გამო. აშშ დათანხმდება, მაგრამ რუსეთის შეკავებაში მონაწილეობის სანაცვლოდ. შეერთებული შტატები არ ელის, რომ თურქეთს ექნება მთავარი როლი ბრძოლაში და არც თვითონ აპირებს. მაგრამ მას სურს თანამშრომლობის გარკვეული ხარისხი შავი ზღვის სამართავად. თურქეთი მზად არ იქნება ახლო აღმოსავლეთში სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკის გასატარებლად და ამერიკას დათანხმდება. ეს კი გზას გაუხსნის შეკავების ხაზის გაფართოებას საქართველოსა და აზერბაიჯანში.
ჩვენ ველით, რომ არასტაბილურობა არაბულ სამყაროში ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდება. აგრეთვე ველით, რომ თურქეთი, ზედმეტად არ ჩაერევა სამხრეთში, რადგან ეშინია თავის საზღვრებთან ასე ახლოს ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლის პოლიტიკური შედეგები აიძულებს მას, რომ ჩაებას. იგი ჩაერევა რაც შეიძლება ოდნავ და ნელა, მაგრამ საბოლოოდ მისი ჩარევა უფრო გაიზრდება. როგორიც არ უნდა იყოს მისი თავშეკავება, თურქეთი, ვერ გაუძლებს თავის საზღვრებთან არსებულ ქაოსს წლების განმავლობაში და არც ერთი სხვა ქვეყანა არ აიღებს თავის თავზე ამ ტვირთს.
ირანს არც გეოგრაფიული მდებარეობა და არც სამხედრო მდგომარეობა არ უწყობს ხელს ამ ფუნქციის შესასრულებლად, არც საუდის არაბეთს. თურქეთი, სავარაუდოდ, ცდილობს მოძრავი კოალიციების აშენებასჩრდილოეთ აფრიკაში მისაღწევად და სიტუაციის სტაბილიზებისთვის. თურქეთ-ირანის კონკურენცია დროთა განმავლობაში გაიზრდება, მაგრამ თურქეთი შეინარჩუნებს თავისუფლებას ღიად, რათა იმუშაოს ირანთანაც და საუდის არაბეთთან ისე, როგორც საჭიროა. რამდენად დინამიურიც არ უნდა იყოს, თურქეთი მაინც მის ცენტრში იქნება.
მხოლოდ ეს რეგიონი არ მიიქცევს თურქეთის ყურადღებას. რუსეთის დასუსტებასთან ერთად დაწინაურდება ევროპის გავლენა აღმოსავლეთით, სადაც თურქეთს ისტორიული ინტერესები აქვს, - ეს არის შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირო. ჩვენ შეგვიძლია განვჭრიტოთ თურქეთის ძალის პროექტირება ჩრდილოეთით, რა თქმა უნდა სავაჭრო და პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ პოტენციურად, ზოგიერთი ზომიერი სამხედრო გზითაც. უფრო მეტიც, ევროკავშირის დაშლასთან, ინდივიდუალური ეკონომიკების დასუსტებასთან და ზოგიეთი ქვეყნის აღმოსავლეთისკენ ორიენტირებასთან ერთად თურქეთის ყოფნა ბალკანეთში გაიზრდება, რადგანად ერთადერთი დარჩენილი ძალაა, რომელსაც ეს შეუძლია.
სანამ ეს მოხდება, თურქეთმა შიდა პოლიტიკური ბალანსი უნდა იპოვოს. ის არის როგორც სეკულარული, ასევე მუსულმანური ქვეყანა. ამჟამინდელი ხელისუფლება შეეცადა მათ შორის ხიდის გადებას, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით იგი სეკულარისტებისკენ იხრება, რომელთაგანაც იქ ბევრია. მომდევნო წლების განმავლობაში უდავოდ გამოჩნდება ახალი მთავრობა. ეს არის თანამედროვე თურქეთის მუდმივი ნაკლი. ბევრი ქვეყნის მსგავსად, მისი ძალა გაიზრდება პოლიტიკური გაურკვევლობის შუაგულში.ამ შიდა პოლიტიკური კონფლიქტის გარდა, სამხედრო, სადაზვერვო და დიპლომატიურ სამსახურს დასჭირდება ზომისა და ფუნქციის განვითარება მომდევნო ათწლეულში. ასე რომ, ჩვენ ველით თურქეთის მთავარ რეგიონალურ ძალად გამოჩენის დაჩქარებას მომავალწლებში.
აღმოსავლეთ აზია
ჩინეთს აღარ აქვს სწრაფად მზარდი და დაბალხელფასიანი ეკონომიკა. მისიეკონომიკის შენელებასთან ერთად, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის შექმნისა და ორგანიზების პროცესი დაბალხელლფასიანი მუშების დასასაქმებლად გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. იმას, რაც საპორტო ქალაქებში სწრაფად კეთდება, შიდა ქალაქებში ბევრად მეტი დრო სჭირდება. ამიტომ, ჩინეთმა, თავისი ეკონომიკის ნორმალიზება მოახდინა, ისევე როგორც იაპონიამ, ტაივანმა და სამხრეთ კორეამ გააკეთეს 1997 წელს - მასიური გაფართოების ყველა კულმინაცია და ეკონომიკის ცვლილების ოპერაციები.
ჩინეთის პრობლემა მომდევნო ათწლეულში იქნება ამ ცვლილების პოლიტიკური და სოციალური შედეგები. ზღვისპირა რეგიონი ზრდის მაღალი ტემპითა და ევროპელ და ამერიკელ მომხმარებლებთან ახლო კავშირებით აშენდა. ამის შემცირებასთან ერთად პოლიტიკური და სოციალური გამოწვევები წარმოიშობა. ამავდროულად, მოლოდინი, რომ შიდა ნაწილი - მდინარე დელტა იანცზის უფრო მეტად ურბანული ნაწილების მიღმა - ისევე სწრაფად გაიზრდებოდა, როგორც სანაპირო, ინგრევა. მომდევნო ათი წლის პრობლემა ამ სირთულეებსაც მოიცავს.
პეკინის მზარდი დიქტატორული მიდრეკილება და ანტიკორუფციული კამპანია, რაც პეკინის ჩინეთზე ზეგავლენის მტკიცებულებაა, გვთავაზობს მონახაზსს, თუ რისი დანახვა ენდომება ჩინეთს მომდევნო ათწლეულში. ჩინეთი მიჰყვება ჰიბრიდულ გზას, რომელიც მოახდენს პოლიტიკური და ეკონომიკური ძალების ცენტრალიზებას, დაამტკიცებს პარტიის უპირატესობას სამხედროზე და გააერთიანებს დანაწევრებულ ინდუსტრიას, როგორიცაა ქვანახშირი და ფოლადი,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებსა და საბანკო სექტორებში ეტაპობრივი, ბაზარ
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)