მოგეხსენებათ ხვალ დიდი დღეა, ბობ მარლის დაბადების დღე. თითქმის ყოველ წელიწადს ტრადიციულად ვხვდები ამ დღეს. ორი მეგობარი მყავდა, რომელთაც ჩემსავით უყვარდათ ბობი და ერთად ვიკრიბებოდით, ვაცხობდით რასტა ტორტს, მთელი საღამო მის სიმღერებს ვუსმენდით და მასზე ვსაუბრობდით. მაგრამ წელს ისე მოხდა, რომ ისინი სხვაგან არიან. ჩემს გარშემო კი არავინაა, ვინც ჩემსავით აფასებს ამ კაცს.

მარტოც არ მინდა აღვნიშნო, მოსაწყენი იქნება და რამე მირჩიეთ რა, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე.