მატარებელზე თავდასხმა გერმანიაში - ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 20 -ზე მეტი ადამიანი.
BBC გერმანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელში ხალხს თავს დაესხნენ - თავდამსხმელი ცულით იყო შეიარაღებული.
შემთხვევა სამხრეთ გერმანიაში ქალაქ ვიურცბურგთან მოხდა. ამ წუთებში სამართალდამცველები ოპერაციას ატარებენ, რომელშიც ვერტმფრენებიც არიან ჩართულები.
ადგილობრივი მედია წერს, რომ 21 ადამიანია დაშავებული, ეჭვმიტანილს კი როგორც ჩანს ესროლეს. თუმცა ამ ინფორმაციის შესახებ სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ. არ არის ინფორმაცია თავდასხმის მოტივებზეც.
ვიურცბურგი - ჰეიდინგსფილდის და ოქსენფურტის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.
სამართალდამცველების ცნობით, დაზარალებულთა ნაწილისთვის, თავდამსხმელის მიერ მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ყოფილა თემა ეხლა ვნახე დახურეთ ვინმემ
გერმანიაში, მატარებელში ხალხი ნაჯახით დაჩეხეს This post has been edited by ზურა2011 on 19 Jul 2016, 16:33