#48410412 · 22 Jul 2016, 13:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო გემახსოვრებათ ქუთაისში 3 თვის წინ მომხდარი უბედური შემთხვევა, როდესაც ქალაქში დღისით, მზისით, ბალახვანის ხიდთან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა მანქანამ დედა და შვილი დახოცა ადგილზე, ვერ გავერკვიე ზუსტად რა მოხდა, მაგრამ მოყოლილიდან და გაგებულიდან გამომდინარე ვიცი რომ ის ადამიანი „ლიხაჩობდა“.
მანამდე კიდევ 1 თვის წინ მოხდა მსგავსი შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე, მაშინაც და ზემოთ ნახსენები შემთხვევის დროსაც გავხსენი თემა პოლიტიკის განყოფილებაში და დავწერე ჩემი იდეა, ვთხოვე ყველას ვისაც აწუხებს ეს ფაქტები რომ ერთ დღეს შევკრებილიყავით რუსთაველზე და ჩამოვყალიბებულიყავით რისი გაკეთება შეგვეძლო. ჩემი იდეა იყო რომ ქუთაისში ჩავსულიყავით და პარლამენტთან მშვიდობიანი აქცია გაგვემართა მოთხოვნით, რომ გამკაცრებულიყო კონტროლი გზებზე და განსაკუთრებით დასახლებულ პუნქტებზე. ნებისმიერ ქალაქში, სოფელში, ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა უნდა ისჯებოდეს თავისუფლების ზომის აღკვეთით სულ მცირე 1 წლის ვადით, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ მართვის უფლება არ უნდა მიეცეს ბრალდებულს სულ მცირე 5 წლის ვადით.
მთავარია ეს მოთხოვნები სწორად და კორექტულად ჩამოვაყალიბოთ, მოთხოვნა სამართლიანია, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას ეხება, აქედან გამომდინარე ჩვენს მოთხოვნას საქართველოს პარლამენტი ვერ უგულებელყობს და აუცილებლად განიხილავს.
1 ადამიანი არ გამოჩნდა მსურველი არც ამ ფორუმზე, არც ჩემს სამეგობრო და საახლობლო წრეში, სამსახურში, სამეზობლოში, ყველას აქვს ერთი აზრი რომ ეს დროის კარგვაა, ჩვენ ვინ მოგვისმენს, ვინ გვეკითხება დ.ა.შ.
ამ განყოფილებაში ნიკას ყველა იცნობს და მირჩია რომ ეს თემა პოლიტიკის განყოფილებაში კი არა ამ განყოფილებაში უნდა გამეხსნა და ძალიან დამიჯდა ჭკუაში, ამიტომაც ვხსნი აგერ უკვე მესამედ ამ თემას, ეხლა უკვე ამ განყოფილებაში.
მე მაშინ ახლობლებთან გავიარე კონსულტაცია ამ საკითხზე, იურისტებთან, პირველ რიგში ის ვიკითხე აქვს თუ არა აზრი ამ წამოწყებას და ყველასგან მივიღე დადებითი პასუხი და რომ ნამდვილად არ არის სისულელე.
პლიუს ამას აუცილებლად სავალდებულო უნდა გახდეს ყველა მძღოლისთვის რომ მანქანაზე იყოს დამონტაჟებული ვიდეო რეგისტრატორები ჩამწერი ფუნქციით, სავალდებულო იმის გამო უნდა გახდეს, რომ ეს რომ ნებაყოფლობითი იყოს დიდ წინააღმდეგობებს, დაპირისპირებებს და ბევრ პრობლემებს გამოიწვევს ქართული ბნელი მენტალიტეტის გამო, სავალდებულო რომ გახდება პრობლემები ნაკლებად შეიქმნება.
სახელმწიფომ უნდა გაიღოს ამ აპარატურის და მისი მონტაჟის ხარჯი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში 100% არ უნდა დაფაროს სახელმწიფომ, 80% უნდა დაფაროს, 20% გადაიხდის ავტომობილის მეპატრონე, დაჯდება 100 ლარი? ჩვენ ვიხდით 20 ლარს. ეს აგვაცილებს მითქმა-მოთქმებს რომ სახელმწიფო ამით ფულს აკეთებს, მორიგი ფულის მახეა, გვყვლიფავენ დ.ა.შ.
აი ეს რომ გაკეთდეს ზუსტად 1 თვეში და კიდევ უფრო მალე მოწესრიგდება მოძრაობა და ძალიან მალე ვიგრძნობთ უზარმაზარ განსხვავებას, ქალაქში მოძრაობა და ბავშვების გაშვებაც ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება.
ყველას ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ, დავთქვათ შეხვედრის დრო, ადგილი, შევხვდეთ, დავჯდეთ მშვიდად და დავილაპარაკოთ, ჩამოვყალიბდეთ, რაც მეტნი ვიქნებით მით უკეთესი, ძალიან კარგი საქმეა, თუ ღმერთმა ქნას და გაგვიმართლებს და რამე შედეგს მივიღებთ (ამაში ეჭვი არ მეპარება) ხომ კარგი, თუ არადა საკუთარ სინდისთან მაინც ვიქნებით მართლები.
This post has been edited by internazionale on 22 Jul 2016, 13:47
--------------------
ეგ კალჩოპოლიც ხო საკუთარი თავის გარდა ყველას დააბრალეს (youngstar)
ესენი რა ნამუსით საუბრობენ მსაჯებზე, მსაჯების გამო ვაფშე სერია ა-დან გააგდეს გუნდი (Biutiful)
იუვეს მუზეუმი ხო ცოდვის ბუნაგია, ჯალალ ედ დინს არ ექნებოდა სასახლეში იმდენი ნაძარცვი, რამდენიც იუვეს მუზეუმში ყრია (internazionale)
|