ნიუ-იორკში ქართველი ახალგაზრდა სანდრო ქოიავა დაიღუპა. სანდრო ქოიავა სამოქალაქო აქტივისტის მანჩო გიორგობიანის ვაჟია. მისი მეგობრების თქმით, ქოიავა თბილისიდან ამერიკაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გარდაცვლილი ერთ-ერთ ღამის კლუბთან იპოვეს. სანდრო 22 წლის იყო, ის ამერიკაში ბიძასთან ცხოვრობდა.
Ambebi.ge მომხდარის შესახებ კომენტარისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყება აშშ-ში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს: "საკონსულო საქმის კურსშია, კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახთან და მივყვებით ყველა საჭირო, დადგენილ პროცედურას" - განგვიცხადეს უწყებაში.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/170099-ni...nis-vazhia.html
როგორ შემეცოდა