https://www.myvideo.ge/tv/pirvelitv&seekTim...07-2016%2014:001975 — დაამთავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1979 — 1980 — მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.
1980 — ჩაირიცხა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში (ქ. მოსკოვი).
1980 — 1983 — ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.
1983 — დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სისხლის სამართლის პროცესში.
1983 — 1987 — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
1975 — უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. სოხუმის პროკურატურაში გამომძიებლად.
1976 — 1979 — ქ. ქუთაისის პროკურატურის უფროსი გამომძიებელი.
1987 — 1992 — საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სამმართველოს პროკურორი, ქ. ჭიათურის პროკურორი, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების გამგის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, არჩეული იყო პროკურატურის კოლეგიის წევრად. ამავე პერიოდში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.
1992 — 1993 — საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
1994 — 1995 — ქ. მოსკოვის იურიდიული სამსახურის „ინიურკონსალტინგის“ ხელმძღვანელი.
1995 — თბილისში ჩამოაყალიბა საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ინიურსერვისი“.
1998 — არჩეულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს წევრად, ხელმძღვანელობდა იურიდიულ კომისიას.
1999 — 2004 — საქართველოს პარლამენტის წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
2004, თებერვალი — ივნისი — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.
2004, ივნისი — 2005, თებერვალი — საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
This post has been edited by qutaiseli teroristi on 20 Jul 2016, 14:07