ალბათ ყველამ ვიცით უკვე
თბილისში გაზზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. როგორც ”ფორტუნას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელი კომპანია შემოიყვანს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტისთვის განკუთვნილ 175 ახალ ავტობუსს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში ერთ-ერთი მონაწილე უკრაინული კომპანია „სიტი ტრანსპორტ ჯგუფია“, რომელიც „ლვოვის ავტობუსების ქარხნის“ მმართველი კომპანიაა. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია უკრაინული ЛАЗ-ების საქართველოში წარმოებას დაიწყებს და შემსყიდველს ისე მიაწვდის.
სავარაუდოდ, ტენდერში მონაწილეობს რუსული კომპანია GazGroup-ც, რომელიც газ-ის მარკის ავტობუსებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტენდერის მიმდინარეობის დროს “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ” გაავრცელა.
ახალი ავტობუსები თბილისში აგვისტოდან უნდა გამოჩნდეს. იგეგმება 175 ახალი, შეკუმშულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე, 12-მეტრიანი, ავტობუსის შემოყვანა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შემოყვანილი ავტობუსები სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს.
თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხს გამოიყენებს. გამარჯვებული კომპანიის შერჩევაში EBRD მონაწილეობს.
გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი 16 მარტს დასრულდა. ტენდერში სულ 7 კომპანია მონაწილეობდა.
http://fortuna.ge/tbilisshi-gazze-momushav...-gamockhaddeba/მივესალები ყვითელი ტრაქტორების მოშორებას ტრაქტორებივით ბოლავდნენ მართლა
გამართავი დაფლეთილი სალონი და რამე ცალკე
ახლები მეტაქ ომფორტული იქნება
მანის ფირმისაა და ერთერთი საუკეთესოა
იქნება გაზზე რაც ეკოლოგიისთვის კაია
ერთი რა მაინტერესებს
1-რაღაც ძალიან გრძელები ჩანს და სუ ხო არ გადახერგავს გზებს? ჩემ უბანში 1000% ვიცი რო ვერ ამოვა ეგეთი გრძელი ვერ მოუხვევს
+თავშეყრის ადგილები თუნდაც კოლმეურნეობაზე ეგენი რო დადგებიან იქ მანქანაღა გაივლის?
რუსთაველზე 10 ერთად მოძრაობს ხოლმე და ეგენი იმხელა ჩანს რო რავი
2- გაზზე როა კაია მარა იმედია გაზის ფას არ გააორმაგებენ ,მოხმარება იმდენად გაეზრდებათ ბენზინივით არ ქნან მერე
This post has been edited by quattro on 13 Jul 2016, 15:02