
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს 10 ივნისიდან 10 ივლისამდე საფრანგეთი უმასპინძლებს. მოქმედი ჩემპიონი (ზედიზედ ორი გამარჯვება ევრო 2008 და ევრო 2012) ესპანეთი გახლავთ.
ევროპის ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში, წელს პირველად ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის ჩატაება 2010 წელს გადაწდა. მატჩებს უმასპინძლებენ ბორდოში, ლენსში, ლილში, ლიონში, მარსელში, ნიცაში, სენდენში, სენტ ეტიენსა და ტულუზაში. 1960 და 1984 წლების შემდეგ საფრანგეთი მესამედ უმასპინძლებს ევროპულ საფეხბურთო ფორუმს. თავად მასპინძელ ფრანგებს ევროპის ჩემპიონის ტიტული ორჯერ 1984 და 2000 წლებში აქვთ მოგებული.
ევრო 2016-ის გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშებაში მიიღებს, რომელიც თავის მხრივ რუსეთში გაიმართება.
ევრო 2016 მასპინძლობის მსურველებიევრო 2016 მასპინძლობის სურვილი ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა საფრანგეთმა გადამწყვეტ მომენტში იტალიასა და თურქეთს აჯობა.
საკვალიფიკაციო ეტაპისაფრანგეთში გასამართი ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2014 წლის 23 თებერვალს, ნიცაში შედგა, პირველი შესარჩევი ტურის შეხვედრები კი ამავე წლის სექტემბრის თვეში გაიმართა.
ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად 53 ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდი იბრძოდა. აღნიშნული საკვალიფიკაციო ციკლი პირველი იყო გიბრალტარის ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც უეფას წევრ ქვეყანად 2013 წელს იქნა აღიარებული. წილისყრამდე გუნდები უეფას სანაკრებო რეიტინგის მიხედვით გადანაწილდნენ.
საკვალიფიკაციო ეტაპი უდანაკარგოდ მხოლდო ერთმა - ინგლისის ნაკრებმა გავლო, რომელმაც 10 ჩატარებული შეხვედრიდან 10 მატჩის მოგება მოახერხა.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი სადებიუტო იქნება ალბანეთის, სილანდიის, ჩრდილო ირლანდიის, სლოვაკეთისა და უელსის ეროვნული ნაკრები გუნდებისთვის.
ფინალური ეტაპის წილისყრაფინალური ეტაპის წილისყრა 2015 წლის 12 დეკემბერს პარისში, Palais des Congrès de la Porte Maillot=ში გაიმართა. ფინალური ეტაპის 24 მონაწილე გუნდი 6 სხვადასხვა ჯგუფში იქნა განაწილებული. მასპინძელი საფრანგეთი პირველ ჯგუფში პირველ ნომრად ავტომატურად იქნა განთესილი. სხვა დანარჩენი გუნდები კი წილისყრამდე შემდეგნაირად იყვნენ კალათებში განაწილებულნი - იხ. ფოტო.
მასპინძელი ქალაქები და სტადიონები
სენდენი - სტადიონი: სტად დე ფრანსი (81,338 მაყურებელი)
მარსელი - სტადიონი: ველოდრომი (67,394 მაყურებელი)
ლიონი - სტადიონი: ლიონის ოლიმპიური პარკი (59,286 მაყურებელი)
ლილი - სტადიონი: სტად პიერ მორუა (50,186 მაყურებელი)
პარიზი - სტადიონი: პარკ დე პრინსი (48,712 მაყურებელი)
ბორდო - სტადიონი: მატმუტ ატლანტიკი (42,115 მაყურებელი)
სენტ ეტიენი - სტადიონი: ჟეფრი გიშარი (41,965 მაყურებელი)
ნიცა - სტადიონი: ალიანს რივიერა (35,624 მაყურებელი)
ლენსი - სტადიონი: სტად ფელიკს ბოლარი (38,223 მაყურებელი)
ტულუზა - სტადიონი: მუნიციპალი (33,150 მაყურებელი)
ნაკრები გუნდები და მათი დისლოკაციის ადგილი
ჩემპიონატზე მივლენილი ოფიციალური პირები | მსაჯები
ჯგუფები და კალენდარი
ფლეი-ოფში მონაწილეობს ავტომატურად მიიღებენ ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსანი გუნდები. მათ დაემატება 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამ ადგილზე გასული გუნდი.


დისკვალიფიცირებული მოთამაშეების შესახებმარეკ სუხი (ჩეხეთი) თავის გუნდს ვერ დაეხმარება ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში
გოქხან ტორე (თურქეთი) თავის გუნდს ვერ დაეხმარება ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ
თილისმაევრო 2016-ის თილისმა იქნება სუპერ ვიქტორი, რომელიც უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში 50 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა აირჩია.
ჩემპიონატის სპონსორებიAdidas
Carlsberg
Coca-Cola
Continental
Hisense
Hyundai–Kia
McDonald's
Orange
SOCAR
Turkish Airlines
Abritel–HomeAway
Crédit Agricole
Française des Jeux
La Poste
PROMAN
SNCF
ჩემპიონატის ოფიციალური ბურთიევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი - Adidas Beau Jeu გახლავთ, რომელიც 2015 წლის 12 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მადრიდის რეალის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წარადგინა.

ჩემპიონატის მონაწილე გუნდების საკონტროლო შეხვედრები
This post has been edited by SPIRIT CRUSHER on 9 May 2016, 23:05
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)