http://tb24.ge/index.php/politika/item/281...%83%AA%E1%83%90თბილისი 24"-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შპს "ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებას" სიმბოლურ ფასად 1 ლარად, რუსთავში , ახმეტელის ქ. N10-ში მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა ნაგებობა 2011 წლის 19 სექტმებრეს გადასცა.

აშშ-ში მის მიერ გახსნილ სკოლებში “ეფ-ბი-აი“ შევიდა. აშშ-მ, აღნიშული სასწავლებლების დახურვის პარალელურად, რამდენიმე პედაგოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
სწორედ გიულენი დგას საქართველოში ერთ-ერთ პრესტიჟულ – “შავი ზღვის“ უნივერსიტეტის უკანაც.
გიულენს ახლო კავშირი აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტის დედასთან და “საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორთან გიული ალასანიასთან. სწორედ გიული ალასანია უძღვება ფეთჰულაჰ გიულენის ინიციატივით გამართულ კონფერენციებს, რომლებიც საქართველოში ყოველთვიურად ტარდება.
საქართველოში გიულენი რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს, ესენია:
დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი;
თბილისის სკოლა–ლიცეუმი „სხივი“;
ბათუმის რ.შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა;
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა;
რუსთავის რუსთაველის სახელობის სახელოვნებო დაწყებითი სკოლა;
ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი;
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი;
ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა;
ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი;
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი;
რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი;
მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.
მართალია, გიულენის მიერ საქართველოში დაარსებულ სასწავლებლებში ისლამს არ ასწავლიან, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დაწყებითი კლასებიდან მის მიერ ნდობით აღჭურვილმა პირებმა ნიჭიერ ბავშვებს შთააგონონ იდეოლოგია, რომელსაც მისი მიმდევრები ატარებენ. ასეთ ბავშვებს გიულენი სწავლების ბოლო საფეხურამდე აფინანსებს და შემდგომ სხვადასხვა ქვეყანაში მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებში პედაგოგებად აგზავნის.