არქეოლოგებმა ქარელის რაიონში უძველესი სამეფო სასახლე აღმოაჩინეს
http://interfactnews.ge/index.php/regioni/...-07-22-10-44-47რქეოლოგებმა, ქარელის რაიონში „დედოფლის გორაზე" სამეფო სასახლე აღმოაჩინეს. ძეგლი ძვ.წ. II - ახ.წ. I საუკუნეებით თარიღდება. სამეფო სასახლეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების გარდა , ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციაც სწავლობს. აღმოჩენილია ასევე, დარბაზები, სხვადასხვაა საყოფაცხოვრებო ნივთები,მრავალფეროვანი კერამიკული ჭურჭელი, რკინის შამფურები, ბრინჯაოს სასწორი და სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტი. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ძეგლი ახ.წ. 80 წელს ძლიერი მიწისძვრის დროს განადგურდა. ბორცვის შესწავლა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო (ხელმძღვანელი იულონ გაგოშიძე). მაშინ ექსპედიციამ ანტიკური ხანის და ადრე შუა საუკუნეების "სასახლის" დიდი კომპლექსის ნაშთები აღმოაჩინა.
მიმაგრებული სურათი