Nissan tiida - იაპონური ფირმის Nissan -ის მიერ 2004 წლიდან წარმოებული კომპაქტური ავტომობილი, რომელსაც 2 თაობა გააჩნია. აგებულია Nissan B პლატფორმაზე.
პირველი თაობა - სერიით c11 2004 - 2012 წლებში წარმოებული ავტომობილია. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის ძრავით 1.5 ლ 1.6 ლ და 1.8 ლ მოცულობით, ასევე არის დიზელის ძრავიანი 1.5 ლ მოცულობით. მაქსიმალური სიმძლავრე 1.5 dდა 1.6 ძრავით - 109 ც.ძ. 1,8 მოცულობის ძრავით - 126 ც.ძ. ჰეჩბეკი ამერიკაში versa-ს სახელითაა ცნობილი.

სედანი კი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში Nissan Latio სახელით.

ტიიდას აქვს საჭის ელექტრული გამაძლიერებელი. გადაცემათა კოლოფი - 1,5 ლ ძრავზე - როგორც ჩვეულებრივი ავტომატური სიჩქარის კოლოფი, ასევე ვარიატორი. 1,6 და 1,8 ძრავებით ტიიდა გამოშვებულია როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფით.
წამყვანი თვლები -წინა. Nissan აწარმოებს ასევე 4 wd გაუმჯობესებული გამავლობის ავტომობილებს, ასეთი ავტომობილების გადაცემათა მთავარ კორპუსში დამატებულია მცირე სიმძლავრის დამატებითი წევის ელექტროძრავი, რომელიც ირთვება საჭიროების შემთხვევაში მძღოლის მიერ.
2008 წელს ნისანმა გამოუშვა ტიიდას გაახლებული ვერსია, რომელსაც გაუმჯობესებული აქვს საჭის გამაძლიერებელი, ტრანსმისია, მულტიმედიური და ნავიგაციის სისტემები. გარეგნული მხარე - შეცვლილი აქვს რადიატორის ცხაური, ორივე ბამპერი და ფარები, ინტერიერში -ხელსაწყოთა პანელის ახალი დიზაინი.

მეორე თაობის ტიიდა სერიით c12 პირველად წარმოდგენილი იყო 2011 წელს ჩინეთის ბაზარზე.
2014 წელს ტიიდას რესტაილინგის შედეგად ევროპაში Nissan Pulsar სახელით გამოვიდა ახალი C13 მოდიფიკაციის ავტომობილი

IIHS (Insurance Institute for Highway Safety)– -ის უსაფრთხოების რეიტინგში 26 ყველაზე საშიშ ავტომობილთა სიაშია მოხვედრილი.
Nissan Tiida C11 ჩინეთში ავტოსპორტშიც გამოიყენება )))) 2006 და 2007 წლებში მონაწილეობდა HR16DE ძრავით აღჭურვილი 160 ც.ძ. ავტომობილი.

წინა თემების ლინკები
NISSAN TIIDA CLUB GEORGIANISSAN TIIDA CLUB GEORGIA, PART 2NISSAN TIIDA CLUB GEORGIA, PART 3NISSAN TIIDA CLUB GEORGIA, PART 4წინა თემის მპოსტავთა ტოპ ათეული )

საჭირო ინფორმაცია:
ამორტიზატორის "ჩაშკებზე"
NISSAN TIIDA CLUB GEORGIA, PART 2ვარიატორი ტრანსმიის ზეთის დაძველების მრიცხველის განულება
NISSAN TIIDA CLUB GEORGIA, PART 3ეს ერთ-ერთი ხელოსანი (გელა) ვარიატორზე
NISSAN TIIDA CLUB GEORGIA, PART 3ისევ ვარიატორის თემაზე და ხელოსანი (ილო)
NISSAN TIIDA CLUB GEORGIA, PART 3ესეც ჩვენს პირობებში ყველაზე სწორი მეთოდი ზეთის გამოცვლის ვარიატორში (რუსულად)
NISSAN TIIDA CLUB GEORGIA, PART 3ხელოსანი გენადი (ზეთის შეცვლა ტრანსმისიაში ზემოთ აღნიშნული მეთოდით)
NISSAN TIIDA CLUB GEORGIA, PART 3 (post #45604899)ნისანის (მხოლოდ იაპონურის) ნაწილების კატალოგი ძარის (შასის) ნომრის მიხედვით
http://nissan.epcdata.ru/ This post has been edited by guka@ on 17 Mar 2016, 14:50