რა შეიცვალა რეალურად? მოდით, გავარკვიოთ.
რა იყო საჭირო ადრეიღებდით ცნობას სამსახურიდან ხელფასის შესახებ;
იღებდით ბანკიდან ბოლო თვეების ამონაწერს;
იღებდით ბანკიდან ანაბრის ცნობას, რისთვისაც სასწრაფოდ უყრიდით თანხას თავს;
იღებდით ორ ფოტოსურათს (რომელშიც, რა თქმა უნდა, ცუდად "გამოდიოდით")
იღებდით პასპორტის ასლებს;
იღებდით სამოგზაურო დაზღვევას;
ავსებდით აპლიკაციის ფორმას, რომელშიც პასუხობდით უამრავ შეკითხვას;
ჯავშნიდით სასტუმროს (სასურველია ტურისტულის ბეჭდით);
ჯავშნიდით თვითმფრინავის ბილეთებს (არ ყიდულობდით, რა იცი რა ხდება);
ნიშნავდით საკონსულოში ან სერვისცენტრში მისვლის თარიღს;
მიდიოდით აღნიშნულ ცენტრში და დგებოდით რიგში;
იხდიდით რაღაც ოდენობის თანხას (35-150 ევრო);
აბარებდით საბუთებს;
ელოდებოდით პასუხს 7-21 დღე;
მიდიოდით პასპორტის წამოსაღებად ან იხდიდით მოტანაში ფულს;
საბოლოოდ ყიდულობდით თვითმფრინავის ბილეთს.
რა არის საჭირო ახლადაბრუნების ბილეთის ჩვენება (რაც ისედაც გაქვთ);
ამონაწერი ბანკიდან, რომ უკაპიკოდ არ მიდიხართ; (თან იქონიეთ ბანკის ბარათი, ანგარიშზე თანხის რაოდენობას არ გიმოწმებენ, შეიძლება(!) მოგთხოვონ რამეს შეძენა იმ ბარათის გამოყენებით: წყალი, ხელსახოცი, რაომე იაფი... ამით რწმუნდებიან რომ ბარათი მოქმედია და ზედ ტანხა დევს)
სამოგზაურო დაზღვევა (რაც ასევე ისედაც უნდა გქონდეთ, თუ ათი თავი არ გაქვთ);
სასტუმროს ჯავშანი (5 წუთში ამობეჭდავთ booking.com-დან რამე ჯავშანს).
გაადვილდა თუ არა ევროპაში მოგზაურობა - თავად გადაწყვიტეთ.
პს
ვინმე გია-ზე სპლიყვი გელაპარაკოთ...
This post has been edited by kvacaraxa on 3 Feb 2017, 20:52
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...