მეგობრებო, შეიძლება პირდაპირ პოლიტიკური არაა, მაგრამ როგორ არაა?
ფაქტია, რომ მიშაზე წუწუნებთ, ბიძინაზე თუ დონალდ ტრამპზე, თქვენი მოთქმა დაფუძნებულია კარგად ყოფნაზე. კარგად ყოფნას უზრუნველყოფს მატერიალური მდგომარეობა.
მოკლედ ეს კარფურები და ეგეთი ქსელები აჩალიჩებენ რა ძირითადად. მარკეტინგზე არ ვსწავლობ, ჩემით მაქვს წაკითხული აქაიქ და მინდა პატარა ხრიკები გასწავლოთ. შეიძლება ერთჯერადად ლარი დაგაზოგინოთ და ლარის დდშვც-ო თქვათ, მაგრამ in a long run დიდ თანხას დაზოგავთ. დავიწყოთ:
1) აი ისთის კარფურში მაგალითად, შესასვლელიდან ვერ შედიხარ, რო შეხვალ მეორე ბოლოში უნდა გახვიდე და იქიდან შეხვიდე რო მერე სანამ სალარომდე მოხვალ, თითქმის მთელი მაღაზია გაიარო და ყველაფერი დაინახო
2) ელემენტარული ყოველდღიური პროდუქტები მაგალითად პური და კვერცხი ერთმანეთისაგან ძალიან გაფანტული და დაშორებულია, რო ასევე ყველა ტოჩკაში მოხვდე
3) .99 (ამის ახსნა ალბათ არ დამჭირდება ყველა მიხვდებით)
4) საბავშვო რაღაცები მაგალითად სნიკერსები დევს ქვედა თაროებზე თუ რაც ქვია რო ბავშვის თვალმა დაინახოს, ან ხელი წაავლოს და დედამ ვეღარ გაუტეხოს
5) საჭმელს აკეთებენ, რისი სურნელიც ტვინზე მოქმედებს და მეტს გაყიდინებს, გგონია, რომ მაგრად გშია, და იმაზე მეტს ყიდულობ, ვიდრე გჭირდება. (ყოველთვის ეცადეთ დანაყრებული შეხვიდეთ საყიდლებზე)
6) ნელი მუსიკაა ჩართული, რომ დროის გასვლა ვერ იგრძნო
7) ვითომ რო ძაან დიდი ფასდაკლებაა, არადა ჩემს ###ს რო გაიგებ საწყისი ფასი რა იყო
8) სიტყვაზე 30-70 ლარამდე ფასების შამპანურებია სიტყვაზე, და გვერდზე უდებენ 800 ლარიანს, რომ იმასთან შედარებით ეგ ფასები დაბლად მოგეჩვენოს
9) "მხოლოდ X დღე" ტიპის ხრიკები, ვითომდა რაღაც მხოლოდ, მაგალითად, სამი დღეა ხელმისაწვდომი და შენ არ უნდა გამაზო შანსი ყიდვისა, თორემ სხვა დროს ვეღარ იყიდი.
კიდე ძაან ბევრია
აღარ მახსოვს
თქვენც თუ იცით შეგიძლიათ ჩამოწეროთ და დაეხმაროთ სხვებს. :*
იმედია, რაღაც მხრივ მაინც დაგეხმარებათ ეს რჩევები.
This post has been edited by Nimrodel on 29 Oct 2017, 18:52
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.