http://www.ipress.ge/new/38488-turqetis-ko...eologiit-zrdianბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებით, ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, ბავშვებს ტერორისტული იდეოლოგიით ზრდიან, - ამის შესახებ, იასინ თემისქანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
კონსული მშობლებს მოუწოდებს, ბავშვები აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას მოარიდონ. იასინ თემისქანი განმარტავს, რომ სკოლა-ლიცეუმი, ტერორისტული დაჯგუფებების ქოლგის ქვეშ იმართება და ამავე იდეოლოგიით იზრდებიან. მართავენ, შესაბამისად იქ ბავშვები მათივე იდეოლოგიის ქვეშ იზრდებიან. კონსული ინფორმაციით, სკოლა, ტერორისტ ფეთულა გიულენის ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია.
„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით და ზრდიან თაობებს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ამ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, საქართველოში, აჭარაშიც არის ამ დაჯგუფების რეფადინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი. მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს-ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში. რადგან, ეს სკოლა, ამ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურება. ჩვენ, საქართველოს შესაბამის უწყებებთან გამოვალთ ინიციატივით, რათა ამ ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხუროს“,-აცხადებს კონსული.
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის, ელგუჯა დავითაძის განცხადებით, იასინ თემისქანის განცხადება აბსურდულია და სკოლის მიმართ გამოთქმული ეს ბრალდება, პირველი არ არის.
„ეს არ არის პირველი, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს. მეორეც, სრულიად აბსურდული განმარტებაა და სიმართლეს არ შეესაბამება. მინდა ვკითხო ამ ბრალდების ავტორს-თუ ასეთი დაწესებულება იყო ეს, რატომ დადიოდა საკონსულოს 20 და 30 ბავშვი, ჩვენთან სკოლაში და იღებდა განათლებას? ამის გამოცდილება და პრაქტიკა გვაქვს და თავისუფლად შეუძლია შეამოწმოს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ბათუმის მოსახლეობას, სკოლის 20 წლიანი მოღვაწეობიდან რა შედეგი აქვს ჩვენს ქვეყანისთვის, ბათუმისთვის. ეს არის სრული აბსურდი და ცილისწამება, რის შესახებაც აუცილებლად მივიღებთ ზომებს“,-აცხადებს ელგუჯა დავითაძე.
ვინმემ იცით ეს კონსული რას ამბობს ან ეს ლიცეუმი სადაა. ?
მართალია?