18 და 25 აგვისტოს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი და მიმდინარე ევროტურნირებზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი თბილისის დინამო ევროპა ლიგის ფლეი ოფში ბერძნულ პაოკს გაეჯიბრება. პირველი შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.
მეტოქე საკმაოდ ძლიერია და დინამოსავით ჩემპიონთა ლიგიდან გადმოერთო, როცა ამსტერდამის აიაქსთან დათმო ორმატჩიანი დუელი 1:2; 1:1.
პაოკის ოფიციალური საიტი
http://www.paokfc.gr/en/გვერდი ვიკიპედიაზე
https://en.m.wikipedia.org/wiki/PAOK_FCდინამო და ბერძნული კლუბები 3-ჯერ გადაიკვეთნენ:
1980/81წწ დინამო-კასტორია 2:0; 1:1
2008/09წწ დინამო-პანათინაიკოსი 0:0; 0:3
2011/12წწ დინამო-აეკ ათენი 1:0 (1:1დ.დ.); 0:1
საერთოდ კი ბერძნულ კლუბებთან და ნაკრებებთან დიდი უარყოფითი ბალანსი გვაქვს და იმედი დავიტოვოთ, რომ დინამო შეეცდება ოდნავ შეცვალოსნეს თანაფარდობა.
1999/2000,წლების უეფას თასზე პაოკმა თბილისში 7:0 დაამარცხა თბილისის ლოკომოტივი, სახლში კი მოკრძალებულად 2:0 მოუგო.
დაველოდოთ მოახლოებულ ორრაუნდიან დაპირისპირებას, იქნებ შევძლოთ და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე საკუთარ თავს გადავახტეთ.