რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სირიის კრიზისი სამხრეთ კავკასიაში გამეორდეს.
მისივე განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული იქნება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს პოტენციურ საფრთხეებზე.
"მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი გვაჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში შეიარაღებული კონფლიქტის კერების გაჩენის ალბათობა შენარჩუნებულია. ისეთი კრიზისული სიტუაციები, როგორიცაა სირიაში, შესაძლოა, გამეორდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც ცენტრალურ აზიისა და სამხრეთ კავკასიაში. ასეთ შემთხვეევაში, რუსეთი იძულებული იქნება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს პოტენციურ საფრთხეებზე", - განაცხადა სერგეი შოიგუმ.
http://frontnews.ge/ge/news/105058Armed conflicts similar to that of Syria may soon emerge in post-Soviet Central Asia and the Caucasus, prompting Russia to respond, says Defense Minister Sergey Shoigu.
https://www.rt.com/news/351293-syria-isis-central-asia/